x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
12 მითი ცხოველებზე, რომელიც თითქმის ყველას სჯერა

ზოგიერთი წარმოდგენა ცხოველების შესახებ, იმდენად მტკიცედ დამკვიდრდა ჩვენს ცნობიერებაში, რომ მის ჭეშმარიტებაში, ეჭვი არავის ეპარება. მაგ., ბევრი ბავშვი და უფროსიც კი, თვლის, რომ სირაქლემა ხიფათის დროს თავს ქვიშაში მალავს, ხარს წითელი ფერი არ უყვარს... და ეს, იმის მიუხედავად, რომ დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ ბევრი მსგავსი წარმოდგენა უკვე მოძველდა და მითად იქცა.

აქ ცხოველების შესახებ, ყველაზე მეტად გავრცელებულ მითებს გაგაცნობთ:


მითი № 1: სპილოები წყალს ხორთუმით სვამსimage


საშუალოდ, სპილო დღეში 200 ლ. წყალს სვამს. ერთ ჯერზე კი, მას ხორთუმით 14 ლ. წყლის შეწოვა შეუძლია. შემდეგ კი, ის ამ წყალს პირში ისახავს. ხორთუმი მისთვის ერთგვარი ჭურჭელია და უფრო ცხვირია, ვიდრე პირი: ეს ცხოველის ცხვირის და ზედა ტუჩის კომბინაციაა. სპლიყვები კი, წყალს პირდაპირ პირით სვამენ, ხორთუმის გარეშე.


მითი № 2: ხარს წითელი ფერი არ უყვარსimage


ამ მითის ფესვებს ესპანურ კორიდამდე — ხარების ბრძოლამდე მივყავართ. წარმოდგენის დროს, ტორეადორი ხარის წინ წითელ მოსასხამს აფრიალებს, რითაც ცხოველის შეტევის პროვოცირებას ახდენს. ის ფაქტი, რომ ხარები აგრესიულად რეაგირებენ მოსასხამზე, საფუძვლად დაედო მითს, იმის შესახებ, რომ მათ წითელი ფერი არ მოსწონთ.

რეალურად კი, ხარს წითელი ფერი კი არა, მისი ფრიალი და ხმაური აღიზიანებს. ცხოველური ინსტინქტი მკვეთრ მოძრაობას ხიფათთან აკავშირებს და ცდილობს მოწინააღმდეგეს თავს პირველი დაესხას.


მითი № 3: აქლემი წყლის მარაგს კუზში ინახავს
image


სინამდვილეში, აქლემი კუზში წყალი კი არა, ცხიმის მარაგია. სწორედ მას იყენებენ ცხოველები ორგანიზმის გამოსაკვებად, როდესაც საკვები ძალიან ცოტაა. დიდი ხნის მანძილზე, საკვების და წყლის გარეშე ყოფნის შემთხვევაში, მათი კუზი იჩუტება და ქვემოთ ეკიდება. ხოლო, როდესაც აქლემი საკმარისად შეჭამს და ძალებს აღიდგენს, მისი კუზის ფორმაც აღდგება ხოლმე.


მითი № 4: ყველა ძაღლი — დაბადებიდანვე კარგი მოცურავეა
image


მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ცხოველი დაბადებიდან კარგად ცურავს, ასეთი უნარით ყველა ძაღლი არ არის დაჯილდოებული. არის ისეთი ჯიშები, რომლის წარმომადგენლები, გარეგნობიდან გამომდინარე, სპეციალური სამაშველო ჟილეტის გარეშე, წყალში ვერ ჩადის. მაგ., მოკლე ან გრძელფეხიანი ძაღლები, ან ძაღლები, სხეულზე წონის არათანაბარი განაწილებით.



მითი № 5: ოქროს თევზს 3 წამიანი მეხსიერება აქვს
image


არც ეს არის სიმართლე. როგორც კვლევის შედეგად დადგინდა, ოქროს თევზს ზოგიერთი მოგონების დამახსოვრება, რამდენიმე წლის მანძილზე შეუძლია.

გარდა ამისა, მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ თევზებს კარგი ინტელექტი აქვთ და ზოგიერთი დავალების შესრულება შეუძლიათ (მაგ., ლაბირინთში გადაადგილება ან საკვების მოძებნა). გარდა ამისა, ამ თევზებს კარგი მხედველობითი მეხსიერებაც აქვთ. მათ ადამიანის სახის ცნობა, ხანგრძლივი განშორების შემდეგაც კი შეუძლიათ.


მითი № 6: ქამელეონები ფერს შენიღბვისთვის იცვლიან
image


ფართოდ გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ თითქოს ქამელეონი ფერს გარემოს ფონის მიხედვით იცვლიან, სიმართლეს არ შეესაბამება. ქამელეონები ფერს იცვლიან, მაგრამ არა გარემოს გამო, არამედ იმისთვის რომ ერთმანეთს დაეკონტაქტონ. ფერის ცვლილებით, ისინი თავიანთ მდგომარეობას გადმოსცემენ: აგრესიას, შეწყვილების სურვილს, მუქარას, სტრესს ან მშვიდ მდგომარეობას.

