x
image
ქეთეონე
"ზიზღსა და სიძულვილს თესავს" - ვისზე წერს ბაია პატარაია?

image

ბაია პატარაია იურისტი, ფემინისტი და ქალთა უფლებათა დამცველი მისი სოციალური პლატფორმით ავრცელებს განცხადებას და წერს, რომ "ქართული ოცნება" ყოველ ნაბიჯზე ზიზღსა და სიძულვილს თესავს.


"ქართული ოცნება ყველა ნაბიჯზე ზიზღს და სიძულვილს თესავს. თან ამ სიძულვილის გამართლებას ხან ფსევდორელიგიით ცდილობს, ხან ფსევდოპატრიოტიზმით, ხან ფსევდოტრადიციებით.


სიძულვილის გარდა ბოლოს ვინ რა გვასწავლა?


ივანიშვილს ჰგონია, რომ სიძულვილს დასთესს და მორჩილებას მოიმკის. არადა, რასაც დასთეს, იმას მოიმკი.



ქოცები გვასწავლიან, რომ კრიტიკა არ შეიძლება, არც მეფის, არც ისტორიის, არც ბტნ ბიძინასი, არც პუტინის. ეგ კი არა, ნაციონალური მოძრაობის კრიტიკაც კი არ შეიძლება... აბა, რა შეიძლება? სიძულვილი.


ბრმა, უკრიტიკო სიძულვილი.


და კიდევ შიში. შიშია დაშვებული. ან გძულდეს, ან გეშინოდეს, ან ორივე ერთად - ასე იცის ბიძინამ."- წერს იგი.

0
148
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0