x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
"FIM-92 Stinger"-ი, ამერიკული გადასატანი საზენიტო, სარაკეტო კომპლექსი რომელიც ჯოჯოხეთს უწყობდა და უწყობს საბჭოთა და რუსულ ავიაციას
image

ამერიკული გადასატანი, საზენიტო სარაკეტო კომპლექსი "Stinger"-ი ამერიკელი ინსტრუქტორების დახმარებით ძალიან ეფექტური გადასატანი კომპლექსი აღმოჩნდა ავღანელი მოჯაჰედების ხელში, სწორედ მისი გამოჩენის მერე გახშირდა ავღანეთში საბჭოთა არმიის კონტიგენტის საფრენი საშუალებების, კერძოდ კი სამხედრო თვითმფრინავების და ვერტმფრენების ჩამოგდების რაოდენობა.


ამერიკული ადასატანი, საზენიტო სარაკეტო კომპლექსი განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა ავღანეთის მთიან რელიეფზე დაბალ სიმაღლეზე მფრენი საბჭოთა მოეირიშეების თუ დამრტყმელი ვერტმფრენების წინააღმდეგ ბრძოლაში.
სწორედ აღნიშნული კომპლექსის საპირწონედ დაიწყეს ავღანეთში საბჭოთა სამხედრო ავიაციაზე სითბური ხაფანგების გამოყენება, რათა ავიაციისათვის აღნიშნული კომპლექსებისაგან დაეცვათ თავი, თუმცა ავღანელი მოჯაჰედების ამერიკელმა ინსტრუქტორებმა სწრაფად აუღეს ალღო საბჭოთა სამხედრო ავიაციის სიახლეს სითბური ხაფანგების სახით და თუ ადრე ერთ რაკეტას ესროდნენ საბჭოთა სამხედრო თვითმფრინავებს თუ ვერტმფრენებს, ახლა უკვე ზედიზედ ორ რაკეტას ესროდნენ, შედეგიც სწრაფად დგებოდა, პირველი რაკეტის მოგერიება ხდებოდა სითბური ხაფანგის მეშვეობით, მეორე რაკეტა კი სითბური ხაფანგის გამოყენების შუალედში აგდებდა სამხედრო საფრენ საშუალებას.


ამ ეტაპზე კი აშშ-ს მიერ უკრაინისათვის მიწოდებული "სტინგერებით" უკრაინელი მეზენიტეები წარმატებით უმკლავდებიან რუსულ მოიერიშეებს, ბომბდამშენებს, დამრტყმელ ვერტმფრენებს თუ უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებიც დაბალ სიმაღლეზე გადიან დასაბომბ ობიექტებზე უკრაინული სტაციონარული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისაგან თავდაცვის მიზნით.
აღნიშნული კომპლექსის წარმოება დაიწყო ამერიკულმა კორპორაციამ "General Dynamics"-მა 1981 წელს, კომპლექსის მოდერნიზებაც მოხდა და სადღეისოდ სწორედ ეს მოდერნიზებული "სტინგერები" წარმატებით ანადგურებს აგრესორის სამხედრო ავიაციას.



0
116
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
116