x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
კაცი, რომელიც ვერ იტანდა მაღალ ადამიანებს - კრიმინალური არქივიდან
image

1971 წლის 14 ივნისს, დილით ქალაქ კრასნოდარში მოხდა საშინელი ტრაგედია - აფეთქდა საქალაქო ავტობუსი, რომელმაც 10 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაიჭრა 90. გამოძიებამ სულ მალე დაადგინდა დამნაშავე. იგი აღმოჩნდა პეტრე ველინსკი, პროფესიით ექიმი, რომელიც ვერ იტანდა მაღალ ადამიანებს.



Intermedia.ge გაგაცნობთ ამ დრამატული ისტორიის დეტალებს.



პეტრე ვოლინსკი დაიბადა 1939 წლის 25 ნოემბერს კრასნოდარში. ობლად გაიზარდა ჯერ დაამთავრა სტავროპოლის სუვოროვის სახელობის სამხედრო სკოლა. შემდეგ ჩაირიცხა ყუბანის სამედიცინო ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1968 წელს ექიმი-თერაპევტის განხრით. კურსელების მოგონებების თანახმად, ის ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში იქცეოდა უცნაურად : მუდმივად თან ატარებდა ჩემოდანს, რომელშიც რაღაც წიკწიკებდა და დროდადრო მაღვიძარა რეკავდა.თუმცა მაშინ ამის გამო სერიოზულ ეჭვები არ აღძვრიათ.



კირილ ჩერედნიჩენკომ, კგბ-ს ოფიცერმა, რომელიც კურსკის ოლქიდან გადაიყვანეს და რომელმაც მისგან ოთახი იქირავა კრასნოდარში. ყურადღება გაამახვილა ვოლინსკის უცნაურ ქცევებზე. გაირკვა, რომ ვოლინსკის საკუთარი ბინის მეხუთე სართულიდან ჩაშვებული ჰქონდა თოკებზე მბმული ალუმინის თეფშები და ამბობდა, რომ ეს იყო სიგნალიზაცია მძარცველების შემოჭრის შემთხვევაში.

image

ამის შესახებ ინფორმირებული იყო ინსტიტუტის რექტორატი, რომელმაც თავის მხრივ ფსიქიატრიის განყოფილების ხელმძღვანელს ნიკოლაი ხრომოვს დაავალა პრევენციული საუბარი სტუდენტთან, მაგრამ ვოლინსკიმ პროფესორის მიმართ სიბრაზე გულში ჩაიდო.


ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ვოლინსკი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა რეგიონის სამედიცინო დაწესებულებებში (კერძოდ, ბრაუხოვეცის რაიონულ საავადმყოფოში, სადაც მან ვერ გაიარა გამოსაცდელი ვადა, ნოვოდერევიანკოვსკის რაიონულ საავადმყოფოში და ასევე რაიონულ კლინიკაში) მას შემდეგ, რაც რეგიონალურმა ჯანდაცვის სამმართველომ მიიღო საჩივრები პაციენტებისგან, რომ ვოლინსკი მკურნალობის დროს მათ თითებს უწვამდა სპირტქურით, მას აეკრძალა საექიმო პრაქტიკა, ხოლო პროფესორმა ხრომოვმა პეტრეს შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვა.ამის შემდეგ, ვოლინსკი ჯერ დამხმარე მუშად მუშაობდა მშენებლობაზე შემდეგ კი მტვირთავად ჩარხშენებელ ქარხანაში.



ვოლინსკიმ განუვითარა არასრულფასოვნების კომპლექსი, რომელიც დაკავშირებული იყო მის დაბალ სიმაღლესთან (160-165 სანტიმეტრი). მან შეადგინა ორი ბლოკნოტი, რომელთაგან ერთში ჩაწერა მის მიერ დაარსებული "დაბალი ადამიანების ლიგის" წესდება, ხოლო მეორეში, კერძოდ, მან აღწერა საკუთარი იძულებითი სტერილიზაცია რეგიონალურ ფსიქიატრიულ კლინიკაში .



