x
image
ქეთეონე
"ასე არ გამოვა! უნდა მოვიშოროთ ის და მისი თოჯინები"- ვისზე საუბრობს ბაია პატარაია ?

image

ბაია პატარაია სოციალური პლატფორმის საშუალებით ავრცელებს განცახდებას, სადაც საუბრობს ქვეყნის "ოლიგარქთან" დაკავშირებით და ამბობს, რომ უნდა მოვიშოროთ საქართველოში ოლიგარქია და მისი თოჯინები.


მისი თქმით, საქართველო უნდა იყოს დემოკრატიული. ამ ყველაფრისთვის კი, სწორი არჩევნები დაგვეხმარება.


"სასიხარულოა, რომ ევროპარლამენტი საქართველოს სწორად ხედავს, აფასებს ხალხის მონდომებას და მისწრაფებებს და ამბობს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ამაცდროულად, ხედავს ჩვენ ჭირსაც - სასამართლოს პოლიტიზირებას და გაუარესებულ მედია გარემოს და სხვა ნაკლოვანებებს.


ევროპამ კიდევ ერთხელ გვითხრა: დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ.



ჩვენ გზაზე ევროპისკენ უშნოდ გამოჩხერილია ოლიგარქი ივანიშვილი, რომელსაც არ სურს მეტი დემოკრატია, არამედ უნდა ერთ ჯიბეში სასამართლო ედოს, მეორეში კი - მედია.


ასე არ გამოვა!


ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის და მომავალი წევრობისთვის საქართველო უნდა იყოს დემოკრატიული!!! ეს აუცილებელი წინაპირობაა, რადგან ევროკავშირი დემოკრატიული ქვეყნების კავშირია, სადაც მართავს ხალხი და არა ოლიგარქი.


თუ ჩვენ გვინდა დემოკრატია და ევროპა, სწორედ არჩევნების გზით უნდა მოვიშოროთ ოლიგარქია და მისი თოჯინები. ეს უნდა გვახსოვდეს სულ და უნდა გვახსოვდეს საარჩევნო ყუთებთან!


მანამდე კი გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ • Step Towards Europe და გახსოვდეს ევროპული იდეა, ევროპა ჩვენი ცივილიზაციური სახლია #წინევროპისკენ და შინ ევროპისკენ!".


თუ ხელისუფლება არ მიდის ევროპისკენ, მაშინ თავად ხალხი წავა ევროპისკენ!"

0
93
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0