x
image
მადამ ფისუნია
Top 15 - ანიმე დრამა სერიალი

image

მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი რჩეული ტოპ 15 დრამა ანიმე სერიალი, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სიაში არ შემიტანია ისეთი ცნობილი ანიმეები როგორებიცაა, ნარუტო, ბლიჩი, კოდ გეასი, ჯოჯოხეთის გოგონა, სიკვდილის დღიური და ა.შ. კონკრეტულად კი ისინი, რომლებიც ყველა ანიმეს მოყვარულს უნახავს, რადგან მათ შესახებ ისედაც ყველამ იცის, ჩემი პოსტი კი ერთგვარი რჩევაა მათთვის ვინც არ იცის რას უყუროს:


15.აკუ ნო ჰანა - ბოროტების ყვავილები

როდესაც სტუდიას დაევალა ოშიმის ფსიქოლოგიური დრამის ადაპტაცია, მათ მიიღეს საკამათო გადაწყვეტილება.

მათ აირჩიეს როტოსკოპის სტილი ანიმაციისთვის. მათ ჰყავდათ რეალური მსახიობები, რომლებიც ასრულებდნენ როლებს ანიმესთვის, შემდეგ კი ხატავდნენ მათ.

შედეგი მთლიანად მაყურებლის გემოვნებაზეა დამოკიდებული. თუ თქვენ ნახავთ ანიმეს და დაუკვირდებით, აღმოაჩენთ ფსიქოლოგიურ თრილერს, რომელიც დაფუძნებულია შინაგან დანაშაულის გრძნობაზე, დეკადანსზე, ტყუილსა და ბულინგზე.

კასუგას უყვარს კითხვა - ბოდლერის ბოროტების ყვავილების - და აწუხებს სირცხვილის გრძნობა მას შემდეგ, რაც მოიპარა თავისი ქრაშის სპორტ-დარბაზის ფორმა.

სამწუხაროდ, სკოლის "მონსტრმა" ეს ყველაფერი დაინახა, და ის მოსვენებას უკარგავს ვაჟს.

მე ნამდვილად, სიამოვნებით ვიხილავდი ამის მეორე სეზონს.

მანგა ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია, აუცილებლად გირჩევთ უყუროთ.

14, შენი აპრილის ტყუილი

დრამატული ანიმე შოუების ისტორიაში, ამ ანიმეს საუნდთრექი არის ერთერთი უძლიერესი, ის ნამდვილად შთააგონებს გულს, გამოუშვას ემოციები და თვალები ცრემლით აავსოს. ეს არის მუსიკალური სერიალი, რომელსაც შეუძლია ღრმა გრძნობების ამოფრქვევა მაყურებლის სულის სიღრმიდან, რომელიც გამოიხატება ცრემლებით, რომლებიც თვალებიდან ჩანჩქერივით ჩამოედინება. ანიმეს აქვს ბრწყინვალე, ისტორია.

მისი მთავარი პერსონაჟია ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე და ნიჭიერი პიანისტი - კუსეი არიმა! მიუხედავად ახალგაზრდობისა, მან გამოავლინა საოცარი ნიჭი მუსიკაში, კერძოდ, ფორტეპიანოზე დაკვრაში. მაგრამ, როდესაც დედა გარდაიცვალა, თითქოს მისი ფორტეპიანოს ხმა ოკეანეში ჩაიძირა და მას საკუთარი დაკრული აღარ ესმის.

ორი წლის შემდეგ კუსეი ჩვეულებრივი სასკოლო ცხოვრებით აგრძელებს ცხოვრებას, მეგობრებთან ერთად, მაგრამ მოკლებულია საყვარელ მუსიკას. სწორედ მაშინ მოხდა - საბედისწერო შეხვედრა! კუსეი ხვდება მევიოლინე გოგონას სახელად კაორი მიაზონო. არის ეს გოგონა მისი მუსიკის სამყაროში დასაბრუნებელი ბილეთი? შეძლებს კი ვაჟი საბოლოოდ დააბრუნოს თავისი ფორტეპიანოს ხმა ტრაგიკული წარსულის სიღრმიდან? არის თუ არა კაორი მისი ბრწყინვალე მუსიკის დაკარგული გასაღები?

