x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"დავიწყებ წერას, დავხედავ მის ფოტოს და... ვსკდები სიცილით" - ხათუნა ხოფერია

image

ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარეზე და უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის მარჯვენა ხელზე, დავით არახამიაზე სტატუსს აქვეყნებს.


"სამი დღეა მინდა დავწერო რაიმე უკრაინის სიამაყის, იმედის, საყრდენის-არახამიას შესახებ.
დავიწყებ წერას, დავხედავ მის ფოტოს და... ვსკდები სიცილით...))))))... ბეჟანა მახსენდება, ნოდარ დუმბაძის. -სოსოას რუსო! სოსოიას რუსო!!- რომ დასდევდა . მაგრამ ბეჟანა კეთილი იყო... ძალიან კეთილი... ეს სხვაა... ამან არც ბეჟანა იცის, არც სოსოიას რუსი, არც ტყეში ომისგან გაქცეული დათიკო და არც ნოდარ დუმბაძე იცის, ალბათ...
ესაა სოროსის ბიჭი!... ამის იმედი აქვს ამერიკას!...
ეს ეჭიდავება ბიძინას!...
ჩქარა სანქციებიო... ჩქარაო... ან ფული მომეციო და გავჩუმდებიო?!...
ისე, დღეს ეს არის ქართული ოპოზიციის რეალური ლიდერი. ეს კარნახობს დღის წესრიგსა და შანტაჟის ფორმებს. ამან ჩაანაცვლა სააკაშვილი!
ზოგიერთები, მაგალითად ბოკერია და მისი ცოლი, თავზე რომ არ ისვამდნენ არავის, რადგან თავად იყვნენ ევროპისა და ამერიკის "ხმა უდაბნოსა შინა", ახლა, ამ იმბიცილის "შეფობის' ქვეშ არიან გაწოლილი და სრულად ექვემდებარებიან მის დიქტატს!
უი, თქვენ კი გაქრით, თქვენა...))))..." - წერს ხათუნა ხოფერია.
დავით არახამიამ ბოლო პერიოდში რამდენიმე პრეტენზია და ბრალდება გამოთქვა საქართველოს მთავრობის მიმართ, მათ შორის კრემლთან კავშირი, აგრეთვე მოითხოვა ბიძინა ივანიშვილზე სანქციების დაწესება
1
272
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
272
  
2022, 28 ივნისი, 23:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1