სხვა დროის პორტალის გავლით – ადამიანები სხვა ეპოქიდან 2022, 30 ივნისი, 15:09 ინტერნეტში უამრავი ინფორმაცია არსებობს დროის მარყუჟების და ადამიანების შესახებ, რომლებიც წარსულიდან მოვიდნენ და არ იციან, ეს როგორ მოხდა. 1987 წელს ჩინეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, პატრულმა 10 წლის ბავშვი გადაარჩინა. ბიჭს იუნგ ლი ერქვა და მან მხოლოდ ძველი ჩინური ენა იცოდა. მეცნიერის დახმარებით გაირკვა, რომ ბავშვის მამა საიმპერატორო კარის მებაღე იყო და რომ ის IX საუკუნეში ცხოვრობდა. ყველასთვის დიდი გამოცანა იყო, თუ როგორ მოხდა ის 11 საუკუნის გავლით, XX საუკუნეში? ბიჭი ისევე მოულოდნელად გაქრა, როგორც გამოჩნდა. ხოლო, ერთი წლის შემდეგ, ძალიან საინტერესო რამ მოხდა: ერთ-ერთ მონასტერში აღმოაჩინეს მატიანე, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ერთი სახელმწიფო მოღვაწის შვილი გამოქვაბულში შევიდა და სახლში მხოლოდ 1 წლის შემდეგ დაბრუნდა. ბავშვმა აღწერა ის, რაც ნახა. ის საუბრობდა ადამიანებზე, რომლებიც უზარმაზარ სახლებში ცხოვრობდნენ და ა.შ. მისმა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ბიჭს ბოროტი ძალა ჩაუსახლდა და მისი მოკვლის ბრძანება გასცეს. კიდევ ერთი ისტორია, რომელიც ასევე ტრაგიკულად დასრულდა, ამერიკაში მოხდა. 1950 წ. ტაიმზ-სქვერზე (ნიუ-იორკი) გამოჩნდა ადამიანი წვრილი ბაკენბარდებით და ვიქტორიანული ეპოქის სტილის კოსტიუმით. თვითმხილველთა თქმით, ის ძალიან შეშინებული და დაბნეული იყო. სამწუხაროდ, მამაკაცს მანქანა დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა. მორგში მიცვალებულის ჯიბეებიდან შემდეგი ნივთები ამოიღეს: – ლუდის 5 ცენტიანი ჟეტონი, ბარის სახელით, რომელიც რაიონის ყველაზე ხანდაზმული მაცხოვრებლებისთვისაც უცნობი იყო; – ლექსინტონ ავენიუზე მდებარე, ფასიანი საჯინიბოს მიერ გაცემული, ეკიპაჟის რეცხვისა და ცხენის მომსახურების ანგარიში. 50-იან წლებში ასეთი საჯინიბო არ არსებობდა; კაპიტანი ჰუბერტ რიმი, დაკარგული ადამიანების ძებნის დეპარტამენტიდან, არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, შეეცადა ამ უცნაური ადამიანის იდენტიფიცირებას. სავიზიტო ბარათზე მითითებულ მისამართზე მისულ კაპიტანს, კომერციული საწარმო დახვდა, რომლის მფლობელისთვის, რუდოლფ ფენცის სახელი უცნობი იყო. გამოძიების შედეგი: ძიების შედეგად ისიც გაირკვა, რომ ქალაქში ამ სახელის და გვარის ადამიანი არ არსებობდა და არც მისი თითის ანაბეჭდები იყო რომელიმე ბაზაში დაფიქსირებული. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი კვალი არ ჩანდა, ჯიუტმა პოლიციელმა ძებნა არ შეწყვიტა და 1939 წლის, ქალაქის სატელეფონო ცნობარში, რუდოლფ ფენც უმცროსის სახელი აღმოაჩინა. რიმი მითითებულ მისამართზე მივიდა და გაარკვია, რომ იქ მართლაც ცხოვრობდა ამ სახელის და გვარის პიროვნება, მაგრამ პენსიაზე გასვლის შემდეგ, 1940 წელს, საცხოვრებლად სხვა ადგილზე გადავიდა. გამომძიებელმა მისი ახალი მისამართიც იპოვა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფენც უმცროსი, ამ მოვლენამდე, 5 წლით ადრე, გარდაიცვალა. თუმცა, მისი მეუღლე ცოცხალი იყო და ფლორიდაში ცხოვრობდა. სწორედ მან უამბო კაპიტანს, მისი მეუღლის მამა, 1876 წელს, 29 წლის ასაკში დაკარგვის შესახებ. ძიებამ არქივში გადაინაცვლა, წინა საუკუნეში დაკარგული ადამიანების სიაში, მართლაც იყო დაფიქსირებული რუდოლფ ფენცის მონაცემები, რომელიც 74 წლის წინ, ვიდრე ეს ისტორია მოხდებოდა, სახლიდან გავიდა და უკან არ დაბრუნებულა. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ დაკარგული ადამიანის აღწერილობა, ზუსტად ემთხვეოდა, 1950 წ. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული ადამიანის გარეგნობას. მეცნიერები ამ მოვლენებს ლოგიკურ ახსნას ვერ აძლევენ. გარკვეული დროის პორტალის არსებობის დამტკიცება, ჯერ–ჯერობით შეუძლებელია. არხის სხვა სიახლეები:* დედამიწა მაღალგანვითარებული ცივილიზაციების კარიერი იყო?!* იდუმალი და სახიფათო კარი და საცავი მსოფლიოში* ყველაზე საინტერესო ფაქტები ევროპის ქვეყნების შესახებ* 20 ნაკლებად ცნობილი და უცნაური ფაქტი II მსოფლიო ომის შესახებ* 10 ექსტრემალური და უცნაური ფაქტი მზის სისტემის შესახებ* საინტერესო ფაქტები ავსტრალიის შესახებ, რომლებიც ნამდვილად გაგაოცებთ* აღმოჩენილია პლანეტა, რომლიდანაც დედამიწაზე სიცოცხლე გავრცელდა* მიწისქვეშა ცივილიზაციებმა შესაძლოა თავი გაამჟღავნონ1253 7-ს მოსწონს
|