საქართველო "ეს საქართველოსთვის ფხიზლად ყოფნის მომენტია"- რაზე საუბრობს კარლ ჰარცელი? 2022, 18 ივნისი, 13:22 ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ეხმაურება ევროკომისიის განცხადებას და აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება გვიბიძგებს ფხიზლად ყოფნისკენ."ეს საქართველოსთვის ფხიზლად ყოფნის მომენტია... თქვენი ბედი თქვენს ხელშია" - განაცხადა მან. ცნობისთვის, ევროკომისია ევროპულ საბჭოს რეკომენდაციას აძლევს, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, საქართველოსთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება. ასევე, გთავაზობთ ევროკავშირის ელჩის განცხადებას: "თუ ყველა წევრი ქვეყანა დათანხმდება, საქართველოს სტატუსი ევროკავშირთან ურთიერთობაში ახალ სიმაღლეზე ავა. ამ პოზიციიდან კანდიდატის სტატუსზე გადასვლის პერსპექტივა კიდევ ერთი გზაა იმის სათქმელად, რომ ქვეყანა მზად იქნება დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრობისთვის მას შემდეგ, რაც საქართველო შეასრულებს პრიორიტეტების ნაკრებს, როგორც ეს მოსაზრებაშია ასახული", - განაცხადა მან. 17 1-ს მოსწონს
|