x
image
ქეთეონე
"მტკივნეულია იმის ყურება, რომ შენს ახლობელს ამაზე რექცია არ აქვს"- რას წერს კახა კინწურაშვილი?

image

კახა კინწურაშვილი მისი "ფეისბუქის" გვერზე გამოხატავს საკუთარ პოზიციას, და განმარტავს, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ქართველი ხალხისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.


მისი თქმით, ამის საპასუხოდ, საქართველოს მთავრობა აცხადებდა, რომ უკრაინის მთავრობას მართავს “ნაციონალური მოძრაობა” და “ნაციონალური მოძრაობა” არის რუსეთის ინტერესების მატარებელი საქართველოში.



"ზელენსკის შეურაცყოფა არ მიუყენებია ქართველი ხალხისთვის. მან მიუთითა მთავრობის მერყევ პოზიციაზე. თავის ელჩს დააბრალა ჩვენი მთავრობის უუნარობა და ამით დრო მისცა ქართულ მხარეს, რომ უფრო მკაფიოები იყვნენ თავის განცხადებებში და ქმედებებში.


შეიძლება ითქვას, რომ პირი მოწმინდა.



ამის საპასუხოდ ხელოსუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის მთავრობას (რომელიც ეომება ჩვენს მტერს) მართავს “ნაციონალური მოძრაობა” და პარალელურად “ნაციონალური მოძრაობა” არის რუსეთის ინტერესების გამტარებელი საქართველოში. აი ამ “სიმართლეს” ატენის ხალხს მთავრობა.


მტკივნეულია იმის ყურება, რომ შენს ახლობელს ამაზე რექცია არ აქვს, მაგრამ დიდი მონდომებით შეუძლია გალანძღოს სხვა ქვეყნის პრეზიდენტი, რომლის ქვეყანაშიც რუსეთმა ჯოჯოხეთი მოაწყო.


ალბათ ბევრს მოეძებნება “ნაცების” სიძულვილის მიზეზი, მაგრამ თუ ამ სიძულვილის მიღმა გაიხედებით აღმოაჩენთ, რომ ბევრად დიდი გამოწვევების წინაშე დგას თქვენი და თქვენი შვილების მომავალი.


გთხოვთ, დაფიქრდით. არ მოგბეზრდათ ამ სიძულვილის რწყევა ათი წლის განმავლობაში? არ მოგბეზრდათ, რომ მარტო ამ რწყევის უფლება დაგიტოვეს? წარსულის სიძულვილში დაგტოვეს და მომავალი გაგიუქმეს?


დღეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია ჩვენს ქვეყანაში და მიუხედავათ რუსული საინფორმაციო ომისა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაანალიზოს რეალური მდგომარეობა. თეთრზე შავიაო არ თქვას და თავი არ ჩაიგდოს რიგითი რუსის მდგომარეობაში, რომლისთვისაც უკრაინაში ომს “სპეცოპერაცია” ქვია."- წერს კახა კინწურაშვილი.


0
300
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
300
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0