მამაკაცი სასწაულებიც ხდება - მომაკვდავი მამაკაცი საავადმყოფოში დაქორწინდა, თუმცა ამის შემდეგ მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა 2022, 7 ივლისი, 13:27 მომაკვდავი იტალიელისთვის, რომლის უკანასკნელი სურვილი იყო პარტნიორზე დაქორწინება, ყველაფერი სრულიად მოულოდნელად შეიცვალა. 47 წლის მაურიციო კალორიო იმყოფებოდა ტურინის მოლინტეს საავადმყოფოში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მას შემდეგ რაც გასულ თვეში გული გაუჩერდა. მამაკაი ხვდებოდა, რომ ის დღედღეზე მოკვდებოდა, ამიტომ მან გადაწყვიტა უკანასკნელი სურვილე აესრულებინა, დაქორწინებულიყო თავისი დიდი ხნის პარტნიორზე, 42 სილვია დუკაზე. თავად დუკამ განაცხადა:"ჩვენი ქორწილი სექტემბერში იყო დაგეგმილი, თუმცა არ ვიცოდით, მიაღწევდა თუ არა იგი ამ დღემდე." ქალაქის მერიის ოფიციალურმა პირმა, ქორწინების ცერემონია საავადმყოფოს საწოლთანვე ჩაატარა, პალატა მორთული იყო ბუშტებით და სისხლის აღებისთვის განკუთვნილი კოლბებისგან გაკეთებული თაიგულით. კალორიო გულის გადანერგვის მოლოდინში იყო მისი მდგომარეობის გაუარესების გამო, მაგრამ დონორი გული არ ჩანდა. ქორწილის მომენტისთვის მას ფაქტობრივად იმედი მთლიანად გადაწურული ჰქონდა. მაგრამ მოულოდნელად ქორწილიდან რამდენიმე საათში უთხრეს, რომ გული ქალაქ ნეაპოლში გახდა ხელმისაწვდომი. ამისთვის სპეციალური რეისი განხორციელდა, რათა გული ტურინის საავადმყოფოში გადმოეტანათ და იმ ღამეს მას შვიდსაათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. „საოცრება მოხდა იმ ღამეს. ქორწილის შემდეგ მშვენიერი საჩუქარი მივიღეთ - მაურიციოს ახალი გული. ტრანსპლანტაციის გარეშე მას გადარჩენის მცირე შანსი ჰქონდა“-განაცხადა დუკამ. კალორიო რჩება საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და მედიკოსები მის სრულ გამოჯანმრთელებას ელიან. წყვილი ექვსი წელია ერთადაა და სამი თვის ქალიშვილი ჰყავთ. ისინი ადრე აპირებდნენ დაქორწინებას, მაგრამ Covid-ისგან გამოწვეულმა პანდემიამ ხელი შეუშალათ. „სრულ წყვდიადში ვიყავით, ამიტომ ამ საჩუქარმა სიხარულით აგვავსო. ახლა ჩვენ ვეცდებით ერთად დავბერდეთ და გავზარდოთ ქალიშვილი. ვიღაცის გულუხვობის წყალობით მაურიციოს ახალი ცხოვრება დაეწყო“-დასძინა დუკამ. 351 3-ს მოსწონს
|