x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138403
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
15 რამ, რაც უმრავლესობას ყველაზე მეტად აღიზიანებს

ჩვენ შეჩვეულები ვართ მორცხვობას და ამას, თითქმის ქცევის ნორმად და ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად მივიჩნევთ. თუმცა, თუ იმ საკითხებს გავაანალიზებთ, რომელიც უხერხულობას გვიქმნის და გვაღიზიანებს, მივხვდებით, რომ შემთხვევების უმრავლესობაში, სამარცხვინო არაფერია.


image


გამოკითხვის ჩატარების შედეგად, არაერთი გამაღიზიანებელი ფაქტორი გამოვლინდა. ხოლო, დისკომფორტის მიზეზების გაანალიზების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ადამიანებს, ყველაზე მეტ უხერხულობას, ქვემოთ ჩამოთვლილი 15 რამ უქმნის:


ჭარბი წონა და სპორტდარბაზში სიარული
image


ამ ადამიანების უმრავლესობა, მათი მისამართით, დამცინავი გამოხედვების გამო, სავარჯიშო დარბაზებში, 1–2 ვიზიტის შემდეგ, ვარჯიშს სახლში ამჯობინებს.


მაღაზიაში შესვლა და საყიდლების გარეშე გამოსვლა
image


ბევრი ფიქრობს, რომ თუ მაღაზიაში შევა და არაფერს შეიძენს, მას ქურდად ჩათვლიან. ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, ისინი რამე არასაჭიროს, ან ისეთ პროდუქტს იძენენ, რაც სამომავლოდ გამოადგებათ.


სიტყვების არასწორი წარმოთქმა და გრამატიკული შეცდომები, ახალი ენის შესწავლისას
image


ეს გაცილებით ნაკლებად ტრაგიკულია, ვიდრე ჩანს და იმ ადამიანების უმრავლესობა, რომელიც ამ ენაზე საუბრობს, რეგულარულად უშვებს შეცდომას, მიმოწერის ან საუბრის დროს.


იმის აღიარება, რომ ადამიანს დეპრესია აქვს და თერაპიის კურსის გავლას საჭიროებს
image


ბევრი თვლის, რომ ანტიდეპრესანტების მიღების შემთხვევაში, მას ფსიქიკურად გაუწონასწორებლად ჩათვლიან და ამიტომ, ამ მედიკამენტების მიღებაზე უარს ამბობენ.


სტრიები
image


სტრიები წონის სწრაფი ცვლილების გამო, ან ჰორმონალური ცვლილების გამო შეიძლება გაჩნდეს. თუ კანი საკმარისად ელასტიკური არ არის, წონის მატების ან ინტენსიური ვარჯიშის შემთხვევაში, როდესაც კუნთის მასა იზრდება, კანის გაწელვის ადგილების შევსება, შემაერთებელი ქსოვილით ხდება, რომელიც უფრო ღია ფერის არის, ვიდრე კანი. ამ პრობლემის მოგვარება კოსმეტიკური პროცედურებით შეიძლება.


ფეხმძიმობის ტესტეს, კონტრაცეპტივების და სექსუალური ჯანმრთელობის სხვა საშუალებების შეძენა
image


ბევრს მართლაც შეიძლება ერიდებოდეს, აფთიაქში ამ კატეგორიის საქონლის შეძენა, იმ მოტივით, რომ ირგვლივმყოფები რამეს იფიქრებენ. მაგრამ, სინამდვილეში, ფარმაცევტისთვის სულ ერთია რას შეიძენთ. თქვენ მისთვის ისეთივე მყიდველი ხართ, როგორც ყველა სხვა.


კომპლიმენტების მიღება
image

ერთ-ერთი უნარი, რომლის სწავლაც ნამდვილად ღირს — კომპლიმენტების მიღების უნარია.


რესტორანში მარტო მისვლა
image


როგორც წესი, რესტორანში ვინმესთან ერთად მიდიან. იქნება ეს მეგობარი, ნათესავი, შეყვარებული თუ მეუღლე... და ეს ნორმად ითვლება. მაგრამ, როდესაც ადამიანი მარტო სადილობს, ეს უცნაურად ითვლება, რამაც, შესაძლოა, ზოგიერთ ადამიანს დისკომფორტი შეუქმნას.



საზოგადოებრივი ტუალეტით სარგებლობა
image


არიან ადამიანები, რომლებსაც, უცხო ადამიანების თანდასწრებით, ტუალეტში შესვლის ერიდება. მაგრამ, ასეთი ადგილები ხომ სწორედ იმიტომ არსებობს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ადამიანი შევიდეს და ამაში სასირცხვილო არაფერია.


ფინანსური საკითხი
image


ასეთი პრობლემა თავს, ყველაზე ხშირად, შვებულებების სეზონზე იჩენს, როდესაც ადამიანს დასასვენებლად წასვლის საშუალება არა აქვს და კუთვნილი შვებულების გატარება სახლში უწევს. მაგრამ, ვისი რა საქმეა?..


დახმარების თხოვნა
image


ბევრი ჩვენგანი, საკუთარ თავს, თვითკმარ და ამაყ ადამიანად თვლის, რომელსაც ყველაფერთან გამკლავება დამოუკიდებლად შეუძლია. მაგრამ, დახმარების თხოვნაში, სამარცხვინო არაფერია. ეს სხვადასხვა სიტუაციას ეხება, დაწყებული კარის გაღებით და ბევრად უფრო რთული პრობლემებით დამთავრებული, რომლის მოგვარება ერთი ადამიანისთვის რთულია.


სხეულზე თმა ან მისი ნაკლებობა
image


ეს პრობლემა როგორც ქალბატონებს, ისე მამაკაცებს აწუხებთ. ქალებს მისი არსებობა, მამაკაცებს კი, პირიქით – სხეულზე ბეწვის ნაკლებობა.


«საბავშვო» ნივთებით გახალისება
image


იქნება ეს მულტფილმების ყურება, გასართობი პარკში ვიზიტი, თუ მხიარული თამაშები — ხან ადამიანი გართობის ხასიათზე დგება, მაგრამ სხვისი აზრის გამო, ამის გაკეთებაზე უარს ამბობს.


აუზიდან ამოსვლის მომენტი
image


ეს ბევრისთვის არის არაკომფორტული, რადგან ადამიანების უმრავლესობა, რომელიც აუზთან ირუჯება, ყოველთვის აუზიდან ამომსვლელისკენ იყურება და თითქოს მზერით აფასებს.


სხვა ადამიანების წინაშე მღერაimage


ამას ბევრი ადამიანი აკეთებს, მაგრამ ისეთებიც არიან, ეს რომ უხერხულობას უქმნით.


image

არხის სხვა სიახლეები:


* იდუმალი "ქვის კვერცხები", რომლებიც კლდეზე 30 წელში ერთხელ ჩნდება (+ ვიდეო)

* 10 ფაქტი მოჩვენებების შესახებ

* დროის პორტალის გავლით – ადამიანები სხვა ეპოქიდან

* დედამიწა მაღალგანვითარებული ცივილიზაციების კარიერი იყო?!

* იდუმალი და სახიფათო კარი და საცავი მსოფლიოში

* 20 ნაკლებად ცნობილი და უცნაური ფაქტი II მსოფლიო ომის შესახებ

* აღმოჩენილია პლანეტა, რომლიდანაც დედამიწაზე სიცოცხლე გავრცელდა

* ანეკდოტები, კვირის ბოლოს (III ნაკრები)


0
881
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
881
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0