რუსეთში McDonald's-ის რებრედინგმა გაყიდვებში აქამდე არსებული ყველა რეკორდი მოხსნა
მაკდონალდსის რუსულმა რებრენდმა მოსკოვში გახსნის დღეს 120 000-ზე მეტი ბურგერი გაყიდა და ყველა აქამდე არსებული რეკორდი მოხსნა მანამ, სანამ ამერიკული ქსელი რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ქვეყანას დატოვებდა, იუწყება ბრიტანული გამოცემა Daily mail-ი
Big Macs და McFlurrys არ შეიძლება იყოს მემკვიდრე რესტორნების მენიუში, მაგრამ ახალ ფირმას გახსნის დღიდან მოყოლებული და არნახული წარმატების შემდეგ აქვს ამბიციური მიზნები.ამის შესახებ განაცხადა მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა.

McDonald's კორპორაციამ მთლიანად დატოვა რუსეთი და მაისში მიჰყიდა მის კუთვნილ ყველა რესტორანი ადგილობრივ ლიცენზიატს. ახალი სახელწოდებით "Вкусно и точка" ან "Вкусно и все", 50 რესტორანი მოსკოვში და მის გარშემო 12 და 13 ივნისს გაიხსნა.

აღმასრულებელი დირექტორი ოლეგ პაროევი ცდილობს ახალი ლოკაციების დამატებას, მაგრამ აღიარა, რომ გარკვეული პრობლემებია ინგრედიენტების და მომწოდებლების ჩანაცვლების და სხვა ფრენჩაიზებთან მუშაობის მხრივ, რომლებიც კვლავ იყენებენ მაკდონალდსის ბრენდინგს.

მაკდონალდსის გასვლა გვიჩვენებს, თუ რამდენად რთულია დასავლური სამომხმარებლო ბიზნესისთვის, გაწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა უკრაინაში მოსკოვის ქმედებების გამო, ხოლო ადგილობრივ ოპერატორებისათვის ჩანააცვლონ პოპულარული ბრენდი.

ათასობით ადამიანი, ვინც მოსკოვში, პუშკინსკაიას მოედანზე, ახალი რესტორან ფლაგმანში "Вкусно и точка"-ს გახსნაზე მივიდა, დახვდათ ახალი ლოგო, ახალი ფერთა გამა და ახალი შეფუთვა, რადგან ახალმა კომპანიამ დაკარგა უფლებები ამერიკული ჯგუფის სავაჭრო ნიშნებზე და ინტელექტუალურ საკუთრებაზე.