გირჩევთ უყუროთ.

13. ენჯელ ბითსი

როგორ ფიქრობთ, არსებობს სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ? იქნებ, სიცოცხლე მაინც სიკვდილით მთავრდება პირველ რიგში? საერთოდ რას ნიშნავს სიცოცხლე? ეს სწორედ ის კითხვებია, რომლებსაც ანიმეს ყურება გაგიჩენთ. რაც არ უნდა ფილოსოფიური იყოს ეს კითხვები, ანჯელ ბითსი ყველაფერს შეაჯამებს და ცრემლებსაც არ მოგაკლებთ.

ოტონაში როგორღაც იღვიძებს და აღმოჩნდება რომ სიცოცხლის შემდგომ ცხოვრებაშია. ეს ადგილი სკოლის მოედანს ჰგავს და ამჟამად ბრძოლა მიმდინარეობს. მოწინააღმდეგე ანგელოზივით გოგონა, სახელად ტენშია.

მიუხედავად იმისა, რომ იგი მიიწვიეს, რათა გამხდარიყო Afterlife Battlefront-ის ნაწილი და ებრძოლა ტენშის წინააღმდეგ, ოტონაში მაინც ყველაფერს თავისებურად აკეთებს. მისი იდეალები განსხვავებულია და მისი პირველი ნაბიჯი არის ტენშისთან საუბარი და მოლაპარაკება. ეს თვითმკვლელობის ტოლფასია, მაგრამ ის ხომ ისედაც მკვდარია?! მიაღწევს ის წარმატებას? რატომ უხდება მსგავსი პრობლემის გადაჭრა, თუ ის უკვე მკვდარია?

12. მირაი ნიკი (მომავლის დღიური)

მირაი ნიკიმ, რომელიც განიხილება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფსიქოლოგიური ანიმე, გამოიწვია ტოტალური ბუმი, ეს სერიალი საოცრად კარგად აერთიანებს სხვადასხვა ელემენტებს, ის ეხება გულს, გონებას და სულს, როგორც ნებისმიერ შესანიშნავ ფსიქოლოგიურ-დრამატულ სერიალს შეშვენის.

სასიკვდილო გადარჩენის თამაშში, რომელზეც დამოკიდებულია მსოფლიოს ბედი, რამდენიმე რჩეულს აკურთხებენ. თითოეულ მათგან აქვთ „მომავლის დღიურები “ . მომავლის დღიურის მფლობელს შეუძლია მომავლის წინასწარმეტყველება, ამით მას შეუძლია სხვებზე წინ იყოს. თითოეული მომავლის დღიური უნიკალურია და მფლობელმა უნდა გამოიყენოს იგი თავისი სრული პოტენციალით, რათა ბოლომდე გადარჩეს და საბოლოოდ გახდეს სივრცისა და დროის ახალი ღმერთი.

მომავლის მთქმელი ძალები, სასიკვდილო გადარჩენის თამაში, სივრცისა და დროის ღმერთი - ჯოჯოხეთურაად ჟღერს არა? ვინ გადარჩება? რაას ნიშნავს ღმერთად ყოფნა? რა პრივილეგიით სარგებლობს დროისა და სივრცის ღმერთი?

11. როცა ისინი ტირიან

ზაფხულის დასაწყისში კეიჩი გადავიდა საცხოვრებლად შორეულ მთის სოფელში. ის აქ გოგოების ჯგუფს დაუმეგობრდა, დაიწყო სოფელში ცხოვრებით ტკბობა. თუმცა, როდესაც მას ეჭვი შეეპარება, რომ რენა, მიონი და სხვები, რომლებსაც კეიჩი ენდობოდა, შეიძლება ღრმად იყვნენ ჩართული თანმიმდევრულ მკვლელობებში, რომლებიც ყოველ ზაფხულს ხდება, კეიჩის გარშემო სიტუაცია თანდათან იცვლება. თითქოს გოგონების პერსონაჟები მთლიანად შეიცვალნენ. ანიმე სავსეა ინტრიგებითა და საიდუმლოებით. ერთ საიდუმლოს მივყავართ მეორეში და ყოველი მათგანს შოკისმომგვრელი სისხლიანი დასასრული აქვს.

