x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ვამპირის ლიფტინგი", გველის მასაჟი და სხვა "ჯოჯოხეთური" ბიუთი - პროცედურები

image


მოგეხსენებათ რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს! ჩვეულებრივი კოსმეტიკური პროცედურებით დღეს უკვე ვეღარავის გააკვირვებ, შესაბამისად, სილამაზის მრავალმილიარდიანი ინდუსტრიები ცხრაპირ ტყავში ძვრებინ რომ ახალი ტექნოლოგიებითა და პროცედურებით რამენაირად გაგვაკვირვონ, რასაც მშვენივრადაც ახერხებენ! ჩვენც, თვალსა და ხელს შუა გაპარული სილამაზისა და წლების უკან დასაბრუნებლად დროს უქმად არ ვკარგავთ და მორიგი "ბიუთი" პროცედურის საკუთარ თავზე დასატესტად სილამაზის ცენტრებში ბედნიერები მივეშურებით, თუმცა აი, ზოგიერთი მათგანის სახელწოდება მართლაც რომ ჟრუანტელის მომგვრელია. "ვამპირის ლიფტინგი", ჩიტის სკინტლის ნიღაბი, სპა მასაჟი გველებით... ეს კანის გაახალგაზრდავების იმ უახლესი პროცედურების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ცნობილი ქალბატონები ყველაზე ხშირად მიმართავენ. მაშ ასე, გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე გიჟურ, მაგრამ ამავე დროს ყველაზე ეფექტურ "ბიუთი" პროცედურებს, რომლებიც ესთეტიკისა და სილამაზის ცენტრების ყველაზე ერთგულ მომხმრებლებსაც კი გააოცებს.




ლოყის მასაჟი


image


ახალი და უჩვეულო ტექნიკა - ლოყის მასაჟი ჩვენთან დიდი ბრიტანეთიდან მოვიდა. მისი მიზანია კანს აბრეშუმის სიგლუვე, სახეს კი - ჯანმრთელი ფერი მიანიჭოს. პროცედურის დროს მასაჟისტი კლიენტის პირის ღრუში თითების საშუალებით საჭირო ადგილებზე დაჭერით ლოყების კუნთებს ასტიმულირებს და მათ ჟანგბადით ამდიდრებს. ლოყის მასაჟის ერთგულ თაყვანისმცემელთა შორის - ანჯელინა ჯოლი, სკარლეტ იოჰანსონი და ქეით მოსია.




სპა მასაჟი გველებით


image


ყველა გველი აბსოლუტურად უვნებელია, ვინაიდან მათ სპეციალურად ამ პროცედურისთვის ზრდიან. ასეთი მასაჟი ხსნის სტრესსა და მთელ სხეულს ამშვიდებს. დიდი გველები კუნთების ტკივილს მკურნალობენ, პატარები კი - სტრესს ხსნიან.




ლოკოკინის ლორწო


image


კოლუმბიელმა მეცნიერებმა ბაღის ლოკოკინა - Helix aspersa - ას უნიკალური თვისებები გამოავლინეს. მათი აზრით ამ ლოკოკინის ლორწო საოცარი გამაახალგაზრდავებელი, ანტიბაქტერიული და სამკურნალო მოქმედება გააჩნია, რომელიც ხელს უწყობს როგორც მცირე ნაწიბურებისა და სტრიების მოშორებას, ასევე კანს ჭრილობების შეხორცებასა და აკნესგან განკურნებაში ეხმარება. რა თქმა უნდა, ეს სასწაულმოქმედი საშუალება არც კოსმეტოლოგებს დარჩენიათ ყურადღების მიღმა.



ჩიტის სკლინტის ნიღაბი სახის კანისთვის


image


ნუ იღელვებთ, ამ საშუალებას სპეციალური დამუშავების შემდეგ არანაირი სუნი აღარ აქვს. პირველივე პროცედურის შემდეგ თქვენ კოლოსალურ განსხვავებას იგრძნობთ: რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ჩიტის სკლინტი უამრავ მიკროელემენტსა და ფერმენტს შეიცავს, რომლებიც კანის ზედაპირიდან მკვდარი უჯრედების მოცილებას უწყობენ ხელს, ასევე მის შემადგენლობაში შედის გუანინიც, რომელიც კანს ჯანმრთელ ელფერსა და საოცარ ბრწყინვალებას ანიჭებს.




პლაზმოლიფტინგი


image


ამ პროცედურას ამერიკაში "ვამპირის ლიფტინგს" უწოდებენ. მის ჩასატარებლად პაციენტის სისხლი გამოიყენება, რომელსაც სხეულის ზოგიერთი ნაწილიდან იღებენ და შემდეგ მას უკან, სახის კანში აბრუნებენ, რის შემდეგადაც ნაოჭები სწორდება და კანი ახალგაზრდავდება. ეს პროცედურა შესანიშნავი ორგანული ალტერნატივაა ქიმიური ინექციების. პროცედურის ჩატარება შესაძლებელია სახესა და დეკოლტეზე, ზურგის მიდამოში, თავის თმიან ნაწილში (თმის სტრუქტურის გაუმჯობესების და ცვენის შემცირების მიზნით), ხელის მტევნებზე, თეძოს შიდა მხრიდან და სხეულის სხვა მოშვებულ ნაწილებზე.







0
159
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
159