განელმა მეწარმემ საკუთარი ქალიშვილის მსხვერპლად შეწირვა გადაწყვიტა
2022, 11 ივნისი, 19:37
ალბათ არა ერთი ისტორია გსმენიათ ცუდი მშობლების შესახებ, რომელებიც საკუთარ შვილებს სცემენ, შეურაცხყოფენ, ან უბრალოდ ბედნის ანაბარად ტოვებენ. მაგრამ ამ ისტორიის "მთავარმა გმირმა" უმაღლესი მწვერვალი დაიპყრო, თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ მას "ყველა დროის საუკეთესო მამა".
მეწარმე ევანს ოპონგმა გადაწყვიტა ფულის რიტუალი შეესრულებინა, რომელსაც მისთვის სიმდიდრე უნდა მოეტანა. ამისთვის მან თავისი ქალიშვილი ადგილობრივ სასულიერო პირს გადასცა და მისი მსხვერპლად შეწირვა სთხოვა. საბედნიეროდ, სასულიერო პირმა უარი თქვა ამ თხოვნის შესურლებაზე და მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა. მამა დააკავეს. სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, მამისგან გადარჩენილი გოგონა მხოლოდ 11 წლისაა.