10. მკვლელი ანიმე

ეს ანიმე აბსოლუტურად ფანტასტიკურია, განსაკუთრებით პერსონაჟები. ამ ანიმეში ჩვენ რეალურად ვიძირებით პერსონაჟების ომში. ორივე მხარეს არიან გმირები და ყველა მათგანს აქვს ბრძოლის საკუთარი მიზეზი - სამართლიანობა, შურისძიება, ფული, ძალაუფლება, სიყვარული. ძნელია, ზოგიერთი კაპიტოლიუმის ჯარისკაცის "ცუდ ბიჭებად" დანახვა, რადგან მათი მოტივები ძალიან სახასიათოა. თუმცა, ამ ანიმეს არც ავადმყოფი, გადახრილი ბოროტმოქმედები არ აკლია, რომლებსაც ვისურვებდით, მხოლოდ ტელევიზორში ეარსებათ.

ტაცუმი ერთი ჩვეულებრივი, უბრალო ბიჭია, რომელიც სოფლიდან დედაქალაქში მიემგზავრება სამუშაოდ. დედაქალაქში ჩასული ტაცუმი აღმოაჩენს, რომ ერთი შეხედვით დიდ და ლამაზ ქალაქში გამეფებულია კრიმინალი, კორუფცია, ძალადობა, უსამართოლობა და ამ ყველაფრის მიღმა დგას პრემიერ მინისტრი. შეძლებს თუ არა ტაცუმი თანამოაზრეების მოძებნას და ამ ყველაფრის წინააღმდეგ გალაშქრებას?

9. ტოკიოს 8 ბალიანი

მირაი არ აფასებს ოჯახს, ყოველთვის ადარებს თანაკლასელების უფრო მდიდარ ან ახლო ურთიერთობებს.

ერთ დღეს ის და მისი უმცროსი ძმა იუკი, მშობლების სახლიდან შორს, ტოკიოში წავლენ. ოდაიბას კუნძულზე რობოტების გამოფენის ტურით ტკბობისას, უზარმაზარი რვა ბალიანი მიწისძვრის ეპიცენტრში აღმოჩნდებიან, რომელმაც დააჩოქა იაპონია. დაანგრია ყოველგვარი შენობები და ინფრასტრუქტურა.

მარტოხელა დედა მარი კუსაკაბე შეეჩეხება და-ძმას და ჰპირდება მათ რომ სახლში დააბრუნებს. სწორედ აქედან იწყება ისტორია მათი ხანგრძლივი შინისაკენ მოგზაურობისა.

რაც უნდა სამწუხარო და ტრაგიკული იყოს, ტოკიოს რვა ბალიანი არის ანიმე, რომელიც მოგვითხრობს კატასტროფების - ამ შემთხვევაში, მიწისძვრების - იმედგამაცრუებელ და მელანქოლიურ ეფექტებზე!

8.ცხედარი

სიუჟეტი ვითარდება 1994 წლის განსაკუთრებით ცხელ ზაფხულში, პატარა წყნარ იაპონურ სოფელში, სახელად სოტობა. იდუმალი სიკვდილის სერია იწყება სოფელში, იმავე დროს, როდესაც უცნაური ოჯახი გადადის დიდი ხნის მიტოვებულ კანემასას სასახლეში, ბორცვის თავზე. მეგუმი შიმიზუ, ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც სურდა სოფლის დატოვება და ქალაქში გადასვლა, ეწვევა, მოგვიანებით მას ტყეში მწოლიარეს და ტრაგიკულად გარდაცვლილს იპოვიან. ექიმი ტოშიო ოზაკი, სოტობას ერთადერთი საავადმყოფოს დირექტორი, თავდაპირველად ეჭვობს ეპიდემიაზე; თუმცა, როდესაც გამოძიება გრძელდება და სიკვდილიანობაც იმატებს, ის გაიგებს - და დარწმუნდება - რომ სიკვდილები სოფელში "შიკის"დამსახურებაა. (იაპონურიდან ქრთულად დაახლოებით დემონი გვამი ითარგმნება) ვამპირის მსგავსი არსებები, რომლებიც აწუხებენ სოფელს. მოზარდი, სახელად ნაცუნო იუკი, რომელსაც სძულს სოფელში ცხოვრება, გამოძიებას იწყებს, რის გამოც სიკვდილების გარემოცვაში ექცევა.

