x
image
ქეთეონე
"გული მტკივა, რომ მენტალურად მთლად რუსებს დავემსგავსეთ"- რას წერს ბაია პატარაია?

image

ბაია პატარაია სოციალურ ქსელში აქვეყნებს განცხადებას, სადაც, მისი თქმით- "დიდი გულისტკივილით" აღნიშნავს, რომ საქართველო მენტალურად რუსეთს დაემსგავსა.


იგი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ევროპისაგან შორს მიაქანებს საქართველოს!


"ამისთვის ვიწვალეთ და ვიშრომეთ და ვიომეთ, რომ გადამწყვეტ მომენტში ვინმე ბიძინამ თქვას, რომ მას არ სურს და მას არ აწყობს ევროკავშირი?"- წერს იგი.


იხილეთ სრული "პოსტი":



"გუშინ დეპრესიაში ჩავვარდი პრემიერი მინისტრის გამოსვლის მერე: აი, დარდი, თუ არ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსსო, არაფერი არაა ეგო და ევროკავშირის ბრალია, თუ არ მოგვცესო... ქართულ ოცნებას საერთოდ არაფერი აინტერესებს - მხოლოდ ბიძინა იყოს კარგად, არავინ დაასანქციროს და არავინ შეაწუხოს!


თეორიულად ხომ შეიძლება, რომ ხელისუფლებას თან ბიძინას კარგად ყოფნა უნდოდეს და თან ევროპაც უნდოდეს? როგორგც მათ ამომრჩეველს უნდა. მაგრამ არა - ბიძინა ურჩევნიათ ევროპას...


გული იმაზე მწყდება, რომ გუშინ კომენტარებში ტვ "იმედის" მაყურებელი ხალხი უკვე მიწერდა, რას ერჩი ღარიბაშვილსო, ევროპას თუ არ ვუნდივართ, რა ღარიბაშვილის ბრალიაო? ამ წინადადებაში იმდენი შეცდომაა, გული მტკივა. გული მტკივა, რომ მენტალურად სულ მთლად რუსებს დავემსგავსეთ. მხოლოდ რუსეთში სჯერათ, რომ უკრაინის ბრალია ომი. ანუ სრული სიგიჟეების სჯერათ პროპაგანდის გამო. და უკვე აქაც, ხალხო: სახელისუფლებო პროპაგანდა ისეთ მასშტაბს აღეწვს, აქაც სჯერა ხალხის ნაწილს, რომ ევროპა გვერჩის, რომ ევროპას ომი უნდა შუა ევროპაში, რომ ევროპა ცდილობს საქართველოს ომში ჩართვას - ამის როგორ უნდა გჯეროდეს? რანაირად?????


ქართულმა ოცნებამ ასე როგორ მოუწამლა ტვინი ხალხს, რომ ვიღაცას მართლა ჰგონია ეს ქვეყანა - დემოკრატიული, სასამართლო - დამოუკიდებელი, მედია - თავისუფალი, რუსეთუმე პარტიები - პატრიოტული. როგორ ვერ ხვდება ხალხი, რომ ყველა მაჩვენებლით უკან ვიხევთ და რომ ერთი ოლიგარქის ბოსტნადაა ქცეული ქვეყანა და ბიძინას პირად საკუთრებად იქცა საქართველო.


საქართველოს პრემიერ მინისტრმა 700 ევროპარლამენტარს, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნებში ხალხი ირჩევს უპასუხისმგებლო, მოტყუებული და ფაქტიურად შტერი ეძახა, არც სიტყვის "მტერი" გამოყენებას მოერიდა, "ნაცები" ეძახა და კიდე აქეთ თხოვს დაუმსახურებელ პრივილეგიებს...


ქართული ოცნება საქართველოს მიაქანებს ევროპისაგან შორს! რაც შეიძლება შორს, რაც შეიძლება დიდი ხნით. და რატომ? - ოლიგარქი ბიძინას კომფორტისთვის, რომ ბიძინამ თავის ჭკუაზე ხაპოს ჩვენი რესურსები, ბოსტნად შემოღობოს ქვეყანა, იჯდეს მეფედ, ის წყვეტდეს, ვინ იჯდეს ციხეში და ვინ იჯდეს ეთერში. ამ ერთ დამპალ კაცს გადააყოლეს მთელი ჩვენი ევროპული მომავალი. ნუთუ ამას ვერ ხედავს ხალხი? ნუთუ ეს ხალხი არ დაიცავს თავის სამშობლოს ამ მონსტრი ოლიგარქისაგან? ნუთუ ვიღაც ბიძინამ უნდა ამოისვას მთელი ჩვენი ოცნება და მთელი ჩვენი მომავალი? ამისთვის ვიწვალეთ და ვიშრომეთ და ვიომეთ, რომ გადამწყვეტ მომენტში ვინმე ბიძინამ თქვას, რომ მას არ სურს და მას არ აწყობს ევროკავშირი??? ვიღაც ოლიგარქ ბიძინას უნდა დავუთმოთ ეს ქვეყანა???"

1
133
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
133
  
2022, 12 ივნისი, 17:26
ქალბატინო ბაია თქვენ თვლით რომ სააკაშვილის დროს ევროპისაკენ მივდიოდით,წამებებით, ბიზნესების წართმევებით და სხვა ათასი უბედურობებით და ახლა როდესაც ამ ხელისუფლებამ ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი, გაფორმდა უვიზო რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებთან, იმიტომ რომ თქვენ არ მოგწონთ ივანიშილი,ამიტომ დავემსგავსეტ რუსეთს? ზუსტად თქვენნაირი უპასუხისმგებლო ხალხი უშლის ხელს ევროპისაკენ სწრაფვას,გაიგეთ შავი თეთრი არასოდეს გახდება, ნუ ატყუილებთ ხალხს,მაინც არავინ დაგიჯერებთ.
0 1 1