x
მეტი
  • 10.12.2022
  • სტატია:124231
  • ვიდეო:355556
  • სურათი:496977
საბჭოთა ფილმებში გაპარული 10 შეცდომა, რომელიც რატომღაც ვერ შევამჩნიეთ

image


ეს ცნობილი საბჭოთა კომედიები ბავშვობაში ალბათ არაერთხელ გვინახავს, თუმცა სიუჟეტით გატაცებულებს კადრებში გაპარული ეს შეცდომები რატომღაც არასდროს შეგვიმჩნევია, მაგრამ ამით ისინი ნაკლებად საინტერესო ნამდვილად არ გამხდარა, თუმცა უნებლიეთ გაპარული ასეთი დეტალების პოვნა ზოგჯერ ძალიან საინტერესო და სახალისოც კია. მოკლედ, წარმოგიდგენთ საბჭოთა ფილმებში გაპარულ 10 შეცდომას, რომელიც ვერ შევამჩნიეთ.


image


1. ალექსანდრე სერის მიერ 1971 წელს, გიორგი დანელიას სცენარის მიხედვით გადაღებული ლეგენდარული კომედიის "იღბლიანი ჯენტლმენების" მთავარი გმირები "ცემენტით" სავსე ცისტერნაში ხვდებიან, რის შედეგადაც მათი ზედატანი მთლიანად ისვრება, მაშინ როდესაც მათივე საცვლები და მაისური იდეალურად სუფთად გამოიყურება.


imageimage


2. რეჟისორ ალექსეი კორენევის სატელევიზიო ფილმში "დიდი შესვენება" გრიგორი განჯას ხან მარცხენა ხელი აქვს დაბინტული, ხანაც მარჯვენა.


image


3. როდესაც რუსლან ახმეტოვის გმირი ედიკა ფილმში "კავკასიელი ტყვე ქალი" ბივალისგან ნემსის ამოღებას ლამობს პირბადიდან ხელებზე იფურთხება, რაც ერთი შეხედვით ძალიან უცნაურად გამოიყურება.


image


4. კინოფილმში "ივან ვასილის ძე იცვლის პროფესიას" პოლიციელის მიერ მეფის დაკითხვის ეპიზოდში, ​​მაგიდაზე დევს ხანჯალი, თუმცა რამდენიმე წამის შემდეგ ის კადრიდან მისტიკურად ქრება.


image


5. სხვათა შორის, იმავე დაკითხვის სცენაში ივანე მრისხანე ამბობს, რომ ის 1533 წელს დაიბადა, თუმცა მეფის დაბადების სწორი წელი - 1530- ია.


image


6. ფილმ "ოპერაცია იგრეკი და სხვა შურიკის თავგადასავლების" პირველსავე კადრებში შურიკი ძლიერი წვიმის ქვეშ ხვდება, რომლის ქურთუკიც მთლიანად სველდება, თუმცა ავტობუსში მას უკვე სრულიად მშრალი სამოსით ვხედავთ.


image


7. ფილმ "სამსახუროებრივ რომანში" კადრი იცვლება და ლუდმილა პროკოფიევნას ჩახსნილი პიჯაკი სასწაულებრივად ყველა ღილზე თავადვე იკვრება.


image


8. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ფილმ "ბედის ირონიის" დასაწყისის ტიტრებში გაპარული ერთდროულად ეს ორი შეცდომა ოდესმე შეგემჩნიათ.


image


9. ფილმში "ბრილიანტის ხელი" ორი ჯოხიანი ესკიმოს ნაყინი უცებ სანაყინე ჭიქაში ხვდება, ხოლო ორი ყვავილი მოულოდნელად - სამდება.


imageimage


10. და ბოლოს, რეჟისორ ვლადიმერ მენშოვის კომედიში "სიყვარული და მტრედები" ვასია სპორტდარბაზში რაისა ზახაროვნასთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა მას ზედ უკვე ის ცისფერი ჰალსტუხი უკეთია, რომლის შეძენასაც ისინი ბაზრობაზე გეგმავენ, როგორც ჩანს, ის მომავლიდან ჩნდება.






0
2969
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
2969