x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ვინც ამას ვერ ხვდებით, სამგორის გამგებელს ებარებოდეთ " - რას წერს ირინა სარიშვილი

image


პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი "ქართული ოცნებიდან" 3 დეპუტატის - დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილისა და სოზარ სუბარის გასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მათ მიერ მმართველი გუნდის დატოვების ფაქტს შემდეგი მიზეზით ხსნის:


"ოცნება" კი არ იშლება, ტრანსფორმირდება და ის სამი ჩიტი სწორედ იმიტომ ამოფრინდა ბუდიდან, რომ თავისი ხაზგასმული ანტიდასავლური გამონათქვამებით სასურველი ფონი შექმნას სრულიად დისკრედიტირებული სახელისუფლებო გუნდისთვის.


ვინც ამას ვერ ხვდებით და აგრძელებთ ზეიმს ოცნება იშლებაო, სამგორის გამგებელს ებარებოდეთ ❤️ " - წერს ყოფილი დეპუტატი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" რიგები 3 წევრმა - დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და სოზარ სუბარმა დატოვა, თუმცა ისინი პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებად რჩებიან.


მდინარაძის განმარტებით, მათ მიაჩნდათ რომ ე.წ. კულისებიდან მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს, რათა საზოგადოებამ სწორი დასკვნები გააკეთოს. "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის თქმით, სწორედ ეს გახდა შეუთანხმებლობისა და მათ მიერ პარტიის დატოვების ერთადერთი მიზეზიც.




0
156
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
156