სხვა ბრიტანელმა ოფიცერმა მრავალშვილიანი უკრაინული ოჯახი სახლიდან გაყარა 2022, 3 ივლისი, 10:20 ![]() როგორც ოჯახის უფროსმა, კიეველმა მაქსიმ ხირიკმა აღნიშნა, თავდაპირველად მეპატრონეები მათ სითბოთი და სტუმართმოყვარეობით ეპყრობოდნენ. თუმცა, რამდენიმე კვირის შემდეგ მალსტერებმა ყოველგვარი გაფრთხილებისა და ახსნა-განმარტების გარეშე გადაწყვიტეს მათთან კონტრაქტის გაწყვეტა. ![]() „მათ უბრალოდ აღარ სურდათ ჩვენთან საუბარი, მივიღეთ წერილი, სადაც ნათქვამი იყო, რომ გამოსახლებული ვიყავით. <...> ინტერნეტიც გაგვითიშეს, ამიტომ გვიჭირს ელექტრონული ფოსტით დაკავშირება და კომუნიკაცია“, - განუცხადა გამოცემას უკრაინიდან ლტოლვილმა. ![]() ამასთან, მრავალშვილიან ოჯახს სხვა ადგილის მოსაძებნად ვადა 15 ივლისამდე მიეცათ. შედეგად, მაქსიმი და მისი მეუღლე ოლგა იძულებულნი გახდნენ ახალი საცხოვრებლის მოსაძებნად დახმარების ფონდი გაეხსნათ. უკვე შეგროვდა 5 745 ფუნტი სტერლინგი. ![]() ლტოლვილების მეზობლებმა განაცხადეს, რომ ისინი შოკირებულები დარჩნენ, როდესაც გაიგეს გამოსახლების ამბავი. ![]() დადლი მალსტერის ოჯახის ადვოკატმა არ ისურვა განმარტების გაკეთება, თუ რატომ გაწყვიტა კონტრაქტი ოფიცრის ოჯახმა უკრაინელ ლტოლვილებთან. როგორც ბრიტანული გამოცემის ჟურნალისტებმა გაარკვიეს, 40 წლის დადლი მალსტერი სამეფო საზღვაო ძალების უფროსი ოფიცერია, 20 წლიანი გამოცდილებით. ის მსახურობდა ავღანეთსა და ბაჰრეინში და ასევე სამეფო ოჯახის საზღვარგარეთ მოგზაურობას კურირებდა.ყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი. ![]() როგორც ცნობილია, ბრიტანეთის მთავრობა თვეში 350 ფუნტს უხდის იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს შეიფარებენ. მათი თქმით, ამის მიზანი კერძო პირების, საქველმოქმედო ორგანიზაციებისა და ბიზნესების წახალისებაა, რომ უკრაინიდან წამოსულ მოსახლეობას დახმარება გაუწიონ. 666 3-ს მოსწონს
|