სხვა 5 მხიარული ისტორია სიდედრების შესახებ 2022, 4 ივლისი, 10:39 ინტერნეტგამოცემა "პიკაბუმ" გამოაქვეყნა მომხმარებლების მიერ მოყოლილი სასაცილო ისტორიები სიდედრების შესახებ, აქედან შევარჩიე ჩემი აზრი 5 საუკეთესო, რომელსაც ქვემოთ გაეცნობით: 1) როცა სიდედრს იუმორის გრძნობა აქვს - ცოლთან მივედი ჩავეხუტე და ვეუბნები: "საიდან გაჩნდი ჩემთან ასეთი კარგი და საყვარელი"? სიდედრი მეზობელი ოთახიდან: "გითხრა საიდან?" 2) აგარაკიდან სიდედრი მირეკავს: ჩვენთან დენი არ არის, მაგრამ მეზობლებს აქვთ... ვურჩევ, ავტოფარეხში შევიდეს და ავტომატი შეამოწმოს. -ქვედა რიგი, მეორე მარცხნიდან... ჩართულია?" - არა. - ჩართე. -დენი არ დამარტყამს?" - არა, არ დაგარტყამს. - ჩავრთავ... და ისმის ტელეფონში დაკავების ხმა. 40 წუთი ვცდილობდი დარეკვას, . უკვე გავემზადე აგარაკზე წასასვლელად, როდესაც თვითონ გადმორეკა. თურმე ტელეფონი ზუსტად იმ წამს დაუჯდა, მაგრამ მაშინვე დაავიწყდა დატენვა. 3) ვაკეთებ ვიდეომონტაჟს. როგორც წესი, ყველაფერი მარტივი და ბანალურია:კლიენტებს მოაქვთ სახლის ვიდეოები და მთხოვენ კადრების გასწორებას, ამოჭრას, ხარისხის გაუმჯობესებას, მოკლედ, მთხოვენ, რომ ვიდეო „მაგარი“ იყოს. მაგრამ ცოტა ხნის წინ მომხდარმა ინციდენტმა გონება ამირია. მოვიდა ჩემთან უბრალო, მშრომელი ტიპი და მეუბნება: "სიმამრის იუბილეა გადაღებული, დამუშავება სჭირდება". მე ვეუბნები: „მომიტანეთ ან გამომგზავნეთ ვიდეო, როცა მოგიხერხდებათ“. მან მიპასუხა რომ სჯობია მოვიდეს. შემდეგ მოვიდა და მიხსნის: „ეფექტები არ არის საჭირო, მხოლოდ ერთი რამ გააკეთეთ: იმ კადრში, სადაც სიდედრი ცეკვავს, ხელების ნაცვლად ჰქონდეს ფინური (ზუსტად მხოლოდ ფინური) სერველატი და თავზე კიდევ კანისტრა - “. რა თქმა უნდა, გავოცდი, მაგრამ შეკვეთა შეავსრულე. ახლაც მაინტერესებს რატომ გააკეთა ასე. 4) დედას სამსახურში კორპორატიული მობილური მისცეს და ჩემი ქმრის „გამოსაცდელზე“ ჭკვიანური ვერაფერი მოიფიქრა. მათ შორის ასეთი დიალოგი შედგა: - გამარჯობა, ძვირფასო! - რომელი ხარ? -მოდი შევხვდეთ რა, მომწონხარ! -გოგონი, არ მაქვს ვინმესთან შეხვედრის სურვილი. -თუ შევხვდებით, გექნებათ. - წადი შენი ***! და ჩემმა ქმარმა გათიშა. ახლა დედა მას არ ელაპარაკება. როგორ გაუბედა და აგინა! ზრდასრული ქალია, 50 წლის, მაგრამ ტუტუცი ტუტუცია. 5) ერთხელ ვიღაცამ ჩემი სიდედრი გააშაყირა ტელეფონზე. შევდივარ სახლში, ბინაში მხოლოდ სიდედრია (მოხუცი ქალბატონია), ჩემი ცოლი საღამოს ცვლაში მუშაობს. ვხედავ ტელეფონის ყურმილი წყლიან ტაშტში დევს.რამდენიმე წამი გაოცებული დავყურებ ამ სცენას. ამ დროს სიდედრმა დერეფნიდან გამომძახა: -10-15 წუთის წინ დარეკეს ავტომატურ სატელეფონო სადგურიდან, ხანძარი აქვთ. ბინებში რომ ხანძარი არ გაჩნდეს, ურეკავენ აბონენტებს და სთხოვენ, რომ ყურმილი ნახევარი საათით წყალში ჩადოთ. 344 3-ს მოსწონს
|