მამაკაცი Blink-182-ის დრამერი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს კორტნი კარდაშიანთან ქორწილის შემდეგ 2022, 29 ივნისი, 19:35 ![]() კალიფორნიაში კორტნი კარდაშიანის ახლად გამომცხვარი ქმარი ტრევის ბარკერი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. Blink-182 დრამერის Twitter-ის გვარდზე გამოქვეყნდა ჩანაწერი "ღმერთო გვიშველე", რომელიც მუსიკოსის 16 წლის ქალიშვილმა, ალაბამა ლუელამ დაწერა და სთხოვა ფანებს ილოცონ ბარკერის ჯანმრთელობისთვის. პორტალმა TMZ გამოაქვეყნა ტრევისის ფოტო, სადაც ის სამედიცინო კარეტით გადაყავთ. ![]() როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, როკერი 28 ივნისს დილით "ვესტ ჰილსის" საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ პაციენტს დამატებითი გამოკვლევა სჭირდება, რის გამოც ბარკერი გაგზავნეს Cedars-Sinai Medical Center-ში. მუსიკოსის დიაგნოზი ჯერჯერობით უცნობია. იტალიაში, პორტოფინოში, 22 მაისს, წლის ერთ-ერთი მთავარი ქორწილი გაიმართა - კორტნი კარდაშიანი თვენახევრის განმავლობაში მესამედ დაქორწინდა Blink-182 ჯგუფის დრამერზე ტრევის ბარკერზე. 43 წლის მოდელი აქამდე არასოდეს ყოფილა დაქორწინებული, ამიტომ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, წვრილმანებზე დრო არ დაეკარგა. ![]() კარდაშიანს მინი საპატარძლო კაბა ეცვა - პატარძალმა აშკარად არ იცის რა არის მოკრძალება. კორტნის თავი ეხურა გრძელი მაქმანიანი ფატა, ღვთისმშობლის გამოსახულებით - ტატუს სრული ასლი, რომელიც ამშვენებს ბარკერის თავს. ![]() 63 2-ს მოსწონს
|