x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
უკრაინაში უკვე ჩავიდა თვითმავალი საარტილერიო დანადგარი "Ceasar", რომელიც დიდ სიურპრიზებს პირდება აგრესორს
image

"ნატო"-ს ალიანსის წევრებთან მოლაპარაკებების მერე საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა მაინც მოაწერა ხელი ბრძანებას, რომლის მიხედვითაც საფრანგეთი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცემდა თვითმავალ საარტილერიო დანადგარს "Ceasar". სისტემა საკმაოდ მობილურია საბრძოლო მდგომარეობაში მოსაყვანად და ანტიბატარეული ცეცხლის თავიდან ასარიდებლადაც.


გარდა ამისა სისტემის ეკიპაჟი დაცულია ნაღმის ან ჭურვის ნამსხვრევებისგან, რადგან საარტილერიო სისტემის კაბინა დაცულია ჯავშნით, რაც ანტიბატარეული მოქმედებისას მომსახურე პერსონალის უსაფრთხოებას ამაღლებს, თუმცა უნდა ითქვას, რომ რუსული "ზოოპარკი" და მისი მოდერნიზებული ვერსიაც არაა იმდენად სწრაფი მოქმედების სწრაფად გამოითვალოს "Ceasar" სროლის ტრაექტორია და გადასცეს რუსულ საარტილერიო ბატარეებს კონტრბატარეული მოქმედებებისათვის, ფრანგული სისტემა რამდენიმე გასროლის მერე სწრაფად იცვლის ლოკაციას.


"Ceasar"-ის ექსპლუატაცია დაიწყო 2002, ის დღესაცაა საფრანგეთის არმიის შეიარაღებაში ასევე საუდის არაბეთის არმიის არსენალშია. "Ceasar" გამოვიდა რამდენიმე ვარიანტად, ძირითადი ვერსია 6X6 ფორმულით წარმოებულია სამხედრო შეიარაღბის და ტექნიკის მწარმოებელი კომპანიის "Nexter"-ის მიერ.
2017 წელს საფრანგეთმა მოიგო ტენდერი დანიაში, რომლის თანახმადაც აღნიშნული კომპანია დანიას მიაწვდის "Ceasar"-ის ახალ ვერსიას, ეს იქნება "ტატრის" 8 ცილინდრიანი ძრავით და წამყვანი თვლების 8X8 ფორმულით, საუბარია 15 ერთეულ საარტილერიო თვითმავალ დანადგარზე, რომლის საერთო ღირებულებაა 43, 6 მილიონი დოლარი.



უკრაინას უკვე მიეწოდა შეთანხმების ფარგლებში რამდენიმე ერთეული "Ceasar"-ის თვითმავალი 155 კალიბრიანი ჰაუბიცა, რომელსაც უკვე გაეცვნენ და ოპერატორობას უწევენ უკრაინელი არტილერისტები.


ძირითადი პარტია ივნისის ბოლოსათვის ჩავა უკრაინაში, რაც დამატებით გააძლიერებს უკრაინის საარტილერიო დანაყოფებს, მისი სიმძლავრის და მობილურობის წყალობით იმედია ფრანგული ჰაუბიცა მეტ თავსატეხს გაუჩენს აგრესორებს დონბასის მიმართულებაზე.


უკრაინისათვის მიწოდებული "Ceasar"-ის საარტილერიო მარაგი შეადგენს 18 საარტილერიო ჭურვს, რომელიც ძალიან ეფექტურია ცოცხალი ძალის გასანადგურებლად, რადგან აღნიშნული ჭურვები ფეთქდება არა დაცემის მერე, არამედ ცეცხლის მიმართვის ლოკაციაზე მიწიდან რამდენიმე მეტრი სიმაღლეზე და მოქმედებს საკმაოდ დიდ რადიუსში, ჭურვი მსკდომარე ტიპისაა, რომელიც შეიცავს მძლავრ დამაზიანებელ ელემენტებს, პრაქტიკულად მისი მოქმედების რადიუსში მებრძოლს გადარჩენის შანსი არა აქვს, რადგან დამაზიანებელი ელემენტები ზემოდან ქვემოთ საშინელი ენერგიით მოქმედებს, ანადგურებს რა ყველაფერს რაც მის გზაზეა, ცოცხალ ძალასთან ერთად მისი დამაზიანებელი მოქმედება ანადგურებს ჯავშანმანქანებსაც, რადგან ჯავშანმანქანის დაცვითი კონსტრუქცია არაა ისეთი ძლიერი როგორიც გააჩნია ტანკს.


"Ceasar"-ის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანს ჭირდება 60 წამი ანუ 1 წუთი, სტანდარტულ მდგომარეობაში გადასვლას კი ჭირდება 40 წამი.


თვითმავალ ჰაუბიცას გააჩნია სროლის ორი რეჟიმი: 1. სწრაფი-3 გასროლა 18 წამში ან 2. სტანდარტული6-8 გასროლა წუთში.


ჰაუბიცას ემსახურება 5 მებრძოლი.


155 მილიმეტრიან ჭურვებს მსხვრევად-ფუგასურ ჭურვებს გააჩნია თვითაფეთქების მექანიზმი, ასევე გამოიყენება კასეტური ჭურვები, გამანათებელი ჭურვები, აქტიური-რეაქტიული ჭურვები და ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები "BONUS", რომელსაც გააჩნია ორი დამოუკიდებელი საბრძოლო საშუალება რომელიც მოწინააღმდეგის ტექნიკას მიახლოებისას 180 მეტრის რადიუსში ასკანერებს ინფრაწითელი დასხივებით და ტექნიკის ზედა ნაკლებად დაცულ ნაწილზე ეცემა, რაც ტანკის ეკიპაჟს გადარჩენის მიზერულ შანსს უსპობს, რადგან ყოფილ საბჭოთა და რუსულ ტანკებზე საბრძოლო მასალა ინახება კოშკურის ქვეშ, რაც ტანკსაწინააღმდეგო ჭურვის დაცემისას იწვევს მათ დეონაციას, რაც კოშურად ფა ზოგადად ტანკს ანგრევს შიგნიდან გარეთ.


მსხვევად-ფუგასური ჭურვით "ERFB"-სროლის მაქსიმალური მანძილია 41 კმ, აქტიური-რეაქტიული ჭურვით, თუნდაც Excalibur—ით კი 46 კილომეტრიდან 49 კილომეტრამდე. ასევე აღნიშნული ჰაუბიცის ლულა გათვლილია შორსმსროლელ ჭურვზე "М2005 V-LAP", რომელსაც 54 კილომეტრ მანძილზე ისვრის.

"Ceasar"-ის მსხვრევად-ფუგასური უკონტაქტო ამფეთქებლის მქონე ჭურვის აფეთქება აი რა რადიუსზე მოქმედებს.




0
263
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
263