7. მინდა შენი პანკრეასი შევჭამო

ანიმეს მთავარი გმირი საკმაოდ ასოციალური პიროვნებაა, თითქმის არ ურთიერთობს თანაკლასელებთან, ერიდება ყოველგვარ სოციალურ ურთიერთობებს, არის ემოციურად ცარიელი, ცივი და თითქოს გულქვა. მოულოდნელად კლინიკის მოსაცდელში დღიურის მსგავს წიგნს იპოვის, რომელიც მის თანაკლასელ გოგონას ეკუთვნის. ასე გაიგებს საიდუმლოს გოგონას დაავადების შესახებ.

მას პანკრეასის სიმსივნე აქვს. რის შესახებაც არავინ იცის ოჯახის წევრების გარდა, მათ შორის არც საუკეთესო მეგობარმა. გოგონა დიდად განსხვავდება ვაჟისაგან, ის მხიარულია და გარშემორტყმული მეგობრებით.

საიდუმლო მათ დაახლოვებთ.

6. ანოჰანა - ყვავილი, რომელიც იმ დღეს ვნახეთ

ჯინტა იადომიმ და მისმა მეგობრებმა ბავშვობაში ტრაგედია გადაიტანეს.

მათი მეგობარი ჰონმა გარდაიცვალა და ამან თითოეულ მათგანზე განსხვავებულად იმოქმედა. სამეგობრო დაიშალა და ყველა თავისი გზით წავიდა.

თინეიჯერობის წლებში ჯინტა მოულოდნელად იწყებს ჰონმას აჩრდილის დანახვას, რომელიც სთხოვს დაუკავშირდეს ძველ მეგობრებს, რათა დაეხმარნონ მას სასუფევლის დამკვიდრებაში.

ანოჰანა არის მოკლე, მაგრამ ტკბილი ანიმე. შეუძლია საინტერესო ისტორიის სწრაფი ტემპით გადმოცემა და ამ პროცესში ცრემლების მოშორება გაგირთულდებათ.

ანიმეს შეუძლია გული აგიფეთქოთ ყველანაირი გრძნობითა და ემოციით.

5. სიკვდილის აღლუმი

იცოდით, რომ სიკვდილის შემდეგ, სანამ სამუდამო დავიწყებას ან რეინკარნაციას მიეცემით, თქვენ და კიდევ ერთი ადამიანი იდუმალი კაცის უცნაურ ბარში ქვინდეციმში აღმოჩნდებით, ხოლო მოგონებები ბუნდოვანი და დაბნეული გექნებათ. სიკვდილი კი საერთოდ არ გემახსოვრებათ.

დეციმი, ბარმენი, იწვევს წყვილებს სიკვდილის თამაშში, სადაც ისინი ფსონად დებენ თავიანთ "სიცოცხლეს" და ავლენენ თავიანთ ნამდვილ ბუნებას. თავად დეციმი რეალურად არის არბიტრი, რომელიც პასუხისმგებელია კვინდეციმში ჩასულთა ბედის გადაწყვეტაზე - სიბნელის შიგნიდან ამოღებით, ის განსჯის მათ საბოლოო ბედს.

ანიმე საკმაოდ ბნელია, სევდიანი და შემაშფოთებელი. დრამა წარმართავს ეპიზოდურ ნარატივს, თითოეული ეპიზოდი შეიცავს ერთ ასეთ თამაშს.

და ამავდროულად, საინტერესოა, დეციმის თანაშემწის, იდუმალი შავ თმიანი გოგონას ამბავიც.

