საქართველო
"მთელი 10 წელია "ა@@@@@თ" პატივცემულო ოპოზიციავ და ეს ყველაფერი თქვენი დამსახურებააცაა" - რაში ადანაშაულებს თეა თუთბერიძე ოპოზიციას
2022, 14 ივნისი, 23:28
"კმარას" ყოფილი ლიდერი თეა თუთბერიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს ავრცელებს, სადაც მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ღია ანტიდასავლური რიტორიკის გავრცელებაში სწორედ ოპოზიციას ადანაშაულებს:
"ნიუსების სათაურებს გადავხედე და ხელისუფლებაში მოკალათებულ ივანიშვილის მონებს ღიად რუსული და ღიად ანტიდასავლური რიტორიკისთვის მიუყვიათ ხელი (საქმით ასე იყო 2012-დანვე რაც ხელისუფლება ჩაიგდეს ხელში, მაგრამ სიტყვიერად მაინც ამდენს ვერ ბედავდნენ).
ახლა უკვე რეალური წყალგამყოფია - ან ეგენი და რუსული ჭაობი, ან ევროპა და ქვეყნის კეთილდღეობა და მომავალი!
P.S. მთელი 10 წელია ‘ანძრევთ’ პატივცემულო ოპოზიციავ და ეს ყველაფერი თქვენი დამსახურებააცაა სხვათაშორის ამდენს რომ ბედავენ!!!" - წერს თეა თუთბერიძე.