ვოლინსკის ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ დაბალი, ისევე როგორც თვითონ არის, უნიკალური, გონებაგხსნილი და ნიჭიერი ხალხია, ხოლო მაღლები მათ დამცირებას ცდილობენ ამიტომ, მცირე ზომის ადამიანები უნდა გაერთიანდნენ, რათა გაანადგურონ მაღალი მოქალაქეები და მაღალი თანამდებობის პირები, წერდა ვოლინსკი.


ვოლინსკიმ თავის დღიურებში აღნიშნა, თუ როგორ დადიოდა ის კრასნოდარის ქუჩებში და უსვამდა კითხვებს დაბალ მამაკაცებს იმის შესახებ, არიან თუ არა მზად ებრძოლონ მაღალ მამაკაცებს. იგი ასევე ამტკიცებდა რომ იპოვა შვიდი თანამოაზრე.


გარდა ამისა, ვოლინსკი ძალიან განაწყენებული იყო მათზე, ვინც საექიმო უფლება ჩამოართვა და გადაწყვიტა შური ეძია მათზე, ვისაც ამაში დამნაშავედ თვლიდა და კოლეგებსაც კი მიანიშნა ამ განზრახვის შესახებ.



საჭირო კომპონენტების მოპოვების შემდეგ მან დაიწყო ასაფეთქებელი მოწყობილობის აწყობა და 1971 წლის იანვარში დანაღმა პროფესორ ხრომოვის ბინის შესასვლელი. მოწყობილობა, რომელიც ტერორისტმა კარზე ჩამოკიდა, შედგებოდა ცეცხლმაქრის კორპუსისგან, რომელიც სავსე იყო უკვამლო დენთით და საკისრების ბურთულებისგან, ლეტალური ძალის გასაზრდელად, რომლის საპირწონედ ეკიდა უთო. წონასწორობის დარღვევისას აფეთქება უნდა მომხდარიყო, მაგრამ ფხიზელი მეზობლის (სხვა ვერსიით, ხრომოვთან მისული სტუმრების) წყალობით დანაღმული კარი დროულად აღმოაჩინეს.


ადგილზე მისულმა მილიციელებმა გულგრილობა გამოიჩინეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადგილი ჰქონდა ჩვეულებრივ ხულიგნობას, დამნაშავის ძებნა არც უცდიათ, ხოლო ასაფეთქებელი მოწყობილობა მდინარე ყუბანში მოისროლეს.


ვოლინსკიმ ასევე სცადა აფეთქების მიზნით კინოთეატრ „ავრორაში“ შეპარვა ჩემოდნით ხელში, რომელშიდაც ბომბი იდო, მაგრამ ბედად იმ დღეს დარბაზში იმყოფებოდნენ ქალაქის ხელმძღვანელი პირები, ამიტომ ადმინისტრატორმა მოსაწვევი ბილეთის გარეშე არ შეუშვა დარბაზში.



ტერაქტი მოხდა 1971 წლის 14 ივნისს. ქალაქის N1 ავტობუსში სვლაგეზი „ გერცენის ქუჩა - რადიქარხანა“, რომელშიდაც 100-მდე მგზავრი იმყოფებოდა. დაახლოებით დილის 8:20 წუთზე, ვოლინსკი ავტობუსში ჩაჯდა და ბომბიანი ჩემოდანი იატაკზე საწვავის ავზის გვერდით დადგა .იგი მალევე ჩამოვიდა, შემდეგ გაჩერებაზე (იმ გაჩერებაზე დილაობით ძალიან იშვიათად ვინმე თუ ჩადიოდა, ეს მოგვიანებით ძალზე წაადგა გამოძიებას, რადგან თითქმის ყველას დაამახსოვრა უკაცრიელ გაჩერებაზე ჩასული კაცი).


აფეთქება დაახლოებით დილის 8:30 საათზე ტურგენევის ქუჩაზე მოხდა. მოწმეების თქმით აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ავტობუსი ჰაერში აისროლა, აფეთქების ტალღამ ახლომდებარე ხეები გადატეხა, ხოლო მიმდებარე სახლების კარ-ფანჯრები ჩაამტვრია. ხუთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხუთი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, ავტობუსში მყოფი თითქმის ყველა მგზავრი დაშავდა ასაფეთქებელი მოწყობილობაში იდო საკისრები, საკისრის ბურთულები და ლურსმნები რამაც ავტობუსის ავზის გახვრეტა გამოიწვია, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.

