მოვლენები გეომეტრია ფრჩხილებზე - იდეალური მანიკურის იდეები 2022, 25 ივნისი, 10:39 კარგად მოვლილი თმა, კბილები, ფრჩხილები და კანი - ეს ჩვენი სილამაზის საფუძველია. საკუთარ თავზე ზრუნვა კარგია, თუმცა, ამის მიუხედავადაც შეიძლება დაზიანდეს გარეგნობა თუ ჯანმრთელობა.
ფაქტი, რომ სწრაფი კვების პროდუქტების, ტკბილეულის და "ძეხვეულის" მიღება მავნეა ჯანმრთელობისთვის, სიმართლეა, მაგრამ ზოგჯერ, ზიანი შეიძლება ჩვეულებრივმა პროდუქტებმაც გამოიწვიოს. დიეტოლოგები არ მოგვიწოდებენ ყველაფრის დათმობისკენ, თუმცა, გონივრული ბალანსი საგრძნობლად შეაჩერებს მავნებლობის პროცესს. ცხიმიანი საკვები და ტკბილეული ხელს უწყობს ორგანიზმიდან მთლიანი კალცის შთანთქმას და შედეგად ფრჩხილები ხდება თხელი და ადვილად მსხვრევადი. მარილიანი საკვების მირთმევით შეიძლება შეფერხდეს ცინკის ფორმირება და ფრჩხილის ზრდის და ფორმირების პროცესი იკლებს. ფრჩხილების მოვლის ერთკვირიანი პროცესი შეიძლება მხოლოდ ერთმა პატარა კოლოფმა ჩიპსმა და მარილიანმა თხილმა წყალში ჩაგიყაროთ. შაქრიანი გაზიანი სასმელების ერთ-ერთი უარყოფითი გავლენა ისაა, რომ ისინი ორგანიზმიდან შთანთქავენ ყველა საჭირო და სასარგებლო ელემენტებს. თუ თქვენი ფრჩხილები სუსტი და მსხვრევადია და გაზიანი სასმელების მოყვარული ხართ, მიზეზიც ცნობილია. კარგია გქონდეთ ჯანმრთელი ფრჩხილები, თუმცა, მას რომ ვიზუალური მოვლა სჭირდება, განსაკუთრებით კი გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე, ეს უდავო საკითხია. 2022 წლის აღნიშნულ სეზონზე თვალსაჩინოა მოდური ჩრდილები. მისი სიგრძე დიდ როლს არ თამაშობს, ასევე არც ფორმა, თუმცა ფორმა ბალერინა და ოვალი მეტად აქტიურობს. გეომეტრია ფრჩხილებზე - იდეალური მანიკურის იდეებიიხილეთ აგრეთვე: მანიკურის ახალი, 2022 წლის გაზაფხული-ზაფხულის სტილი 64 4-ს მოსწონს
|