სხვა ქალაქ ბონში სასამართლოს წინ მოჭრილი თავი იპოვეს(ვიდეო) 2022, 29 ივნისი, 18:19
პოლიციამ გერმანიის ქალაქ ბონში, სასამართლოს შენობის წინ მოკვეთილი ადამიანის თავი აღმოაჩინეს.
დეტექტივები მოუწოდებენ მოწმეებს სასწრაფოდ გამცხადდნენ მას შემდეგ, რაც გუშინ საღამოს ბონის რაიონული სასამართლოს წინ მოჭრილი თავი იპოვეს. პოლიციამ უკვე დააკავა 38 წლის ეჭვმიტანილი, რომელიც ამავე რაიონში და ტერიტორიაზე ცხოვრობს. პოლიციის ფურგონებმა გზა გადაკეტეს, იმისთვის, რომ პატარა კარავი გაეშალათ და მოჭრილი თავი გამვლელებისგან დარმალათ, იმ დრომდე სანამ ექსპერტიზა და კრიმინალისტები მუშაობას დაასრულებენ. იმ ადგილიდან რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით, მდინარე რაინზე, ცხედარი იპოვეს, რომელსაც ხელისუფლება თვლის, რომ იმ მოჭრილ თავს ეკუთვნის. პოლიციამ განაცხადა, რომ ტერიტორიაზე საეჭვო აქტივობა არ დაფიქსირებულა და ისინი ეძებენ მოწმეებს ინფორმაციის მისაღებად. ჯერჯერობით არაა დადგენილი გარდაცვლილის ვინაობა, დაკავებულიც და გარდაცვლილიც სავარაუდოდ უსახლკაროები არიან და ამ რაიონში ბინადრობდნენ.არაა ნაპოვნი მკვლელობის იარაღიც, ასევე უცნობია ნკვლელობის მოტივი.გამოძიება გრძელდება. 246 3-ს მოსწონს
|