თავის მოვლა
სოფი ლორენი ახალგაზრდობას სწორედ ამ პროდუქტით ინარჩუნებდა - ის თქვენც გაქვთ სამზარეულოში!
2022, 10 ივნისი, 20:34
ყველა ლეგენდარულ ლამაზმანს თავისი სილამაზის საიდუმლო გააჩნდა. გამონაკლისი არც ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს - "ოსკარის" მფლობელი, საყოველთაოდ აღიარებული როგორც იტალიური კინოს საუკეთესო მსახიობი სოფია ვილანი შიკოლონე გახლდათ. დღევანდელ სტატიაში სწორედ იმის შესახებ მოგიყვებით თუ რომელი პროდუქტის საშუალებით ინარჩუნებდა და იხანგრძლივებდა ახალგაზრდობას იტალიური კინოს მშვენება, შეუდარებელი - სოფი ლორენი.
სოფია შიკოლონეს ლეგენდარული გამონათქვამი - "ძნელია იყო მიმზიდველი, თუ ზარმაცი ხარ" დიდი ხანია უკვე რაც აფორიზმად იქცა. მსახიობი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მისი ახალგაზრდობისა და სილამაზის საიდუმლო თვითდისციპლინასა და თავის რეგულარულ მოვლაში მდგომარეობდა.
იცით, რომელი იყო სოფი ლორენის საყვარელი კოსმეტიკური საშუალება? ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი, რომელიც დარწმუნებული ვარ, თითქმის ყველა თქვენგანს აქვს სამზარეულოში, და თუ არ გაქვთ - სასწრაფოდ გაიქეცით მის შესაძენად. მსახიობი ზეითუნის ზეთს არა მხოლოდ კანზე საცხის ნაცვლად, არამედ მისი საშუალებით მაკიაჟის მოსაცილებლად და ასევე თმის გაძლიერება - დატენიანებისთვისაც სისტემატურად იყენებდა. 87 წლის კინოვარსკვლავი "სილამაზის ელექსირად" წოდებულ ზეთს აბაზანის მიღების დროსაც აქტიურად ხმარობდა. სოფი ლორენის თქმით, ახალგაზრდობის შენარჩუნებაში მას სწორედ აღნიშნული ზეთი ეხმარებოდა.
სინამდვილეში კი, ზეითუნის ზეთს მართლაც უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია. ის არა მხოლოდ კანის ელასტიურობას აუმჯობესებს, არამედ კვებავს და ატენიანებს მას. ზეითუნის ზეთი დიდი რაოდენობით - A, E, B, D და K ვიტამინებს შეიცავს, რაც კანზე შესანიშნავად აისახება. ზეთი განსაკუთრებით მშრალი და ასაკოვანი კანისთვის არის იდეალური, რადგანაც ის კანს ტენიანობას დიდი ხნით უნარჩუნებს, ამასთან ფორებს არ ხურავს და თან, ხელს ნაოჭების წარმოქმნასაც უშლის.