საქართველო "არის აღსრულდა მიზნები!!" - რასთან დაკავშირებით წერს შალვა ნათელაშვილი? 2022, 9 ივნისი, 18:17 შალვა ნათელაშვილი მისი "ფეისბუქის" გვერდზე აქვეყნებს განცხადებას, სადაც აღნიშნავს, რომ ასრულდა ის, რისთვისაც "ლეიბორისტული პარტია" იბრძვის 10 წელია."არის აღსრულდა მიზნები!!!! რისთვისაც ლეიბორისტები ათი წელია ვიბრძოდით. ოლიგარქ ივანიშვილის შავბნელი ეპოქა მთავრდება. საქართველო თავისუფლდება. გილოცავთ ყველას!!" - ამ სიტყვებით ეხმაურება შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილისათვის სანქციების დაწესებას. რაც შეეხება კონკრეტულად რეზოლუციას, რომელიც გულისხმობს ბიძინა ივანიშვილისათვის სანქციების დაწესებას: "გამოვხატავთ შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ასრულებს საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში, ასევე იმ კონტროლის გამო, რომელსაც ის ახორციელებს საქართველოს მთავრობაზე და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნის მხრივ; ასევე ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ კრემლთან ივანიშვილის პირადი და ბიზნეს კავშირების გამო, რაც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების თაობაზე; მოვუწოდებთ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს გაითვალისწინონ ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მის მიერ შესრულებული როლის გამო"- ნათქვამია ტექსტში. 216 1-ს მოსწონს
|