4.ფანტომი: რექვიემი ფანტომზე

ახალგაზრდა მამაკაცი იღვიძებს უცნაურ ოთახში და არ ახსოვს ვინ არის და როგორ მოხვდა იქ. მისი წარსული თითქოს წაშლილია და მისი მომავალი კი ეკუთვნის Inferno-ს, ძალადობრივ დანაშაულებრივ სინდიკატს. ისინი მას ახალ სახელს ანიჭებენ - ცვეი - და აკავშირებენ თავიანთ მთავარ მკვლელთან, იდუმალ ეინთან. რომელიც ვაჟს ასწავლის ყველაფერს, რაც მან უნდა იცოდეს მისი ახალი ცხოვრების შესახებ. მისი პირველი გაკვეთილია, მოკალი ან მოკვდი!

ანიმეში განხილულია მრავალი დეტალი. მათ შორის ადამიანის ბუნებაც. ის კარგად აღწერს ჩვენს რეალურ სახეს და იმას თუ რაზე ვართ წამსვლელები ადამიანები თუ კი სხეულს დავცლით ემოციებისგან.

მასში ასევე კარგადაა გადმოცემული დაქირავებული მკვლელის ფსიქოლოგიაც.

საოცარი ანიმე სერიალია, ემოციებით აღსავსე, ყველას გირჩევთ უყუროთ. არ ინანებთ.

ანიმე დაფუძნებულია ვიდეო თამაშზე, მაგრამ მე არ მითამაშია, ასე რომ ვერ გეტყვით როგორ არის სიუჟეტი გადაწყვეტილი თამაშთან შედარებით.

3. ელფების ბალადა

დიკლონიუსები არიან ადამიანთაგან წარმოქმნილი სახეობა, რომელსაც აქვს ორი კატის ყურის მსგავსი რქა და ვექტორები, გამჭვირვალე ტელეკინეტიკური კონტროლირებადი მკლავები, რომლებსაც აქვთ უნარი მანიპულირების და იმ საგნების დაჭრის, რომლებიც ფიზიკური სხეულისგან მიუწვდომელია. თითოეულ მათგანს ასევე შეუძლია გამოიყენოს ეს ვექტორები, რათა დააინფიციროს მამაკაცი ვირუსით, რომელიც იწვევს მათი შვილების დიკლონიუსად დაბადებას. ეს ბავშვები თითქმის ყოველთვის ხოცავენ თავიანთ ოჯახებს და შემდეგ სხვებსაც. დიკლონების უმეტესობა კამაკურას სანაპიროზე მდებარე დაწესებულებაში ჰყავთ გამომწყვდეული, რომელსაც ხელმძღვანელობს მეცნიერი კურამა.

მანგაში ამბავი ასე იწყება, იაპონიის მთავრობის ოფიციალური პირი ჩამოდის დაწესებულების შესამოწმებლად და იმის გასარკვევად, გამართლებულია თუ არა მისი უზარმაზარი ბიუჯეტი. ის მალე იღებს თავის პასუხს. ანიმე იწყება მხოლოდ მცირე ვარიაციებით.

დიკლონიუსის რასის პირველი (და ასე ვთქვათ "დედოფალი"), თინეიჯერი გოგონაა, რომელსაც თანამშრომლებმა "ლუსი" უწოდეს, ის როგორღაც გაურბის დაცვას თავისი ვექტორების

როდესაც ის კუნძულიდან გარბის, სნაიპერი თავში ესვრის მას, მაგრამ გოგონა არ კვდება, რადგან ტყვია ხვდება მის თავზე დამაგრებულ ლითონის შემაკავებელს და წყალში.

მეორე დილით, ახალგაზრდა მამაკაცი, სახელად კოტა, გადადის კამაკურაში, უნივერსიტეტში სასწავლებლად, სადაც ის კვლავ ხვდება თავის ბიძაშვილს და ბავშვობის სიყვარულ იუკას. წყვილი ენოშიმა პარკის სანაპიროზე ხვდება დაჭრილ ლუსის, შიშველს, რომელსაც ტყვიის ჭრილობისგან სისხლი სდის და მხოლოდ სიტყვის "ნიუ"-ს თქმა შეუძლია. ტვინის დაზიანების გამო მისი პიროვნება გაორდა, მანკიერი ლუსი გაქრა, მისი ადგილი კი ამ ბავშვივით გოგონამ დაიკავა. წყვილმა უსუსური და დაჭრილი გოგონა შეიფარა და ნიუ დააქვა.

