ქალი და მამაკაცი 6 რამ, რაც მამაკაცების აზრით, ქალს უფრო მიმზიდველს ხდის 2022, 30 ივნისი, 10:50 სიყვარული არის პიროვნული მიმაგრებულობის ემოცია. ფილოსოფიურ კონტექსტში კი სიყვარული სათნოებაა, რომელიც წარმოადგენს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას.
![]() საიდუმლო არ არის, რომ წყვილის ჯანსაღი ურთიერთობა ორივე პარტნიორის კარგ ქცევებსა და ურთიერთგაგების შედეგზეა დამოკიდებული. ასევე, ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ურთიერთობის დროს მთავარი პრობლემა არის წყვილებიდან ერთ-ერთი მათგანის მეორის მიმართ ინტერესის დაკარგვა. ამის ყველაზე ხშირი მიზეზებია შიდა პრობლემები და ხასიათის ზოგიერთი თავისებურება. რაზეა ქალი წამსვლელი იმისათვის, რომ მამაკაცი მოხიბლოს და მიიპყროს მისი ყურადღება? ყველაფერზე! მკაცრი დიეტები, მტკივნეული კოსმეტიკური პროცედურები, კოლოსალური თანხების ხარჯვა პარფიუმერიაში და ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ქალებს მართლა შეუძლიათ გაიღონ მიზნისთვის. მამაკაცისთვის, ქალზე წვდომის კონცეფცია საკმაოდ სუბიექტურია. ქალს მარტივად შეუძლია ტანზე მომდგარი მომხიბვლელი კაბით მივიდეს ოფისში სამუშაოდ და წამიერად მოინადიროს ბევრი თანამშრომელი მამრის გული და გახდეს ადვილად მისაწვდომი; ასევე, შეიძლება იყოს ქალის კატეგორია, მივიდეს ოფისში სამუშაოდ და გახდეს იქ მყოფი ყველა მამრისთვის მეგობრული და მხიარული თანამშრომელი. ![]() მიმზიდველობა მხოლოდ გარეგნული ნიშანი როდია, ის ასევე ხასიათის თვისებაა. როგორ ვიქცევით საზოგადოებაში, როგორ ვსაუბრობთ, როგორ ვიყენებთ ჟესტებს, როგორ ვრეაგირებთ გარკვეულ რაღაცებზე - ეს ყველაფერი კი მიმზიდველი იმიჯისათვის ისეთივე აუცილებელია, როგორც კარგი გემოვნება ტანსაცმელსა და სუნამოში. საინტერესოა, რა ნიშნები და კრიტერიუმები გვაქცევს მამაკაცების თვალში უფრო მიმზიდველს? 6 რამ, რაც მამაკაცების აზრით, ქალს უფრო მიმზიდველს ხდის1. მათ უყვართ ყურება, როდესაც ბავშვებთან ურთიერთობთ. (მხოლოდ საკუტარი არ მოიაზრება აქ, ზოგადად) ![]() 2. გაოფლიანება სპორტდარბაზში. ![]() 3. ფხუკუნი სიცილის დროს. (ხმამაღლა სიცილი) ![]() 4. როდესაც ამარცხებთ მას ვიდეო თამაშებში. ![]() 5. მოუხერხებელი ცეკვა. ![]() 6. სახლის მაისური და წინდები. ![]() 388 6-ს მოსწონს
|