x
image
ქეთეონე
"თუ ის მიიღებს უსამართლო გადაწყვეტილებას, ერი პასუხს მოსთხოვს ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის"- რას ამბობს თეა წულუკიანი სალომე ზურაბიშვილზე

image

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი საუბრობს საქართველოს პრეზიდენტთან დაკავშირებით და მისი თქმით, იგი ელოდება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას შეწყალებასთან დაკავშირებით.


თეა წულუკიანი ამბობს, რომ თუ ქვეყნის პრეზიდენტი მიიღებს უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელსაც "კრიმინალების შეწყალება ჰქვია", ამისთვის მას საზოგადოება პასუხს მოსთხოვს.


იხილეთ თეა წულუკიანის განცხადება:


"დესტრუქციულ როლს ბიძინა ივანიშვილი კი არ თამაშობს, თქვენი [მთავარი არხის] აწ უკვე პატიმარი ხელმძღვანელი თამაშობს. რა თქმა უნდა, ის არ გათავისუფლდება, სანამ არ მოიხდის ყველა იმ სასჯელს, რომელიც უნდა მოიხადოს.



პრეზიდენტმა [შეწყალებაზე] გადაწყვიტოს ის, რაც არის მისი გადაწყვეტილება და შემდგომ ასეთი თუ ისეთი გადაწყვეტილებისთვის, რა თქმა უნდა, ყველა აგებს პასუხს. პრეზიდენტს, შეიძლება, არ აქვს საგარეო პოლიტიკაში ბევრი ფუნქცია, არ აქვს თითქმის არავითარი ფუნქცია საშინაო პოლიტიკაში, მაგრამ შეწყალება არის 100%-ით მის ხელში. ამიტომ, ველით, რას იზამს ქალბატონი პრეზიდენტი და თუ ის მიიღებს უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელსაც კრიმინალების შეწყალება ჰქვია, შემდეგ, რა თქმა უნდა, არ უნდა შეწუხდეს, თუ ქართველი ერი ამისათვის პასუხს მოსთხოვს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.



image

1
173
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
173
  
2022, 11 ივნისი, 23:06
ამ ბანძს თავი მართლა პრეზიდენტი ომ არ ჰგონია
0 1 1