სწორედ აქედან იწყება ანიმეს მთავარი სიუჟეტიც, რომელიც საოცარი სიღრმით გამოირჩევა, ჩნდება უფრო მეტი პერსონაჟი და თემა, ვაწყდებით წარსულისა და აწმყო სიტუაციის უფრო ღრმა გაგებას, აღმოვაჩენთ ზოგიერთი პერსონაჟის საერთო წარსულსაც.

2. მიტოვებული ბაჭია

დაიკიჩი კავაჩი არის 30 წლის დაუქორწინებელი მამაკაცი, რომელიც მუშაობს პატივსაცემ სამსახურში, მაგრამ სხვამხრივ უმიზნოდ დადის ცხოვრებაში. როდესაც ბაბუა მოულოდნელად გარდაეცვლება, ის ბრუნდება სახლში, რათა პატივი მიაგოს მას. სახლში მისვლისას ის ხვდება იდუმალ პატარა გოგონას, სახელად რინს, რომელიც დაიკიჩის გასაოცრად, ბაბუის უკანონო ქალიშვილი აღმოჩნდება!

მორცხვი და ასოციალური გოგონა ოჯახის სირცხვილად და უხერხულობად ითვლება ყველა მათგანი უარს ამბობს მასზე ზრუნვაზე ბაბუის სიკვდილის შემდეგ. დაიკიჩი, გაბრაზებული ოჯახის წევრებზე რინის მიმართ მათი სიცივით, აცხადებს, რომ ის მიიღებს გოგონას - მიუხედავად იმისა, რომ ის ახალგაზრდა, მარტოხელა მამაკაცია, რომელსაც არ აქვს არანაირი გამოცდილება ბავშვის მოვლაზე.

ანიმე ისტორიაა დაიკიჩის მამობისკენ მიმავალ გზაზე, ის ზრდის რინს თავისი ნაზი და მოსიყვარულე ბუნებით, გასცემს სითბოს და ბედნიერებას.

ანიმე არის ძალიან კარგი საყურებელი და ყველას ვურჩევდი მის ნახვას.

1. ნანა

ეს ანიმე დრამებში ჩემი ფავორიტია, დრამებს შორის დრამაა ასე ვთქვათ. ის მთლიანად დაფუძნებულია გრძნობებსა და ემოციებზე და არცეთი სერია არ გტოვებს გულგრილს. ბევრი ამოიცნობს საკუთარ თავსა და ემოციებს მთავარი პერსონაჟების ქცევებსა თუ დამოკიდებულებებში

ანიმე არის ორი სრულიად განსხვავებული გოგონას შესახებ, ორივე მათგანის სახელია ნანა.

ერთი არის პანკ როკ მომღერალი, რომელსაც თავისი წარსული მოსვენებას უკარგავს, მეორე კი უცნაური, ზედმეტად ოპტიმისტი ქალი.

თავდაპირველად ისინი მატარებელში შემთხვევით ხვდებიან ერთმანეთს, მოგვიანებით კი გასაქირავებელი ხელსაყრელი ბინის მონახულებისას. საბოლოოდ, ერთად ქირაობენ იმავე ბინას, თანაცხოვრების გამო დროთა განმავლობაში ისინი უფრო და უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს.

მათი ცხოვრება ერთმანეთს ეჯახება, თან მოაქვს ღიმილი, გულისტკივილი და გარდაუვალი ცვლილებები.

ეს ანიმე ეხება ყველა სახის დრამატულ თუ სხვა სერიოზულ თემას.

მათ შორის სამუშაოს ძიებას, ქირის გადახდას, სიყვარულს, ღალატს, ნარკომანიას და ორსულობას.


0
31
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0