x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Mediator image
9 აბსურდული კლიშე რეკლამებიდან, სადაც ლოგიკა უბრალოდ არ არსებობს

image
ტელევიზორში რაიმე გადაცემის ინტერესით ყურების დროს რეკლამა ისედაც გამაღიზიანებელია, უფრო გამაღიზიანებელი კი ისაა, თუ რამდენად აბსურდული და დადგმული შეიძლება იყოს ის:

1. კბილების გახეხვა პასტის გარეშე

კბილების გახეხვა დღის რუტინაში ისედაც ყველაზე მოსაბეზრებელი რამაა, კბილის პასტის რეკლამის როს კი მსახიობები აუცილებლად კარგ ხასიათზე უნდა იყვნენ, იღიმებოდნენ და მეტი ესთეტიურობისთვის კბილებს პასტის გარეშე უნდა იხეხავდნენ.image

2. ციკლის დღეებში გოგონები კარგ ხასიათზე არიან, თანაც თეთრ ტანსაცმელში

სიმართლე რომ ითქვას, ამ დღეებში ყველაზე თავდაჯერებულ გოგონებსაც კი არც საცეკვაოდ უნდათ წასვლა, არც ვარჯიში, არც ციგურებზე სრიალი და მითუმეტეს არც ღია ფერის ტანსაცმლის ჩაცმა.image

3. ნაყინის ან იოგურტის ჭამა გადმობრუნებული კოვზით შეიძლება

რა თქმა უნდა შესაძლებელია, თუკი იოგურტი კოვზზე არაა დაწებებული.image

4. ჭიქის სახელური? არა, არ გვსმენია

რა თქმა უნდა ჩაის დალევის დროს უმჯობესია ჭიქა ორივე ხელით დაიჭიროთ, მითუმეტეს როცა ცხელია და უფრო მოსახერხებელ სახელურზე არც იფიქროთ.image

5. სახის დაბანის დროს უნდა იწუწაოთ

სახის დასაბანი საშუალებების რეკლამაში გოგონები რატომღაც იმდენ წყალს ისხამენ სახეზე, რომ გადაღებების შემდეგ აუცილებლად ფენით მოუწევთ თმის გაშრომა. რეალურად, კი ასეთი გზით სახის დაბანა აბსურდია, რომ არაფერი ვთქვათ დასველებულ სააბაზანოზე.image

6. ქალები ჩანთით ატარებენ სარეცხ საშუალებებს, შამპუნებს და ა. შ.

რა თქმა უნდა ქალი თუ მოინდომებს, მის ჩანთაში ყველაფერი ჩავა. მაგრამ ნამდვილად არავის მოუვა თავში სარეცხის საშუალების დიდი ბოთლი ჩანთით ატაროს იმ იმედით, რომ ვიღაც აუცილებლად ჰკითხავს “გასაოცარი სურნელი გაქვს, რა სუნამოს იყენებ? და პასუხი: “ არა, მე უბრალოდ სარეცხს ამ პროდუქტით ვრეცხავ". და კიდევ, არავის არ აერევა სუნამო სარეცხი საშუალების არომატში.image

7. შხაპის მიღების დროს აუცილებლად უნდა მღეროდეთ და ცეკვავდეთ

უდავოა რომ შხაპის მიღება ბევრისთვის სასიამოვნო პროცესია, მაგრამ მის ქვეშ ცეკვას ბევრი ვერ გაბედავს, პატარა ფეხის ასრიალება და რაიმე ტრამვა გარანტირებულია.image

8. დეპილაციას იკეთებენ გლუვ ფეხებზე

დამეთანხმებით, აბსურდულია, როდესარ საპარსი საშუალებების, ან ცვილის რეკლამის დროს ქალბატონები ისედაც კრიალა, გლუვ ფეხებს იპარსავენ ან ცვილს იკრავენ.image

9. მდიდარი და წარმატებული ძალიან მარტივია რომ გახდე, მთავარი კარგი დეოდორანტია

როგორც აღმოჩნდა, წარმატების საიდუმლო კარგ დეოდორანტშია... მიბაძეთ. ცხენით სეირნობის დროს კი არ დაგავიწყდეთ მისი ჩვენება.image



0
225
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Mediator image
225
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0