x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133849
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შიშველი ფოტოები, ღალატი და სხვა ყველაზე ხმაურიანი სკანდალები

image


არც ერთი საჯარო პირი სკანდალებისგან, ჭორებისგან და ცილისწამებისგან დაზღვეული არ არის, მაგრამ თუკი ეპატაჟი ზოგიერთი ცნობილი ადამიანის იმიჯის განუყოფელი ნაწილია, სამეფო ოჯახის წევრთა მხრიდან სკანდალური გამოხდომები სრულიად მიუღებელია. დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი უნდა წარმოადგენდეს სანიმუშო ოჯახს მთელი სამეფოსთვის, მაგრამ რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ზოგჯერ მათ შორისაც კი ხდება ისეთი სკანდალები, რომლებსაც შემდგომ, წლების განმავლობაში საზოგადოება აქტიურად განიხილავს. დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით სამეფო ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ ყველაზე გახმაურებული სკანდალების შესახებ, რომელთა შესახებაც შესაძლოა აქამდე არაფერი იცოდით.




ქეით მიდლტონი


image


ქეითი - ყველა ბრიტანელი ქალისთვის მისაბაძი მაგალითია.მშვიდი,
მოკრძალებული, მოდური და ელეგანტური - სწორედ ასეთია ის ჩვენს წარმოსახვაში, თუმცა სინამდვილეში, ჰერცოგინიას გართობა განსაკუთრებით უყვარს. 2012 წელს პაპარაცებმა კემბრიჯის ჰერცოგინია საფრანგეთის სანაპიროებზე გარუჯვისას წელსზემოთ შიშველი "გამოიჭირეს". წყვილს დასვენება მათივე შიშველმა ფოტოებმა ჩაუშხამეს, რომლებიც ჟურნალ "Closer"-ის გარეკანზე მყისიერად გამოჩნდა.


image


ამ ინციდენტმა მთელი ოჯახი აღაშფოთა და განსაკუთრებით უილიამი: "მე და ჩემი მეუღლე დარწმუნებულები ვიყავით, რომ შეგვეძლო საფრანგეთში პრივატული დასვენება მოგვეწყო. ჩვენ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება განსაკუთრებით ფასდება და ამას ყველა პატივს სცემს. სამწუხაროა, რომ ფოტოები ფარულად იქნა გადაღებული".


image


წყვილმა ჟურნალს უჩივლა და 1 500 000 ევროც მოსთხოვა, რამდენიმე წლის შემდეგ სამეფო ოჯახის წარმომადგენლებმა საქმე 100 000 ევროს ოდენობის ანაზღაურებით მოიგეს.





პრინცი ჰარი


image


დღესდღეობით, ჰარი ამერიკელ მსახიობზე, მეგან მარკლზეა დაქორწინებული და მშვიდი ოჯახური ცხოვრებით ცხოვრობს, თუმცა სულ რამდენიმე წლის წინ მას "წვეულებების მეფეს" და ქალთა გულთამპყრობელს უწოდებდნენ. პაპარაცებმა საზოგადოებას არაერთხელ უჩვენეს თუ როგორ ეწეოდა, სვამდა და ნარკოტიკულ საშუალებებს იღებდა ბრიტანეთის პრინცი.



image


2005 წელს ის ერთ-ერთმა მეგობარმა საკუთარი სახელობის დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე მიიწვია, სადაც ჰარი სვასტიკიანი სამკლაურით გამოცხადდა. როგორც კი ეს ფოტო გაზეთებში მოხვდა, ახალგაზრდა პრინცი არა მხოლოდ კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა, არამედ მას ბრალი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა უპატივცემულობაშიც დასდეს. დედოფალი განრისხდა, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ ოჯახის წარმომადგენლებმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამი იყო: "პრინცი ჰარი ბოდიშს უხდის მათ, ვინც მისი ქმედებებით შესაძლოა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო. ის კარგად ხვდება, რომ ეს იყო მისი მხრიდან კოსტიუმის არასწორი არჩევანი".

image


ერთხელ კი პრინცი სეირნობისას საერთოდ შიშველი დაიჭირეს, როგორც აღმოჩნდა, ის უბრალოდ ბილიარდს გახდაზე თამაშობდა.






პრინცი ჩარლზი


image


ჩარლზი საზოგადოებაში ქალების გულთამპყრობელად იყო ცნობილი, რომლის უკანაც ბევრი ქალი დარბოდა. მიუხედავად იმისა, რომ დიანას ის ნამდვილად შეუყვარდა, ჩარლზი მას მთელი ცხოვრება ღალატობდა. შედეგად, წყვილი ერთმანეთს 1992 წელს დაშორდა. განქორწინების შემდეგ კი, ჟურნალისტებთან ჩარლზსა და კამილა სპენსერს შორის ინტიმურმა სატელეფონო საუბრებმა გაჟონა. ამის გამო დედოფალი საშინლად განრისხდა, სამეფო ოჯახი სკანდალის ჩაცხრომას კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში სრულიად უშედეგოდ ცდილობდა.


image




პრინცი უილიამი


image


2017 წელს უილიამი მეგობრებთან ერთად დასასვენებლად შვეიცარიაში, სათხილამურო კურორტ ვერბიერში გაემგზავრა. თავიდან თვითმხილველები ბარში პრინცს ცეკვის გამო დასცინოდნენ, მოგვიანებით კი მას ბრალი ღალატშიც დასდეს.


image


იქვე პრინცმა მოდელი სოფი ტეილორი გაიცნო, რომელსაც მედიის ცნობით, ის მთელი საღამოს განმავლობაში ეფლირტავებოდა, თვითმხილველთა თქმით, წვეულების შემდეგ ორივე მათგანმა ბარი თითქმის ერთსა და იმავე დროს დატოვა და ერთი მიმართულებით გაემგზავრა.


image





0
432
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
432