მუსიკა მომღერალი ლევან კბილაშვილი გარდაიცვალა 2022, 21 ივნისი, 20:02 მომღერალი - ლევან კბილაშვილი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა.ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ნონა დათეშიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"რატომ ლევან?"-წერს ჟურნალისტი ჯერჯერობით გარდაცვალების ზუსტი ინფორმაცია უცნობია, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ ლევანს კოვიდის გადატანის შემდეგ, ძვლის დაშლა განუვითარდა. ლევანი ბავშვობაში მოჭიდავე, კერძოდ ძიუდოსიტი იყო, მაგრამ ტრავმის გამო ვეღარ გაააგრძელა ჭიდაობა, სკოლის დასრულების შემდეგ მან იურიდიულზე გააგრძელა სწავლა, თუმცა მიხვდა, რომ მუსიკა იტაცებდა და მისგან იურისტი არ დადგებოდა: "ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ვყოფილიყავი წარმატებული იურისტი. ბოლო პერიოდში სახელმწიფო სამსახურში ვმუშაობდი, სადაც კარგი შედეგები მქონდა. როცა უკვე შეიძლებოდა, იურისპრუდენციაში ჩემთვის „მედლები დაეკიდებინათ“, მაშინ მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩემი და უარი ვთქვი. ისე გამოდიოდა, რომ ჩემს ცხოვრებაში მუსიკა არსებობას წყვეტდა"-ამბობდა ლევანი ერთ-ერთ ინტერვიუში. 2018 წელს მონაწილეობა მიიღო რუსულ მუსიკალურ პროექტში, სადაც ქართული სიმღერები შეასრულა. მაშინ ის ის კონსტანტინე მელაძის ჯგუფში მოხვდა. 2019 წელს ლევანი თავად გორან ბრეგოვიჩმა გაიცნო, მისი ნამღერი იმდენად მოეწონა, რომ და მასთან ერთად ბათუმში დაგეგმილი კონცერტზე გამოსვლა შესთავაზა. ლევანი საზოგადოებამ 2011 წელს გაიცნო პოპულარული პროექტი "ჯეოსტარით", თუმცა ავარიაში მოყოლის გამო, ვეღარ გააგრძელა პროექტში მონაწილეობა, 2017 წელს ასევ მონაწილეობდა "ვოისში" სადაც ის ნახევარფინალისტი გახდა. მომღერალი 31 წლის იყო. 310 3-ს მოსწონს
|