საქართველო
"დავრწმუნდი, რომ სამგორის გამგებლის მეგობარია თან ძაან ახლო" - ვისზე საუბრობს ირინა სარიშვილი
2022, 23 ივნისი, 12:48
პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი პარლამენტში, პრემიერ - მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წლიური ანგარიშის წარდგენას "ფეისბუქის" პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:
"ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლის მერე დავრწმუნდი რომ სამგორის გამგებლის მეგობარია თან ძაან ახლო " - ვკითხულობთ სარიშვილის პოსტში.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ ღარიბაშვილის საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა ხმაურის ფონზე წარიმართა. ღარიბაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების მისამართით შეურაცხმყოფელი შეფასებები არ დაიშურა და უმრავლესობა მათგანი დამამცირებელი ეპითეტითაც მოიხსენია.