ესე არსებობა თუ სიცოცხლე? (ერიხ მარია რემარკი) 2022, 29 ივნისი, 19:39 გერმანელი მწერალი-ერიხ მარია რემარკი ცნობილი გახდა ანტიფაშისტური რომანებით, სადაც იგი დიდი ტრაგიზმითა და ტკივილით აღწერს ადამიანთა ცხოვრებას. მისი ერთერთი გამორჩეული რომანია “ტრიუმფალური თაღი". წიგნი მოგვითხრობს გერმანელი ექიმის-რავიკის პირქუშ პიროვნებას და მისი ცხოვრების უცნაურ, თუმცა მარადიულ სიყვარულზე ჟოან მადუზე. თავისუფლების მოყვარული, მეამბოხე ქალბატონი ხვდება ექიმს. პარიზის მხუთავი ატმოსფერო თითქოს უფრო ბნელს ხდის ომის შემდგომ პერიოდს, ტრიუმფალური თაღი კი თავშესაფრად ქცეულა მდევარს გამოქცეულ ადამიანთა და მათი დაღუპული სიყვარულისთვის. რემარკის ცხოვრება სავსეა ტრაგიზმით, ადამიანისთვის რომელმაც სიცოცხლეშივე უამრავი, შავი სიკვდილი გამოცადა. ყველაზე კარგად სწორედ რომ ეს არაჩვეული წიგნი აღწერს გენიალური მწერლის ცხოვრებას. “ქვეყნად ადგილი ყველაფერს მოენახება, ადამიანის ადგილი კი არსად არის!" ეს ფრაზა მწერლის ცხოვრებას ნათლად წარმოაჩენს, მისი ცხოვრებაც სწორედ ხომ გაჟღენთილი გახლდათ დევნით? რემარკის არსებობა, ეს რაღაც უფრო დაუსრულებელ ტკივილს გავს, რომელსაც სამარადჟამოდ ებრძვის.
1917 წელს იგი ფრონტზე გადადის, ომის დროს რამდენიმეჯერ დაიჭრება, ამავე წელს კვდება ერიხის დედა-ანა მარია რემარკი. ორი და და ერთი ძმა ჰყავდა, ძმა ადრევე გარდაეცვალა. 1943 წელს, მისი უმცროსი და, ელფირდ შოლცი ნაცისტური რეჟიმის მსხვერპლი გახდა. ჩემი აზრით, ეს უფრო შურისძიება იყო, რემარკის მიმართ რადგანაც მწერალი “მათთვის მიუწვდომელია".
უჩვეულო სიყვარული 1945 წელს ქვეყნდება “ტრიუმფალური თაღი", სადაც ამოიცნობთ მარლენ დიტრიხის პერსონას ჟოან მადუში, რავიკი კი თავად რემარკია. ეს ქარიშხლიანი ამბავი 1930 წელს იწყება, სასტუმრო “ედენის ბარში" და რემარკის გარდაცვალებით “მთავრდება". დასასრული, ეს სიტყვა ალბათ, ყველაზე შეუსაბამოა მათი ურთიერთობისთვის, იმისდა მიუხედავად რომ რომანს ფორმალური სახე არასდროს ქონია, წყვილისთვის მთავარი გახლდათ მხოლოდ სიყვარული. გარდა ამისა, იყო უამრავი განშორება, ღალატი, ქორწინება მათთვის უინტერესო ადამიანებთან და ისევ და ისევ დაბრუნება (როგორც წიგნშია). მარლენი ვერ იტანდა ერთფეროვნებას, ჰქონდა უამრავი არაფორმალური რომანი, დიტრიხი არასდროს ყოფილა ერთგული რემარკის მიმართ. რემარკის მთავარ სიყვარულად მაინც დარჩა “ჟოანი" მის სიკვდილამდე (25.09.1970). “გიყვარდე, პუმა, რადგან მე ისე მჭირდება შენი სიყვარული...გიყვარდე, გიყვარდე..." (ერიხის წერილი მარლენს) მწერალი დიტრიხს პუმას ეძახდა. მარლენი დეპრესიაში ჩავარდა. დანაკარგი რემარკის სახით, დიდ ტკივილს აყენებდა. 90 წლის ასაკში, საძილე აბების გადაჭარბებული მიღებით გარდაიცვალა მსახიობიც. დიტრიხს რემარკის ფოტოსთვის დაუხედავს და სიკდილის სარეცელზე მყოფს შემდეგი სიტყვები წარმოუთქვამს:“ღმერთო, როგორ მიყვარდა ეს კაცი..." 84 3-ს მოსწონს
|