სხვა "დედა მოგიკვდეს დედა..ვერცერთი დედა ვერ შეედრება გიული ალასანიას"-მეგი გოცირიძე 2022, 8 ივლისი, 15:03
"რამდენი წლისაც არ უნდა იყოს დედა, როცა რამე გაწუხებს ან რამე გჭირდება, პირველად ის გახსენდება დედა სულ გენატრება, სულ გჭირდება თუნდაც ალერსისთვის, დალოცვისთვის, "დედა გენაცვალოს შვილო" და " შენ მოგიკვდეს დედა" - ამაზე ძლიერი დატვირთვის სიტყვები არ არსებობს დედამიწაზე, გიული ალასანიას გაუმარჯოს, მთელს მსოფლიოში გაბნეული, ჩვენი ემიგრაციისა და აქაური ასიათასობით ადამიანის დარდი და ფიქრი ვერ შეედრება იმ ერთი დედის -გიული ალასანიას ხმაში გაჩენილ ბზარს, ინტერვიუს რომ აძლევს მის შვილზე, განწირულს არა სიკვდილისთვის, არამედ გამარჯვებისთვის
ქ-ნო გიული, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელია გიცნობთ და ვიცი თქვენისთანა ძლიერი ქალისა და ქ-ნი მზია წერეთლის, რომელსაც ასევე მრავალი წელი ვიცნობდი გაზრდილია მიშა, ვერ წარმოვიდგენდი თუ ასე მედგრად გაუძლებდით ამხელა განსაცდელს, თქვენ გაგიმარჯოთ და მაგრად იყავით ჩვენზე აბა რა გითხრათ, რასაც ვიმსახურებთ და როგორი მართლებიც ვართ, თქვენი ოჯახის წინაშე, ისე გაგვიმარჯოს ..."-წერს სოციალურ ქსელში ყოფილი დეპუტატი და ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი მეგი გოცირიძე. ცნობისათვის, გუშინ მესამე პრეზიდენტთან კლინიკაში იმყოფება "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, კობა ნაყოფია. ამასთან, ცოტა ხნის წინ "ვივამედში" მივიდა მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია. ნაყოფიას განცხადებით, აუცილებელია ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ კლინიკაში გადაყვანა, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. "სამედიცინო დოკუმენტაციით არსებითი გაუმჯობესება არ აღინიშნება და ჩვენი მოსაზრებით კვლავ საჭიროებს დიაგნოსტიკას და მკურნალობას, " - აცხადებს ჯიშკარიანი. ენმ-ს წევრი კობა ნაყოფია კი აცხადებს, რომ უკრაინა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით შეშფოთებულია. , დავიფერთხოთ, მოვწესრიგდეთ და გავაგრძელეთ სვლა <3“ - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი. 280 2-ს მოსწონს
|