ჯანმრთელი კვება 10 საუკეთესო ქართული კერძი, რომელთაც ვერ დაივიწყებ 2022, 21 ივნისი, 14:04
ქართული საჭმელი ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვისაა მისაღები. არ აქვს იმას მნიშვნელობა ჭამთ თუ არა ხორცს, მშიერი არ დარჩები. ვეგეტარიანელებსაც უამრავი გემრიელი ქართული კერძის გასინჯვა შეუძლიათ.
აქაა ჩვენი ათეული აუცილებლად გასასინჯი ქართული კერძებისა, რომლის გემო არ დაგავიწყდებათ და ადვილად იპოვით ნებისმიერ ქართულ რესტორანში. ხინკალი პირველი მათგანი ხინკალია, რომელიც წარმოიშვა საქართველოს მთიან რეგიონში. ხინკალი გავს ცომის გუფთას, რომელშიც გვხვდება ან ხორცი, ან ყველი, ან კარტოფილი, ან სოკო. ყველაზე გავრცელებული ვარიანტი ხორცით კეთდება. კარგ ხინკალს შიგნით უნდა ჰქონდეს წვენი. ხინკალს ჭამენ ხელებით, პირველ რიგში პატარაზე უნდა მოკბიჩოთ ცომი და მოხვრიპოთ წვენი, შემდეგ კი შეჭამოთ. ხინკალს გემოვნების მიხედვით ამატებენ შავ პილპილს, ან ძმარს. ხაჭაპური ხაჭაპური ტრადიციული ქართული საჭმელია, რომელიც არის იდიალური თან წასაღებად. ის შედგება სპეციალურად მომზადებული ცომისა და ყველისგან. ზოგი მას პიცასთან აკავშირებს, მაგრამ ხაჭაპურს არ აქვს დამატებითი ელემენტები და არც ისეთი კომპლექსურია, როგორც პიცა. ხაჭაპურის მრავალი სახეობა არსებობს. ჩვენ ათეულში რეკომენდაციას ვუწევთ გემის ფორმიან აჭარულ ხაჭაპურს. ფხალი ფხალი ქართული ტრადიციული კერძია. მისი ყველაზე გავრცელებული ვარიანტი კეთდება ისპანახისგან და ჭარხლისგან. ფხალი აუცილებლად გასასინჯი კერძების სიაშია ვეგეტარიანელებისთვის. ფხალი ცივი აპეტაიზერია, შედგება დაკეპილი ბოსტნეულისგან, რომელიც შეზავებული ნიგვზით, მწვანილით, ხახვითა და ნივრით. საცივი საცივი კიდევ ერთი ქართული ცივი კერძია, რომელიც უნდა გასინჯოთ. ესაა ნიგვზის სოუსი, რომელშიც შეიძლება იდოს ინდაური, ქათამი ან თევზი. საცივს ტრადიციულად საახალწლო სუფრაზე მიირთმევენ. ელარჯი ელარჯი სამეგრელოს რეგიონის მადისაღმძვრელი კერძია, რომელიც ჭკუიდან გადაგიყვანს. ის შედგება უხეშად დაფქული სიმინდის ფქვილისა და ყველისგან, რომლებიც ერთად იხარშება. ელარჯი ითვლებოდა საპატიო სტუმრისთვის მისართმევ კერძად. ნიგვზიანი ბადრიჯნის ხვეულა ნიგვზიანი ბადრიჯანი კიდევ ერთი ცივი აპეტაიზერია. ის არის ვეგეტარიანული საჭმელი და ხშირად ფხალთან ერთად მიართმევენ სუფრაზე. ნიგვზიანი ბადრიჯნის ხვეულა კეთდება შემწვარი ბადრიჯნისგან და შეზავებული ნიგვზისგან, რომლებიც გადახვეულია ერთად. ჩაქაფული ჩაქაფული კიდევ ერთი მადისაღმძვრელი ქართული კერძია, რომლის გემოსაც ვერ დაივიწყებთ. ის ტრადიციულად კეთდება ცხვრის ხორცისგან, ტარხუნისგან, ტყემლისგან, მშრალი თეთრი ღვინისგან, მწვანილებისა და ნივრისგან. ჩიხირთმა ჩიხირთმა გემრიელი ქართული წვნიანია, რომელიც მიიჩნევა პახმელიის წამლად. მთავარი ინგრედიენტი არის ქათამი, ძმართან, კვერცხთან და ნიორთან ერთად. ხარჩო კერძი, რომლსაც ასევე ვერ დაივიწყებ ხარჩოა, ტრადიციული ქართული წვნიანი. მთავარი ინგრედიენტებით: ძროხის ხორცი, ბრინჯი, ტყემალი. ლობიო ქოთანში ბოლო, მაგრამ არანაკლებ გემრიელი არის ლობიო ქოთანში. ეს არის ვეგეტარიანული კერძი, რომელსაც ძირითადად მწნილთან ერთად მიირთმევენ. წყარო: georgiantravelguide.com 467 2-ს მოსწონს
|