x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
თბილისში სამების ეკლესიის წინ ღრეობა და დისკოთეკა იმართება(ვიდეო)
image


"ეს მდგომარეობა ნორმალურია?? არა მართლა მაინტერესებს, ფურცელაძის 12 ნომერში, პატარა სამების ტაძრის ტერიტორიაზე...ასეთი ამბავია ღამითაც, ხმაურია სულ ... რუსები არიან თან..."-წერს სოციალურ ქსელში სოფო ნეფარიშვილი.



"გული მწყდება ასე ფეხქვეშ გათელილ რომ ვხედავ ჩემს ქვეყანას. ჩვენი მთავრობა კი მხოლოდ საკუთარ ცხოვრებას იწყობენ."



"ესენი არ გვართმევენ ქართველობას. ამათი ავხორცობა და ასეთი ზედახორა მოსაწონია?"


"უკრაინელებმაც იციან რუსული, და სხვა სლავური ქვეყნების წარმომადგენლებაც ეს საქციელი რა თქმა უნდა ძალიან ცუდია, მაგრამ ასე დაზუსტებით თქმა: "სულ ...რუსები არიან თან..." არ არის სწორი


საქართველოში ახლა ჩამოსული რუსების დიდი ნაწილი უჭერს მხარს უკრაინას და ერთმანეთში კარგი თუ არა, ნეიტრალური ურთიერთობა აქვთ"


"გაეთრიეთ ჩემი ქვეყნიდან!


ყველაფრის ღირსები ხართ, ვინც პატრულს არ იძახებთ!"


"იმათთვის, ვინც აქ უაზრო კომენტარს აკეთებს: აქ ხალხი ვცხოვრობთ და ისეთი გუგუნი იყო, სახლებში ვიმალებოდით; სამანქანო გზაზე დადგეს მაგიდები, ნებართვის გარეშე; იკავებენ მთელ გარე სივრცეს, ეკლესიის ეზოს ჩათვლით; ყოველ ღამე, შუაღამემდე ვუსმენთ მთვრალი რუსების ხორხოცს; პატრული არ აკონტროლებს ხმაურს 12- ის შემდეგ; ეს ის ხალხია, რომლის ჯარისკაცები კლავენ და აუპატიურებენ თოთო ბავშვებს ; არსად დაედგომებათ, საქართველოს და "მსგავსი " ქვეყნების გარდა და ძალიან ვბრაზდებით ამაზე.


გაიგეთ, უთავმოყვარეო ხალხო?!"-წერენ კომენტარებში



image
თბილისის წმიდა სამების სახელობის ეკლესია — XVIII-XIX საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური ეკლესია თბილისში, ქალაქის ძველ ნაწილში (კალოუბანი). მდებარეობს ეროსი მანჯგალაძის ქუჩაზე (№6), საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობის უკან. სახელწოდება „ძველი სამების ეკლესია“ გავრცელდა თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის აგების (1995–2004 წლები) შემდეგ.



ეკლესია რამდენჯერმე არის მნიშვნელოვნად გადაკეთებული. ამ ადგილზე ტაძარი XVIII საუკუნეშიც მდგარა; თბილისის გეგმაზე ვახუშტის აღნიშნული აქვს „ქართული ეკლესია კალოუბანი“. დღევანდელი ტაძრის წინამორბედი ეკლესიის მშენებლობა 1790 წელს დასრულდა. პლატონ იოსელიანის მიხედვით, მისი აგება პეტრე „ყარაულას“ — პეტრე აღნიაშვილს მიეწერება (აღნიაშვილი მეფე ერეკლე II-ის მიერ ღართისკარის დარაჯად იყო დანიშნული). პეტრეს შვილმა, მღვდელმა შიო აღნიაშვილმა 1836 წელს ტაძარს დასავლეთის მხრიდან სვეტებიანი კარიბჭე და სამრეკლო მიუშენა, ხოლო 1850 წელს კარიბჭეზე სამრეკლო დააშენეს; მცირე ხნის შემდეგ ეკლესიის შენობა ისევ განაახლეს. ტაძარი 1863 წელს აკურთხეს. 1863 წლის 10 აპრილს აქ ჯვარი დაიწერეს ილია ჭავჭავაძემ და ოლღა გურამიშვილმა. XIX საუკუნის 60-იან წლებში კი შემოწირულობითა და საკუთარი სახსრებით დეკანოზმა პეტრე არდაზიანმა (მწერალ ლავრენტი არდაზიანის მამა) ტაძარი არქიტექტურულად განაახლა და ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესიის სახე მისცა. 1988 წელს სამრეკლოს გუმბათი ქართული ხურმოთმოძღვრული ტრადიციების მიხედვით გადააკეთეს.


სამების ეკლესია „ჩახაზული ჯვრის ტიპის“ ნაგებობაა. აგურით ნაშენი ეკლესიის ფასადების გაფორმება სადაა. ზოგადი ფორმები და სამრეკლო შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო არქიტექტურის ტრადიციებს მიჰყვება, კარიბჭეს კი კლასიცისტური სტილის გავლენა ემჩნევა. ინტერიერის მხატვრობა 1890-იან წლებში იტალიელმა მხატვარმა ლუდვიგ ლონგომ შეასრულა.

0
171
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0