ანუ ქამელეონის შეფერილობა, მის ემოციურ მდგომარეობაზე არის დამოკიდებული და თუ ისე მოხდა რომ ცხოველის ფერი, გარემოს ფონს ემთხვევა, სწორედაც რომ ეს დამთხვევაა და მეტი არაფერი.

მითი იმის შესახებ, რომ ქამელეონი ფერს გარემოს ფონის მიხედვით იცვლის, ძვ. წ. აღრ. 240 წ. ანტიგონემ დაწერა თავის შრომაში. ის ნაკლებად ცნობილი ბერძენი მწერალი იყო, ძირითადად მოკლე ისტორიებს და ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს წერდა. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებმა არაერთხელ უარყვეს «გარემოს ფონის» თეორია, სამწუხაროდ, დღეს მხოლოდ ეს არის ერთადერთი რამ, რაც ადამიანების უმრავლესობამ ქამელეონის შესახებ იცის.


მითი № 7: თუ წვიმის ჭიაყელას სხეული შემთხვევით დაზიანდა, ნახევრებიდან ახალი ჭიაყელები გაიზრდებაimage


ჭიაყელას სხეულის რეგენერაციის უნარი, არც ისე კარგია, როგორც ითვლება... და ორი ნახევრიდან, 2 ახალი ჭიაყელა ვერ გაიზრდება. ჭიაყელას თავიან მხარეს, კუდია აღდგენა შეუძლია. ხოლო, კუდის ნაწილს, ახალი თავის გამოზრდა — არა.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერებისთვის ცნობილია სხვა ჭიაყელების შესახებ, რომლებსაც სრული აღდგენა პატარა ნაწილებიდანაც კი შეუძლია. მაგრამ, წვიმის ჭიაყელებს ეს არ ეხება.


მითი № 8: ბეჰემოთი მხოლოდ მცენარეულ საკვებს ჭამს
image


მიუხედავად იმისა, რომ ბეჰემოთის რაციონის ძირითადი ნაწილი მცენარეული საკვებისგან შედგება, ზოგიერთი ცხოველი არც ხორცზე ამბობს უარს.

თავდაპირველად, ითვლებოდა, რომ ბეჰემოთები ლეშით იკვებებოდნენ. მაგრამ, მოგვიანებით, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ზოგჯერ ამ ცხოველებს ანტილოპაზე, ზებრაზე და სხვა ჩლიქოსნებზე თავდასხმაც შეუძლიათ. ზოგიერთ შემთხვევაში კი, მათი მსხვერპლი, შეიძლება, ბეჰემოთიც გახდეს.


მითი № 9: თხუნელა ბრმა არისimage


ფართოდ გავრცელებული აზრის მიუხედავად, თხუნელები სრულად ბრმები არ არიან. მათ აქვთ მხედველობა, მართალია, ძალიან სუსტი და განუვითარებელი. ხოლო, შესანიშნავი სმენა და ყნოსვა, ამ ნაკლს, სრულად აკომპენსირებს.


მითი № 10: საფრთხის დროს, სირაქლემა თავს ქვიშაში მალავს
image


სირაქლემები, ბევრი სხვა ფრინველისგან განსხვავებით, ბუდეს არ იკეთებენ და კვერცხს ქვიშის ორმოში დებენ. ხოლო იმისთვის, რომ კვერცხი თანაბრად გათბეს, ხშირად მას ნისკარტით აბრუნებენ. ეს კი, დაუკვირვებელ ადამიანს, შეიძლება, ეგონოს, რომ სირაქლემა თავს მიწაში რგავს.

გარდა ამისა, ხიფათის დროს, ფრინველ თავს მიწისკენ ხრის, იმ მიზნით, რომ გარემოს შეერწყან. მაგრამ, თავს მიწაში ნამდვილად არ რგავენ.


მითი № 11: გომბეშოსთვის ხელის ხლება არ შეიძლება, რადგან კანზე მეჭეჭებს აჩენს
image


ის, რომ გომბეშო მეჭეჭების გამავრცელებლად ითვლება, სიმართლეს არ შეესაბამება. ამობურცულები, ამფიბიების სხეულზე, რომელიც ბევრს მეჭეჭი ჰგონია, სინამდვილეში მეჭეჭი არ არის და ცხოველთან კონტაქტის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გადადებითაც ვერავის გადაედება. ხოლო, მეჭეჭები ადამიანის კანზე, პაპილომავირუსის გამო ჩნდება.


მითი № 12: ხვადი ლომები — საკვების ძირითადი მომპოვებლები არიან პრაიდში
image


ხვადი ლომები უფრო დიდები, ხოლო, ძუ ლომები — სწრაფები არიან. ამიტომ, სანადიროდ სწორედ ძუ ლომები დადიან. ისინი ჯგუფებად იკრიბებიან, მსხვერპლს ალყაში აქცევენ და მას თავს ესხმიან. მამრი ლომები, ნადირობის პროცესში მეტად იშვიათად, მხოლოდ იმ შემთხვევაში ერთვებიან, თუ ნადირობის ობიექტი დიდი ზომის ცხოველი, მაგ., სპილო ან კამეჩია.


image

imageimageimageimage



0
548
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
548
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0