x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ვეგეტერიანელმა ქალმა თავის 18 თვის შვილი შიმშილით მოკლა
image

ამერიკელი ქალი ბავშვს მხოლოდ დედის რძით, ხილითა და ბოსტნეულით კვებავდა. შედეგად, დაუძლურებული და გამოფიტული ბავშვი გარდაიცვალა.


38 წლის ამერიკელი ქალი დამნაშავედ ცნეს მცირეწლოვანი შვილისადმი სასტიკად მოპყრობაში. წელიწადნახევრის განმავლობაში ქალი შვილს ჯერ დედის რძით, შემდეგ კი უმი ბოსტნეულითა და ხილით კვებავდა. თავად ქალბატონმა აღიარა, რომ ვეგეტიარენელი იყო და სურდა, რომ მისი შვილიც დაბადებიდან ვეგანი ყოფილიყო. შედეგად, ეზრა - ასე ერქვა ბავშვს, ჭამდა მხოლოდ მანგოს, სტაფილოს, ბანანს და ავოკადოს. ამასთან, დედის რძეში, რომელიც მხოლოდ ბოსტნეულით და ხილით იკვებებოდა, ასევე არ იყო საკმარისი საკვები ნივთიერებები, რის გამოც 1, 5 წლის ბავშვი მხოლოდ 7 კილოგრამს იწონიდა - ნორმის თითქმის ნახევარს.


ერთ ღამეს დედამ შეამჩნია, რომ ეზრა არ სუნთქავდა და გაცივებული იყო. მან მაშინვე აკრიფა 911. თუმცა ადგილზე მისულმა ექიმები ბავშვს ვერანაირად ვერ დაეხმარნენ. ის არასრულფასოვანი კვებით გამოწვეული გართულების გამო გარდაიცვალა.



ბავშვს აღენიშნებოდა გაუწყლოება, პრობლემები ჰქონდა ღვიძლზე, შეშუპებული ჰქონდა ხელ-ფეხი.


გარდაცვლილის დედა, შეილა ო’ლირი მეუღლესთან ერთად დააკავეს. წყვილის სხვა ბავშვები (3, 5 და 11 წლის) სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრში გადაიყვანეს, მშობლები კი ციხეში. პანდემიის გამო სასამართლო პროცესი რამდენჯერმე გადაიდო და სამი წლის შემდეგ როგორც იქნა შედგა და განაჩენიც ცნობილია.

image

სასამართლომ შეილა ო’ლირის დამნაშავედ ცნო პირველი კატეგორიის მკვლელობაში, ბავშვზე სასტიკ მოპყრობაში. გარდა ამისა, მშობლები დაისჯებიან შვილების მიმართ გამოჩენილი უყურადღებობისთვის - არასწორი კვების გამო სამივე ბავშვს ჯანრთელობის პრობლემები აღენიშნებათ.

image

სხვათა შორის, ქალს არავითარი სინანულის გრძნობა არ გააჩნია და ახლაც თვლის, რომ მომხდარში მისი ბრალეულობა არ არის. ო'ლირის საბოლოო განაჩენი ივლისში გამოცხადდება. დამნაშავედ ცნეს ბავშვის მამაც. დაკავების შემდეგ წყვილი ლის ოლქის ციხეში რჩება.

image

1
403
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
403
  
ასეთმა ტვინნაღრძობმა ადამიანებმა დაღუპეს ეს სამყარო. არავის განსჯას არ ვაპირებ და არც არის ჩემი საქმე. უბრალოდ,გაფრთხილება მინდა,როცა ვეგანების ბოდიალს მოისმენთ ტელევიზებით ან ინტერნეტით,ტაში არ დაუკრათ და იაზროვნეთ. რა ჯობია კარგ ჩაქაფულს ან კარგ ხაშლამას :) ბუნების კანონია ასეთი,რაღაც თხას ჭამს,რაღაც მგელს და რაღაც ადამიანს. გველის ხომ ეშინია ადამიანს,მარა მათაც თავისი ფუნქცია აქვთ,მღრნელებისგან ასუფთავებენ სასაფლო სავარგულებს,ხოლო ამ გველებს ჩუნურ და აზრიუს სამზარეულოში აქტიურად იყენებენ. ვეგანების გაგონებაზე სულ კავსაძე მახსენდება,დილით მწვანილი,საღამოს მწვანილი.. დამაბი ბარემ ბოსტანშიო
0 1 1