ყველას უყვარს ფილმები დასამახსოვრებელი კოსტიუმებით, განსაკუთრებით კი თუ საქმე საცურაო კოსტიუმებს ეხება. წარმოგიდგენთ ყველაზე დასამახსოვრებელ საცურაო კოსტიუმებს ცნობილი ფილმებიდან და სერიალებიდან, რომლებმაც მოდაში ახალი ტენდენცია შემოიტანეს:
1. “მანინა-გოგონა ბიკინიში" 1952
ბრიჯიტ ბარდო ერთ-ერთი პირველი კინომსახიობი იყო, რომელიც კამერის წინ გამოჩნდა ორნაწილიანი საცურაო კოსტუმით. ფირზე, სახელწოდებით „მანინა-გოგონა ბიკინიში“, 50-იანი წლებისთვის ეს კოსტიუმი საკმაოდ თამამი იყო და გამოხმაურებაც მოჰყვა.
2. “როგორ გავთხოვდე მილიონერზე" 1953
ფილმში მერილინ მონროს გმირი მოდის ჩვენებაში მონაწილეობს და მდიდრულ საცურაო კოსტუმს ატარებს. იმისდა მიუხედავად, რომ ეს სტილი დიდი ხანია მოდიდან გავიდა, ზოგიერთი გოგონა დღესაც ცდილობს მსგავსი საცურაო კოსტუმის პოვნას.
3. “აუზი" 1969
ფილმში რომი შნაიდერის პერსონაჟს რამდენიმე საცურაო კოსტუმი აცვია, ყველა მათგანი შავი ან თეთრი იყო. საცურაო კოსტიუმების ფერთა პალიტრა შექმნილია გმირის ელეგანტურობისა და თავშეკავების ხაზგასასმელად.
4. “უზომოდ შეყვარებული" 1981
ფილმში პრინცესამ, რომლის როლსაც ორნელა მუტი ასრულებდა, ზღვის პირას დასასვენებლად შავი ლენტებით მორთული თეთრი საცურაო კოსტუმი აირჩია. უკანა მხარეს ღრმა ამოჭრით, თავად მსახიობი კი განუმეორებლად გამოიყურებოდა.
5. “მალიბუს მაშველები" 1989
პამელა ანდერსონის გმირს ამ ცნობილი სერიალიდან ყველა იცნობს, ისინიც კი, ვინც შოუს საერთოდ არ უყურებდა. თავად ამ წითელმა საცურაო კოსტიუმმა კი უზომო პოპულარობა მოიპოვა.
6. “მოკვდი, მაგრამ ახლა არა" 2002
ჯეიმს ბონდის ერთ-ერთ გოგონას, რომლის როლსაც ჰოლი ბერი ასრულებს ნარინჯისფერი საცურაო კოსტიუმი აცვია, რომელიც ნამდვილად საკულტო გახდა. მსახიობს ძალიან ბევრი ბიკინის და ქამრის მორგება მოუწია იმ ერთადერთის ამოსარჩევად, რომელიც ბონდიანაში დასამახსოვრებელი იქნებოდა.
7. “ლარა კროფტი" 2003
ანჯელინა ჯოლის საცურაო კოსტიუმში ძალიან იშვიათად თუ ნახავთ, გამონაკლისი ალბათ მხოლოდ ეს ფილმია. ამ შავი ბიკინის წარმოდგენისას მხოლოდ ერთი რამ შეიძლება გაგახსენდეთ და ეს არის პრაქტიკულობა.
8. “უბის წიგნაკი" 2004
ვის არ უნახავს ერთ-ერთი ცნობილი რომანტიული ჟანრის ეს ფილმი? რეიჩელ მაკკადამსისის შესრულებით ელის პერსონაჟი სწორედ ამ საცურაო კოსტიუმით გამოჩნდა კადრში და ნამდვილად დასამახსოვრებელიც გახადა.