კინო რობიმ რაიტი, სერიალ "მუყაოს სახლის" ვარსკვლავი, რომელიც ასაკში შედის, მაგრამ საოცრად ლამაზად გამოიყურება ასაკოვანიც კი 2022, 22 ივნისი, 13:54 რობინ რაიტი ამერიკული კინოს და ტელევიზიის მსახიობი და რეჟისორია, "ოქროს გლობუსის" პრემიის მფლობელი და "ემის" მრავალგზის ნომინანტი. მას უამრავ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული, ერთერთი მათგანი კი ზე ცნობილი სერიალი "სანტა ბარბარაა", სადაც სრულიად ახალგაზრდამ შეასრულა როლი. თუმცა რობინის საუკეთესო როლი მაინც კინოკრიტიკოსების თქმით სერიალ "მუყაოს სახლის" როლებია, სადაც მსახიობმა სრულად წარმოაჩინა თავისი სამსახიობო ნიჭი. რობინი 14 წლის ასაკში ფოტომოდელიც გახლდათ და არც თუ უცნობი საზოგადოებისათვის. 57 წლის ასაკისათვის მსახიობი და რეჟისორი ძალიან კარგად გამოიყურება, ასაკში შესვლა ზოგს უხდება და ზოგს არა, რაიტიც ერთერთი მათგანია ვინც ლამაზად შედის ასაკში და ერთერთი მათგანია რომელიც პლასტიკური ქირურგიით არ სარგებლობს. მონიკა ბელუჩის მერე რობინ რაიტი თამამად შეიძლება დავასახელოთ ასაკში შემავალი მსახიობების რიგში თუნდაც ტოპ ხუთეულში. რობინი სერიალ "სანტა ბარბარაში". აქ მსახიობი სრულიად ახალგაზრდა იყო თუმცა კინოს ექსპერტების აზრით ასაკს ხელი არ შეუშლია მისთვის როლის კარგად შესრულებისათვის. აი ასე გამოიყურება 57 წლის რობინი სადღეისოდ. 171 7-ს მოსწონს |