x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
არა მარტო მერლინ მონრო და ბრიჟიტ ბარდო-გასული საუკუნის შუა ხანების ნახევრად მივიწყებული ლამაზმანები

image

როდესაც გასული საუკუნის შუა ხანების სექს-სიმბოლოებზე არის საუბარი, პირველ რიგში გვახსენდება ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც იყვნენ მერლინ მონრო, სოფი ლორენი, ბრიჟიტ ბარდო, ელიზაბეტ ტეილორი, ოდრი ჰეპბერნი და კიდევ რამდენიმე, თუმცა იყვნენ სხვებიც, არანაკლებ პოპულარულები თავიანთ სამშობლოში, თუმცა ფართო საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილები დარჩნენ სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო.დღეს სწორედ ასეთ ლამაზანებს გავიხსენებთ.


კერსტინ ანიტა მარიანე ეკბერგი — შვედი მსახიობი, მოდელი და სექს-სიმბოლო. ძირითადად მოღვაწეობდა იტალიაში. სახელი გაითქვა სილვიას როლის შესრულებით ფედერიკო ფელინის ფილმში „ტკბილი ცხოვრება"

image

საბრინა(ნორმა ან სიკესი)-ინგლისელი გლამური მოდელი და მსახიობი.

image

ჯოი ჰითერტონი -ამერიკელი მსახიობი, მოცეკვავე და მომღერალი, 1960-იანი წლების სექს-სიმბოლო.

image

ბეტი ბროსმერი-ამერიკელი მოდელი, ყოფილი ბოდიბილდერი და ფიზიკური ფიტნეს ექსპერტი. 1950-იან წლებში ის იყო პოპულარული კომერციული მოდელი და პინ-აპ გოგონა.

image

ჟაკლინ ბისეტი-ინგლისელი მსახიობი, ძირითადად მოღვაწეობდა ფრანგულ კინოში, სახელი გაითქვა ფილმებით "კაზინო როიალი" და "ორნი გზაზე"

image

ჰაიდი ბრიული-გერმანელი მსახიობი და მომღერალი იღებდნენ ჰოლივუდშიც, იყო ევროვიზიის მონაწილე ითამაშა 50-მდე ფილმში გარდაიცვალა 1991 წელს, 49 წლის ასაკში სარძევე ჯირკვლის კიბოთი.

image

ბარბარა ბრილსკა-პოლონელი მსახიობი, ჩვენში კარგად ცნობილი ნადიას როლით "ბედის ირონიაში" 60-იანი წლების სექს სიმობოლოდ იქცა, განსაკუთრებით ფილმი "ფარაონის"(1966) გამოსვლის შემდეგ.

image

ჯეინ მენსფილდი-ამერიკელი მსახიობი, "პლეიბოის" მოდელი, სექს-სიმბოლო 1950-იან წლებში, თუმცა მუდამ მერლინ მონროს ჩრდილქვეშ მყოფი, გარდაიცვალა მონროსავით ახალგაზრდა 1967 წელს 34 წლის ასაკში, მსახიობი ავტოავარიაში დაიღუპა.

image

რიტა ჰეივორთი — ესპანური და ანგლო-ირლანდიური წარმომავლობის ამერიკელი მსახიობი, რომელმაც პოპულარობა 1940/50-იან წლებში მოიპოვა, როგორც ეპოქის წამყვანმა სექს-სიმბოლომ.

image

ლანა ტერნერი-ამერიკელი მსახიობი. იყო 1940-1950-იანი წლების სექს-სიმბოლო. თითქმის 50 წლიანი კარიერის განმავლობაში მან მოიპოვა პოპულარობა, როგორც პინ-აპ მოდელი და დრამატული მსახიობი.

image

ჯეან სტერლინგი-ამერიკელი მსახიობი, ოსკარის ნომინანტი და ოქროს გლობუსის მფლობელი 1954 წელს.

image

მილენ დე მონჟო-ფრანგი მსახიობი და მოდელი(ნახევრად უკრაინელი)50/60 წლების სექს-სიმბოლო, ჩვენში ცნობილია ფილმით 'ფანტომასი"(ელენი-ჟურნალისტ ფანდორის საცოლე)ითამაშა 50-ზე მეტ ფილმში.

image

დოლორეს დე რიო-მექსიკელი მსახიობი, მომღერალი და მოცეკვავე , ჰოლივუდის პირველი ვარსკვლავი ლათინური ამერიკიდან.

image


მარია მონტეზი-
დომენიკელი მსახიობი, ითამაშა 26 ფილმში, როგორც ჰოლივუდში, ასევე ევროპაში, ითვლებოდა 40-იანი წლების სექს სიმბოლოდ და გლამურ გოგონად, გარდაიცვალა 1951 წელს 39 წლის ასაკში, აბაზანაში ბანაობის დროს ზომაზე მეტად ცხელმა წყალმა გულის გაჩერება გამოიწვია.

image

ჯეინ რასელი- ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და მოდელი. ცნობილია როგორც ჰოლივუდის ერთ-ერთი წამყვანი სექს-სიმბოლო 40-იან და 1950-იან წლებში.


image

0
827
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
827
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0