ხშირ შემთხვევაში წითელ ხალიჩაზე მთელ ყურადღებას ტანსაცმელი იპყრობს. იშვიათია, თუ კრიტიკოსებმა ფეხსაცმელებსაც მიაქციეს სათანადო ყურადღება, თუმცა ეს სულ სხვა შემთხვევებია:
1. ბლეიკ ლაივლი
ბლეიკ ლაივლი ცნობილია სტილისადმი სკრუპულოზური დამოკიდებულებით. მაგრამ 2010 წელს, კარიერის გარიჟრაჟზე, გოგონამ მარტივი გზა აირჩია და მთლიანად გაიმეორა ჩაცმულობა Lanvin-ის საგაზაფხულო კოლექციიდან. მათ შორის კრემისფერი სანდლები საკინძებით და ლამაზი მეტალის ქუსლით.![10 შემთხვევა, როდესაც წითელ ხალიჩაზე
კაბაზე მეტად ყურადღება ფეხსაცმელმა
მიიპყრო image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202206/2022063014322689693.jpg)
2. ელ ფენინგი
2012 წელს ელი მოდის ჟურნალების პირველ გვერდებზე ფეხსაცმლის უჩვეულო არჩევანით მოხვდა. შემდეგ კიდევ ერთი 14 წლის მსახიობი ერთ-ერთი ფილმის პრემიერაზე პრადას სანდლებით მივიდა, საფეხურიანი პლატფორმის წარმოუდგენელი სისქით.![10 შემთხვევა, როდესაც წითელ ხალიჩაზე
კაბაზე მეტად ყურადღება ფეხსაცმელმა
მიიპყრო image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202206/2022063014392589693.jpg)
3. ფერგი
2012 წელს Miuccia Prada-მ მსოფლიოს გააცნო „ცეცხლოვანი“ ფეხსაცმელი, რომელიც მოდის სამყაროში ნამდვილ სენსაციად იქცა. ერთ-ერთი პირველი, ვინც სიახლისკენ წავიდა, იყო მომღერალი ფერგი, რომელიც უპირატესობა ყვითელ-მწვანე ფერებს მიანიჭა.![10 შემთხვევა, როდესაც წითელ ხალიჩაზე
კაბაზე მეტად ყურადღება ფეხსაცმელმა
მიიპყრო image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202206/2022063014463089693.jpg)
4. ლედი გაგა
ლედი გაგა ეპატაჟური ტანსაცმლისა და აქსესუარების ცნობილი მოყვარულია. მაგრამ ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე, როგორც ჩანს, მან საკუთარ თავსაც აჯობა, მომღერალმა მოირგო ალისფერი ჩექმები 30 სანტიმეტრიანი პლატფორმით ქუსლის გარეშე. მხოლოდ იმის გამოცნობა შეიძლება, თუ როგორ მოახერხა ვარსკვლავმა წონასწორობის შენარჩუნება.![10 შემთხვევა, როდესაც წითელ ხალიჩაზე
კაბაზე მეტად ყურადღება ფეხსაცმელმა
მიიპყრო image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202206/2022063014484889693.jpg)
5. კენდალ ჯენერი
რამდენიმე სეზონის განმავლობაში გამჭვირვალე ფეხსაცმელი მეფობდა მსოფლიოს პოდიუმებზე. კენდალ ჯენერი დაემორჩილა პოპულარულ ტრენდს და ბრენდის Tiffany & Co-ს მიერ გამართულ ღონისძიებაზე მოდური სანდლებით მივიდა. ![10 შემთხვევა, როდესაც წითელ ხალიჩაზე
კაბაზე მეტად ყურადღება ფეხსაცმელმა
მიიპყრო image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202206/2022063014574389693.jpg)
6. სარა მიშელ გელარი
2015 წელს სარა მიშელ გელარი დაესწრო საქველმოქმედო ღონისძიებას შავი ფერის ფეხსაცმელებით. ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, რომ ამ წყვილში არაფერია გამორჩეული. მაგრამ ყურადღება მიაქციეთ ქუსლის საინტერესო ფორმას.![10 შემთხვევა, როდესაც წითელ ხალიჩაზე
კაბაზე მეტად ყურადღება ფეხსაცმელმა
მიიპყრო image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202206/2022063014593589693.jpg)
![10 შემთხვევა, როდესაც წითელ ხალიჩაზე
კაბაზე მეტად ყურადღება ფეხსაცმელმა
მიიპყრო image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202206/2022063014594289693.jpg)
7. კეტი პერი
2012 წელს კეტი პერი გრემის ცერემონიამდე ტრადიციულ ბრანჩზე ბრწყინავდა ფორტეპიანოს კლავიშებით მორთული შავი ფეხსაცმლით. ფეხსაცმელი შესანიშნავად ემთხვეოდა ღონისძიების თემას და კიდევ ერთხელ უზრუნველჰყო ქეთის მოდური ტიტული.![10 შემთხვევა, როდესაც წითელ ხალიჩაზე
კაბაზე მეტად ყურადღება ფეხსაცმელმა
მიიპყრო image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202206/2022063015005589693.jpg)
8. სარა ჯესიკა პარკერი
სარა ჯესიკა პარკერმა ნამდვილად ბევრი რამ იცის ფეხსაცმლის შესახებ. მას SJP Collection-ის ფეხსაცმლის საკუთარი ხაზიც კი აქვს. 2010 წელს ვარსკვლავმა კიდევ ერთხელ გააოცა მაყურებელი, როდესაც ნიკოლას კირკვუდის რთული პლატფორმით ბადე სანდლებით გადავიდა წითელ ხალიჩაზე.![10 შემთხვევა, როდესაც წითელ ხალიჩაზე
კაბაზე მეტად ყურადღება ფეხსაცმელმა
მიიპყრო image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202206/2022063015021789693.jpg)
9. ნიკოლ კიდმანი
2013 წელს ნიკოლ კიდმანმა მხარი დაუჭირა ქმარს კიტ ურბანს CMT Music Awards-ზე. წითელ ხალიჩაზე გასასვლელად ვარსკვლავმა ლაკონური შავი კაბა აირჩია. შავი და თეთრი Dior-ის ფეხსაცმლით ორიგინალური ქუსლებით.![10 შემთხვევა, როდესაც წითელ ხალიჩაზე
კაბაზე მეტად ყურადღება ფეხსაცმელმა
მიიპყრო image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202206/2022063015040689693.jpg)
10. ვიქტორია ბექჰემი
ვიქტორია ბექჰემმა კი მთლიანად თქვა უარი ქუსლებზე. საინტერესოა ივლიდა თუ არა თავისუფლად ასეთი ფეხსაცმელებით ქმარი რომ არ ჰყოლოდა გვერდით.![10 შემთხვევა, როდესაც წითელ ხალიჩაზე
კაბაზე მეტად ყურადღება ფეხსაცმელმა
მიიპყრო image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202206/2022063015063089693.jpg)