სხვა მოკლე ისტორია პიცის შესახებ 2012, 23 სექტემბერი, 0:19 ალბათ თქვენ ფიქრობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი საკვები არის ჰამბურგერი, რომელიც იყიდება მთელი მსოფლიოს მაშტაბით მაგდონალდში?არა, არსებობს კიდე მასზე უფრო სწრაფი, მარტივად მოსამზადებელი, რომელიც შეგიძლია მიირთვა ხელით და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ითვლება ამერიკელთათვის ერთ-ერთ საყვარელ საკვებადაც კი, მაგრამ მისი სამშობლო იტალია, ეს არის პიცა. არსებობს სულელური მოსაზრება პიცის გამოგონებასთან დაკავშირებით.პიცის გამოგონება, შექმნა დაკავშირებულია საბერძნეთთან.პირველად მას როდესაც მისცეს მრგვალი პურის ფორმა მას უწოდეს “plakuntos"-ი, რომელიც მომზადდა ზეთით, ნივრით, ხახვით და მწვანილით.როდესაც რომაელებმა გაიგეს ამის შესახებ გაუსინჯეს გემო მას და უწოდეს “picea".თანდათან “picea'' ქალაქ ნეაპოლშიც გახდა ცნობილი, რომელსაც “pizza'' უწოდეს.სადაც, პიცის მთავარ ატრიბუტებს მათივე გემოვნებით უმატებდნენ ყველს, ლორს და ტომატს, რომელსაც თან ჰყიდნენ მექსიკასა და პერუში მეთექვსმეტე საუკუნეში.ნეაპოლი იწოდა პიცის დედაქალაქად მსოფლიოში. 1889 წელს მეფე ალბერტომ და დედოფალმა მარგარეტმა მიიწვია იმ დროისათვის ცნობილი მზარეული რაფაელ ესბოსიტო, რომელსაც შეუკვეთეს მათთვის პიცის მომზადება.მან გადაწყვიტა პიცა მოემზადებინა იტალიის დროშის ფერებში, მან გამოიყენა წითელი ტომატი, ყველი და მწვანე რეჰანის ფოთლები.დედოფალს მოეწონა და ახალი სახელი “მარგარეტას პიცაა" დაარქვა. პიცა თანდათან ცდებოდა იტალიის საზღვრებს.1905 პირველი პიცერია გაიხსნა აშშ-ში, ნიუ-იორკში spring steet-ზე.მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკელი ჯარისკაცები, როდესაც დაბრუნდნენ სამშობლოში მას კიდე ახალი სახელი შეურჩიეს “დიდი იტალიური კერძი". დამატებითი ცნობარი:1.ამერიკელები 350 პიცის ნაჭერს ჭამენ ერთ წამში 2.დღესდღეობით ამერიკაში 61269 პიცერია 3.$30მილიარდი შედის ინდუსტრიაში . 4.აშშ-ში ოქტომბრის თვეში აღინიშნება პიციის საერთაშორისო დღე. 5.პირველი პიცერია ნეაპოლში გაიხსნა 1830 წელს “ the Artica Pizzeria Port'Alba" 6.120 000 წასახემსებელი რესტორანია 90-მდე სახელმწიფოში. 497 5-ს მოსწონს
|