x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134541
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ასტრონომებმა ჩვენს სიახლოვეს ორი საინტერესო ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს
ასტრონომებმა მზის სისტემიდან “სულ რაღაც” 33 სინათლის წლის დაშორებით სუპერდედამიწის ტიპის ორი პლანეტა აღმოაჩინეს. ორივე პლანეტა დედამიწაზე ოდნავ დიდია და კაშკაშა წითელი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს. ეგზოპლანეტების ზედაპირული ტემპერატურა ცოტათი ცხელია სიცოცხლის არსებობისთვის, მაგრამ ორიდან ერთ მათგანს, რომელიც საკუთარი ვარსკვლავიდან ოდნავ მოშორებით მდებარეობს, შესაძლოა წყლის ორთქლისგან შემდგარი ატმოსფერო გააჩნდეს. უფრო დაწვრილებით პლანეტების მახასიათებლების შესახებ ინფორმაციებს ნათელს ჯეიმს ვების სუპერტელესკოპი მოჰფენს, რომელიც ასტრონომებმა ცოტა ხნის წინ გაუშვეს კოსმოსში.


ორივე საინტერესო ეგზოპლანეტა ესპანურ გრანადაში მდებარე ასტროფიზიკის ინსტიტუტის საერთაშორისო გუნდმა აღმოაჩინა, რომელსაც რაფაელ ლუკი უდგას სათავეში. მეცნიერებმა ეგზოპლანეტებზე ეგრეთ წოდებული “ტრანზიტის მეთოდით” დაკვირვებისთვის TESS-ის კოსმოსური ტელესკოპი გამოიყენეს. HD 260655 - ასე ჰქვია წითელ ჯუჯა ვარსკვლავს, რომლის გარშემოც პლანეტები ბრუნავენ.


მეცნიერების მტკიცებით, ერთ-ერთი პლანეტის წყლის ორთქლისგან შემდგარი ატმოსფერო შესაძლოა იმის ვარაუდის საფუძველს იძლეოდეს, რომ ციური სხეულის ზედაპირი უცხოპლანეტელი ორგანიზმებით არის დასახლებული. გამოითქვა ჰიპოთეზა, რომ პლანეტა ზომაში რეალურად გაცილებით უფრო პატარაა და მის შედარებით დიდ ზომას წყლის ორთქლი განაპირობებს, რომელიც ზედაპირს ჭარბად ეკვრის გარს.


ორივე ეგზოპლანეტა მეცნიერებისთვის უაღრესად საინტერესოა და ისინი მოუთმენლად უცდიან ჯეიმს ვების ტელესკოპის მუშაობის დაწყებას, რათა ყველაზე საინტერესო დეტალებს მოეფინოს ნათელი.



ცნობისათვის, ჯეიმს ვების ტელესკოპი კოსმოსში 2021 წლის 25 დეკემბერს გაუშვეს. მის შექმნას და გაშვებას 10 მილიარდი დოლარი და უამრავი სპეციალისტის ათეულობით წლის მუხლჩაუხრელი შრომა დასჭირდა. ტელესკოპს უნარი შესწევს, აღმოაჩინოს სიცოცხლის ნიშნები ათეულობით და ასეულობით სინათლის წლით დაშორებული ეგზოპლანეტების ზედაპირზე.


ეგზო

0
105
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0