სხვა ალტაის მხარეში ქალმა მამაკაცი მანქანაში დააბა და ცოცხლად დაწვა(ვიდეო) 2022, 8 ივნისი, 21:03 ![]() წინასწარი ინფორმაციით, დანაშაული ქალაქ რუბცოვსკის 41 წლის მცხოვრებმა ჩაიდინა. მან თავისი ახლო მეგობარი ხელბორკილებით მიბა მანქანის სალონში და ცეცხლი წაუკიდა სატრანსპორტო საშუალებას, რითაც სასტიკი წამებით მოკლა მამაკაცი. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი 68 წლისაა. დამწვარი მანქანა 6 ივნისს იგორიევსკის რაიონის სოფლების მახლობლად იპოვეს. თუმცა, შიგნით უფრო საშინელი რამ აღმოაჩინეს. მამაკაცის დანახშირებული ცხედარი, რომელსაც ხელბორკილი ეკეთა. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, ეს იყო ეჭვიანობა. სამართალდამცავები აგრძელებენ გამოძიებას. ![]() "ქალაქ რუბცოვსკში მკვლელობაში ეჭვმიტანილი 41 წლის ადგილობრივი მკვიდრი დააკავეს, რომელმაც განმარტა, რომ გარდაცვლილი 68 წლის მამაკაცი მისი ახლობელი იყო“, - ნათქვამია სამართალდამცავების განცხადებში. გამოცემა Life ავრცელებს მანქანის დაწვის პროცესსაც, რომელიც ერთ-ერთმა ადგილობრივმა გადაიღო, მაგ დროს ავტომობილში ხელბორკილებით დაბმული მამაკაცი იჯდა. 383 3-ს მოსწონს
|