სხვა ლევან კაჭარავას მკვლელობის შესახებ ახალი შესაძლო ვერსია ხდება ცნობილი - "როგორც ჩანს, გია კვარაცხელია მოქმედებაზე გადავიდა..." 2022, 25 ივნისი, 13:39
გუშინ საღამოს ბაგებში, საკუთარ ავტომანქანაში ბიზნესმენი ლევან კაჭარავა („ტილიკა“) ჩაცხრილეს. გარდაცვლილს 20 ტყვია აქვს მოხვედრილი. მისმა თანმხლებმა პირმა თავს გაქცევით უშველა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება) მიმდინარეობს. მკვლელობას ჰყავს მოწმეებიც.
ბიზნესმენი ლევან კაჭარავა 53 წლის გახლდათ. მან წლების წინ, გიორგი რამიშვილთან ერთად დააფუძნა Silk Road Group, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც იყო. გარდა ამისა, კაჭარავას სახელი უკავშირდება ნიდერლანდებში დაფუძნებულ კომპანია "მულტიპლექსს", რომელიც თავის მხრივ არაერთ ბიზნეს ფლობს. ლევან კაჭარავა საქართველოში ფლობს თანამედროვე ტიპის ფიტნეს ქსელს და ასევე მისი კომპანიები მონაწილეობდნენ სხვადასხვა პროექტებში. როგორც AMBEBI.GE-სთვის გახდა ცნობილი, ლევან კაჭარავა მის ბუღალტერთან ერთად სახლში, კაკლების დასახლებაში გადაადგილდებოდა. ერთ-ერთ მოსახვევში მას ბუჩქებში ჩასაფრებულმა ორმა ნიღბიანმა ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნა. ბიზნესმენი ადგილზე, ავტომანქანაში გარდაიცვალა, თანმხლები პირი კი გაიქცა, მისთვის არც არავის უსვრია. როგორც სანდო წყარო გვეუბნება, მკვლელობა ბიზნესწილებს არ უკავშირდება და ერთ-ერთ ვერსიით, საქმე ვენდეტასთან გვაქვს, რომელიც ახლახან თბილისში მომხდარ მკვლელობას უნდა უკავშირდებოდეს - კერძოდ, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობას. როგორც ირკვევა, ლევან კაჭარავა რამდენიმე დღეა, რაც საფრანგეთიდან ჩამოვიდა (მამის ორმოცზე) და ბოლო დროს დაცვის გარეშე არ გადაადგილდებოდა. "როგორც ჩანს, გია კვარაცხელია მოქმედებაზე გადავიდა.. ცნობილია, რომ “ტილიკა“ ძმებ კაკულიებთან ახლობლობდა. გიას სამიზნე ძმები არიან, მათ ციხეში ვერ მისწვდა, სამაგიეროდ, მისი შურისძიება კაკულიებთან დაახლოებული პირით დაიწყო. როგორც ამბობენ, სომხეთში გადასული მკვლელობის შემსრულებელი ბიჭები (აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე) კაჭარავამ დააფინანსა. კვარაცხელია, სავარაუდოდ, არც გაჩერდებოდა და შესაძლოა, შურისძიების მსხვერპლთა რიცხვიც გაიზარდოს“, - გვიყვება წყარო. ცნობისთვის, კრიმინალურმა პოლიციამ, კონსპირაციულ ბინაში ძმები დათა და გუგა კაკულიები 29 მაისს დააკავა. ისინი პოლიციელებმა ოფიციალურად იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დააკავეს, თუმცა საქმე შესაძლოა ბევრად მძიმე სს დანაშაულებს ეხებოდეს. გავრცელებული ინფორმაციით, კაკულიები კავშირში არიან ქურდულ სამყაროსთან. აღსანიშნავია, რომ მათი მამაც კრიმინალური ავტორიტეტი გახლდათ. მათი სახელი პირველად 22 წლის ნიკა კვარაცხელიას - პირველი ქართული სოციალური ქსელის დამფუძნებლის მკვლელობის საქმეში გამოჩნდა. ვინ არის გია კვარაცხელია? (მოკლული ნიკა კვარაცხელიას მამა) გაიოზ (გია) კვარაცხელია 1963 წლის 22 ივლისს, წალენჯიხის სოფელ ჯგალში დაიბადა. 2003 წელს მან დატოვა საქართველო და პერიოდულად ცხოვრობდა მოსკოვსა და კიევში. კვარაცხელია "კანონიერ ქურდად" 1988 წელს, 24 წლის ასაკში "მონათლეს" ე.წ. კანონიერმა ქურდებმა: გოგი ჩიქოვანმა, პაატა ჩლაიძემ ("პაატა ბალშოი“) და რომეო ბულიამ. ის რამდენჯერმე ნასამართლევია საქართველოში, მოსკოვსა და კიევში. მასალის სრულად სანახავათ გადადით ბმულზე>>> 945 2-ს მოსწონს
|