x
image
ქეთეონე
"კალაძემ ამ სიმართლით უნდა იაროს მთელი ცხოვრება" - რაზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი

image

თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით ეხმიანება კახი კალაძის განცხადებას სიტყვებით:


"ჩემი აზრით, კალაძემ ამ სიმართლით უნდა იაროს მთელი ცხოვრება."


რაც შეეხება დედაქალაქის მერის, კახი კალაძის განცხადებას, იგი ამბობს, რომ საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს და რომ ეს დრო წარსულს ჩაბარდა.


"პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობს, ეს დრო ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ". - ამბობს კახა კალაძე.



ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ აფასებს თბილისის მერი ომბუდსმენის განცხადებას, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით, კალაძემ თქმა - "არ ვიცი, ეს მისი გადაწყვეტილებაა. მე რატომ მეკითხებით? გვარამიას გარდა უამრავი პატიმარი ჰყავს საქართველოს".


დღეს, 8 ივნისს, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს მიმართა, გამოიყენოს უფლება და შეიწყალოს ნიკა გვარამია.


საქართველოს სახალხო დამცველმა შეისწავლა 2022 წლის 16 მაისის განაჩენი, რომლითაც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სსკ 220-ე მუხლის 2 ეპიზოდში დამნაშავედ ცნო. განაჩენის შესწავლის შედეგად სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სასამართლოს მსჯელობა დაუსაბუთებელია როგორც მსჯავრდების, ისე - სასჯელის განსაზღვრის კუთხით."- ნათქვამია განცხადებაში.

0
198
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
198
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0