მძღოლმა, რომელსაც მნიშვნელოვანი დაზიანებები არ მიუღია, მოახერხა ჩაკეტილი კარების გაღება და საბურისით შუშები ჩაამტვრია, თუმცა მძიმედ დაშავებულებმა მაინც ვერ მოახერხეს სალონიდან გადმოსვლა და მასში დაიწვნენ.

imageimage


იმავე დღეს დადგინდა, რომ აფეთქდა თვითნაკეთი ბომბი. გადარჩენილმა მგზავრებმა თქვეს, რომ ავტობუსში იყო დაბალი მამაკაცი კეპიანი ქუდით და დიდი შავი ჩემოდანით. გარდა ამისა, აფეთქების ადგილზე აღმოაჩინეს ცეცხლმაქრის ნაჭერი. როდესაც სამართალდამცავებმა დაიწყეს მსგავსი დანაშაულების გადამოწმება, მათ აღმოაჩინეს შემთხვევა ფსიქიატრის სიცოცხლის მოსპობის მცდელობის შესახებ, რომელიც კვალიფიცირდებოდა როგორც ხულიგნობა. ექიმმა დაკითხვისას განაცხადა, რომ ვოლინსკიზე ჰქონდა ეჭვი.

image

კგბ-ს რეგიონალურმა განყოფილებამ ვოლინსკი იპოვა აფეთქებიდან ორ დღეში.ტერორისტის სახლში აღმოაჩინეს გაზის ბალონები, ერთი ყუთი დენთი, დაშლილი საკისრები, ნიქრომის მავთული.(ასაფეთქებელი ნივთიერებები საკმარისი იქნებოდა ხუთსართულიანი შენობის ასაფეთებლად), ლიტერატურა ფეთქებადი ნივთიერებების შესახებ, ასევე ნაპოლეონ I-ის პორტრეტი ზედ წარწერით "მე შემიძლია ყველაფერი გავაკეთო".


გარდა ამისა, ვოლინსკიმ გულდასმით დათვალა ასაფეთქებელი მოწყობილობების ღირებულება, რის შედეგადაც გამომძიებლებმა შეძლეს დაედგინათ, რომ აფეთქებული ბომბი მას 40 მანეთი დაუჯდა.

image

1971 წლის ზაფხულში ტერორისტი დააკავეს კრასნოდარ-1 სარკინიგზო სადგურთან. როდესაც მას დაკითხვისას ჰკითხეს, რამ უბიძგა ასეთი დანაშაულის ჩადენა, მან უყოყმანოდ უპასუხა: „მეზიზღება ადამიანები“ დაკითხვის დროს კი ამტკიცებდა, რომ მან დახოცა ადამიანები იმის გამო, რომ "მაღალი ადამიანები ყოველმხრივ ამცირებენ დაბლებს".

imageფოტოზე: მოწმე ამოცნობის პროცესზე



წლების განმავლობაში ვოლინსკი ქალაქის №2 ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწვა ცალკე პალატაში, 2000-იან წლებში იგი ჟურნალისტმა ედუარდ საფრონოვმა მოინახულა.საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ვადიმ ზახაროვმა საფრონოვს უთხრა, რომ ვოლინსკი ამ საავადმყოფოში მრავალი წელია იმყოფება. ზახაროვის თქმით, ვოლინსკი "ყველაზე საინტერესო თანამოსაუბრეა", მაგრამ "როგორც ჩანს, სიცოცხლის ბოლომდე ის იცხოვრებს საკუთარი თეორიის ტყვეობაში, რომ მთელი სამყარო იყოფა "დიდებად" და" პატარებად". უბრალოდ ნაპოლეონის კომპლექსი აქვს. იგი ბოლოს 2015 წელს კიდევ ერთმა ყუბანელმა ჟურნალისტმა ნახა.ამბობენ ვოლინსკი 2019 წელს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალაო.


image


რუბრიკა "კრიმინალური არქივიდან" იხილეთ <<ამ ბმულზე

0
1083
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1083
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0