საქართველო "კარგია, რომ ზურაბიშვილმა უკან დაიხია" - ირაკლი კობახიძე 2022, 15 ივნისი, 17:05 ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ ბრიფინგს გამოეხმაურა. "კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილმა უკან დაიხია მისი განცხადებიდან, როდესაც სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი ერთ სიბრტყეში დააყენა და თქვა, რომ ქვეყანა "არცერთს არ უნდა გადავაყოლოთ". არ გვგონია, რომ სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი განცხადება მისი სამარცხვინო შინაარსის დაგვიანებით გაცნობიერების გამო გადააკეთა. როგორც ჩანს, მან ნახა საზოგადოების განწყობა და უმძიმესი რეაქციები, მიხვდა რომ ამ განცხადების უკიდურესი უსამართლობა და უმადურობა მის იმიჯს ძლიერ დააზიანებდა და უკან დახევა ამიტომ მოუწია". 202 1-ს მოსწონს
|