x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველაზე საინტერესო ფაქტები ევროპის ქვეყნების შესახებ

image


1. ერთ–ერთი ლეგენდის თანახმად, ევრაზიის ამ ნაწილს ევროპა, ფინიკიელი პრინცესას – ევროპას პატივსაცემად დაარქვეს.

2. ევროპის ისტორიაში არის პერიოდი, რომელიც ჯერ კიდევ იდუმალებით არის მოცული. ის "მიგრაციების ეპოქის" სახელით არის ცნობილი და სხვადასხვა ტომის (ვანდალები, ლომბარდები, გოთები, საქსები) ევროპის ტერიტორიაზე შეჭრით იწყება და 500 წლისთვის სრულდება. მასობრივი მიგრაციის მიზეზები დღემდე გაურკვეველია.

3. ნიდერლანდებში, ადამიანი, რომელიც სამსახურს კარგავს, მომდევნო 24 თვის მანძილზე, ხელფასის 80%-ს იღებს.

4. სახელწოდება "საფრანგეთი" — ფრანკების გერმანული ტომიდან მომდინარეობს.

5. ნიდერლანდები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საცხოვრებლით უზრუნველყოფს და ასაქმებს კიდეც.

6. იმ ადგილზე, სადაც დღეს ბაკინგემის სასახლეა, ადრე საროსკიპო იყო.
7. გერმანია ლუდის რაოდენობის მოხმარებით, ერთ სულ მოსახლეზე, მეორე ადგილზეა მსოფლიოში. პირველ ადგილზე — ირლანდიაა.

8. დიდ ბრიტანეთში, როდესაც ადამიანი 100 წლის ხდება, ან ქორწინების 60-ე წლისთავი აქვს, მისალოც ბარათს დედოფლისგან იღებს.

9. ფორტეპიანო და ვიოლინო — ევროპული გამოგონება.

10. ყველაზე ტყიანი ქვეყანა ევროპაში — ფინეთია.

11. ჰამბურგერებმა სახელი ქ. ჰამბურგისგან მიიღო.

12. პიცა 1860 წელს ნეაპოლში გამოიგონეს.
13. საფრანგეთში 400 სახეობის ყველს აწარმოებენ.

14. ევროპის უდიდესი ქალაქები — პარიზი და ლონდონია.

15. რომ არა ევროპელები, დღეს აშშ არ იარსებებდა.

16. შვეიცარიაში უფრო მეტი ბანკია, ვიდრე სტომატოლოგი.
17. ევროპაში 743 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ეს 2-ჯერ მეტია, ვიდრე აშშ-ში.

18. ესპანეთს არ მიუღია მონაწილეობა პირველ და მეორე მსოფლიო ომებში.

19. შვედეთში ხშირად შეიძლება შეხვდეთ 80 წელს გადაცილებულ ადამიანს, რომლებიც 50 წლის ასაკის შესაფერისად გამოიყურება.

image20. ევროპის ფართობით, მხოლოდ 2 % აღემატება კანადის ფართობს.

21. პორტუგალიის საზღვრები 1139 წლის შემდეგ არ შეცვლილა. შედეგად, ეს ევროპის ყველაზე ძველი ქვეყანაა, უცვლელი საზღვრებით.

22. ლონდონელების, დაახლოებით, 25% დიდი ბრიტანეთის ფარგლებს გარეთ არის დაბადებული. ამ ქალაქში 300–ზე მეტ ენაზე ლაპარაკობენ.
23. ესპანური — გავრცელების მიხედვით, მეორე ენაა მსოფლიოში. მასზე 390 მლნ–ზე მეტი ადამიანი საუბრობს.

24. შოტლანდიას 790 კუნძული ეკუთვნის, რომლიდანაც 130 დასახლებულია.

25. ევროპაში აღმოაჩინეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ჭიანჭველების კოლონია. მისი სიგრძე 6000 კმ–ია და ესპანეთიდან იტალიამდე არის გადაჭიმული.

26. ბევრ ევროპულ ქვეყანაში უცნაური კანონები მოქმედებს. მაგ., შვეიცარიაში, 22:00 საათის შემდეგ, უნიტაზის ჩარეცხვა არ შეიძლება. ასევე აკრძალულია, აგარაკზე კვირაობით, გაზონის მოთიბვა და ტანსაცმლის რეცხვა.

27. დიდ ბრიტანეთში პარლამენტის პალატაში სიკვდილი აკრძალულია.

28. საფრანგეთში აკრძალულია ყველა სახის ელექტრო თამაში — არა მარტო აზარტული, არამედ უბრალო და უვნებელი. მაგ., ინტერნეტ–ჭადრაკი, პასიანსი და მობილურის თამაშების უმეტესობა.

29. ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი მსოფლიოში, პარიზის დისნეილენდია.

30. ევროპაში ყველაზე მაღალი ტუალეტი მონბლანზე, 4200 მ. სიმაღლეზე, მდებარეობს!

31. პიზის კოშკის აშენებას, თითქმის, 200 წელი დასჭირდა.

32. "ფრანგული კრუასანი" ავსტრიაში გამოიგონეს.

33. ბულგარეთი ევროპის ყველაზე ძველი ქვეყანაა, რომელსაც სახელი 681 წლის მანძილზე არ შეუცვლია.

35. საბერძნეთის მოსახლეობის 40% ქვეყნის დედაქალაქში ცხოვრობს.

36. დემოკრატია ევროპაში, თითქმის, 2000 წლის წინ გამოიგონეს.

37. დათვი — ყველაზე დიდი მტაცებელია ევროპაში.

38. ევროპაში ყველაზე ცნობილი მუსიკოსები ბახი, მოცარტი და ბეთჰოვენია.

39. მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, მონაკო ერთ სულ მოსახლეზე, მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტი) მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყანაა.

image40. ვატიკანი — ყველაზე პატარა ქვეყანაა მსოფლიოში.

41. ევროპა — იუპიტერის ერთ–ერთ თანამგზავრსაც ჰქვია.

52. ევროპაში შობადობის ერთ–ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოში.

43. ორივე მსოფლიო ომი, ძირითადად, ევროპაში იყო კონცენტრირებული.

44. ესპანეთის სახელმწიფო ჰიმნში სიტყვები არ არის.

45. ისლანდიაში კოღოები საერთოდ არ არიან.

46. საფრანგეთში, ვიქტორ ჰიუგოს ქუჩა ყველა ქალაქში არის.

47. ბრიუსელის აეროპორტში ყველაზე მეტი შოკოლადი იყიდება მსოფლიოში.

48. ესპანეთიდან აფრიკაში ბორნით ჩასვლას, მხოლოდ ნახევარი საათი სჭირდება.

49. იტალია 2 ქვეყანას — შვეიცარიას და ავსტრიას, ზღვაზე გასასვლელს უბლოკავს.

50. მიუხედავად იმისა, რომ ევროპა არც ისე დიდია, მასზე ათობით ერი ცხოვრობს.

51. ფინეთსა და ჩრდილოეთ კორეას მხოლოდ ერთი ქვეყანა ყოფს.

52. რომი პირველი ქალაქი იყო მსოფლიოში, რომელშიც ერთი მილიონი ადამიანი ცხოვრობდა.

53. მონაკო — ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა მსოფლიოში.

54. ევროპაში უდაბნოები არ არის.

55. ევროპაში, 2011 წლის მონაცემით, 857 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

56. აშშ–ს სიმბოლო, — თავისუფლების ქანდაკება, საფრანგეთში შექმნეს და შეერთებულ შტატებს საჩუქრად გადაეცა.

57. ეიფელის კოშკი ყველაზე პოპულარული ძეგლია მსოფლიოში.

58. იმ დროს, როდესაც სიკვდილი სამწუხარო მოვლენაა უმრავლეს კულტურაში, ჩრდილოეთ რუმინეთში, ხალხს განსხვავებული აზრი აქვს: ისინი ადამიანის სიკვდილს მხიარულ სასაფლაოზე აღნიშნავენ, რომელზეც უამრავი ფერადოვანი საფლავის ქვა არის ნახატებით და იქ დაკრძალული ადამიანის ცხოვრების ორიგინალური და პოეტური აღწერილობები.

59. მსოფლიოში უდიდესი იმპერიაც ევროპულია. ბრიტანეთის იმპერიას, თავის საუკეთესო პერიოდში, მსოფლიოს მეოთხედი ეკავა.

60. ავსტრიის გარდა, ყველა ევროპულ ქვეყანაში იმ ენაზე საუბრობენ, რა სახელსაც ქვეყანა ატარებს. ავსტრიის ოფიციალური ენა — გერმანულია.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 20 ნაკლებად ცნობილი და უცნაური ფაქტი II მსოფლიო ომის შესახებ

* 10 ექსტრემალური და უცნაური ფაქტი მზის სისტემის შესახებ

* საინტერესო ფაქტები ავსტრალიის შესახებ, რომლებიც ნამდვილად გაგაოცებთ

* მეხანძრე სიკვდილისგან ცეცხლმა იხსნა

* ანეკდოტები, კვირის ბოლოს (II ნაკრები)

* აღმოჩენილია პლანეტა, რომლიდანაც დედამიწაზე სიცოცხლე გავრცელდა

* სასაცილო სიტუაციები გზებზე (15 ფოტო)

* მიწისქვეშა ცივილიზაციებმა შესაძლოა თავი გაამჟღავნონ



2
426
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
426
  
ასევე,აქ არ არის მითითებული და ნახსენები,მარა უნდა ვთქვა,ფრანგების ნაწილი ვერ ანსხვავებს ბუდპეშტს და ბუქარესტს. ფრანგი გულშემატკივრები ბუდაპეშტის ნაცვლად ბუქარესტში ჩავიდნენ თავისი ნაკრების საგულშემატკივროთ. ერთი და ორი კი არა,2000+ ადამიანი და მათ ეძახიან ევროპელებს,ხოლო ჩვენ "ღია კარის დღეებს" გვპირდებიან.
გალები დასახლდნენ დღევანდელი საფრანგეთის ტერიტორიაზე,რომელზედაც კარლოს დიდმა ფრანკთა სამეფო შექმნა. ოსგოთებმა აპენინი დაიკავეს,ვესგოთებმა პირინეი,ხოლო ანგლებმა და საქსებმა ბრიტანეთის კუნძულები. სხვათაშორის,ფრანკთა სამეფო და კარლოს დიდის პერიოდი პირველ რაიხათ მოიხსენიება. ამით იმის თქმა მინდა,რომ არ არსებობდა ასეთი ტომი ფრანკები,გალები იყვნენ და ფრანკთა სამეფოს საფუძველი კარლოს დიდმა ჩაუყარა.

რაც შეეხება ენას,არც ბელგილები საუბრობენ ბელგიურ ენაზე,ზუსტად დასახელებას ვერ ვიხსენებ,მარა არ საუბრობენ,ასევე ფრანგულსაც აქტიურად იყენებენ.

ფრანგებს თუ ჰიუგოს ქუჩა ყველა ქალაქში აქვთ,ჩვენ ჭავჭავაძის ქუჩა გვაქვს :)
0 1 2