x
მეტი
  • 29.11.2022
  • სტატია:123964
  • ვიდეო:355480
  • სურათი:496537
ქართველი სერიული მანიაკი-მკვლელები-კრიმინალური არქივიდან
image

დღესაც ამოუხსნელ ამოცანად რჩება, თუ რატომ გამოირჩევა როსტოვის ოლქი სერიული მკვლელების "მექად", მარტო ეს რეგიონი 37 სერიულ მკვლელ- მანიაკს ითვლის, რომელიც "როსტოვული სამკუთხედითაა" ცნობილი(როსტოვი, შახტი და ტაგანროგი) აქედან არიან ისეთი "მძიმეწონიანი მანიაკები" როგორებიცაა რომან ბურცევი, იური ციუმანი, ვლადიმერ მუხალკინი, ვალდიმერ სელეზნიოვი და ანდრეი ჩიკატილო, რაც შეეხება ქვეყნებს, სერიული მკვლელების რაოდენობით პირველობას არავის უთმობს შეერთებული შტატები, ბოლო მონაცემებით აშშ-ში 3204 სერიული მკვლელი-მანიაკია გამოვლენილი, თუმცა არიან ქვეყნები სადაც თითზე ჩამოსათვლელ მანიაკებს თუ მოითვლის, მათ შორის არის საქართველოც.

სულ ჩვენს ქვეყანაში სულ 6 მკვლელი-მანიაკია გამოვლენილი და აქედან ორი ქალია.



1-ვლადიმერ იონესიანი-(მანიაკი მეტსახელად "მოსგაზი"-5 მკვლელობა)-დაიბადა 1937 წელს თბილისში, ვლადიმერი ბავშვობიდანვე კარგად მღეროდა, მუსიკალური სასწავლებლის შემდეგ ნიჭიერი, მომავლის პერსპექტივის მქონე მუსიკოსი ულაპარაკოდ ჩაირიცხა თბილისის კონსერვატორიაში 1955 წელს, თუმცა მანამდე, 1954 წელს ძარცვისთვის დააპატიმრეს და პირობითად მიუსაჯეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.1959 წელს ჯარში გამოიძახეს, მაგრამ მან სამხედრო კომისარიატში განაცხადა, რომ არ შეუძლია ჯარში მსახური, რადგან "ნერვიული შეტევები ჰქონდა", გააგზავნეს თბილისის № 1 საავადმყოფოში კვლევაზე, სადაც ექიმებმა დაადგინეს, რომ მისი ჯარში მსახური არ შეიძლებოდა.


image

ციხიდან გამოსვლის შემდეგ ქორწინდება თანაკურსელ მედეაზე და სტოვებს საქართველოს. საცხოვრებლად ქალაქ ორენბურგში გადადის, სადაც ადგილობრივ თეატრში იწყებს მუშაობას, როგორც სოლისტი. . იქვე გაიცნო ბალეტის მოცეკვავე ალევტინა დმიტრიევა. მისი გულისთვის მიატოვა მეუღლე და შვილი და 1963 წელს დმიტრიევასთან ერთად ქალაქ ქალაქ გადავიდა გადავიდა.

სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მისი მკვლელობათა სერიები.იგი ბინებში შედიოდა, როგორც "მოსგაზის" თანამშრომელი.




პირველი მკვლელობა განახორციელა 1963 წლის 20 დეკემბერს. მსხვერპლი 12 წლის კონსტანტინ სობოლევი იყო. მკვლელმა ბინიდან წამოიღო ტანსაცმელი, 60 რუბლი, ოდეკოლონი და პლაჟის სათვალეები.


1963 წლის 25 დეკემბერს დმიტრიევასთან ერთად მიდის ქალაქ ივანოვოში, სადაც ერთბაშად ორი მკვლელობა ჩაიდინა. ქალაქ ივანოვოში, კალინინის ქუჩაზე შედის ერთ-ერთ ბინაში და ნაჯახით კლავს 12 წლის მიხეილ კულეშოვს. ბინიდან წამოიღო წვრილმანები. ოქტომბერის ქუჩაზე ერთ-ერთ ბინაში მოკლა 74 წლის ქალი. დაბრუნდა კალინინის ქუჩაზე და კვლავ დაიწყო სახლების შემოვლა. „მოსგაზის“ სახელით შევიდა ბინაში, სადაც 15 წლის გოგონა გალინა პეტროპავლოვსკაია ჯერ გააუპატიურა და შემდეგ ნაჯახით ორი დარტყმა მიაყენა, გოგონა გადარჩა და მოახერხა თავდამსხმელის გარეგნობის აღწერა. დეკემბერში მოსკოვში იონესიანმა მოკლა 11 წლის ალექსანდრ ლისოვეცი. მკვლელი ისევ და ნაჯახით მოქმედებდა. თავის უკანასკნელი დანაშაული იონესიანმა ჩაიდინა 1964 წლის 8 იანვარს ქალაქ მოსკოვში. მსხვერპლი იყო 46 წლის ქალი სახელად მარია ერმაკოვა. „მოსგაზმა“ მას თითქმის 20-ჯერ მიაყენა დარტყმა ნაჯახით. სახლიდან წამოიღო 30 რუბლი, ტელევიზორი და სხვა ნივთები.


უბნის მაცხოვრებლებმა პოლიციას შეატყობინეს, რომ მკვლელობის დღეს დაინახეს მამაკაცი, რომელიც შერემეტიოვოს ქუჩიდან ტელევიზორით ხელში სატვირთო მანქანით გაემგზავრა. სულ მალე შეპკინის ქუჩის ერთ-ერთმა მცხოვრებმა განაცხადა, რომ მის მეზობლად სახლობს მამაკაცი, რომელმაც ახლახან მოიტანა ტელევიზორი. მილიცია მივიდა დანიშნულების ადგილზე და სახლი, სადაც "მოსგაზი" იმყოფებოდა ალყაში მოაქცია. თუმცა მილიციამ „მოსგაზის“ ნაცვლად მისი საყვარელი ალევტინა დმიტრიევა აღმოაჩინა. იონესიანი იმ მომენტისთვის სახლში არ იმყოფებოდა. დმიტრიევამ აღიარა, რომ იონესიანი ქალაქ ყაზანში გაემგზავრა და მას ყაზანის სადგურზე უნდა შეხვედროდა. პოლიციამ მოიფიქრა გეგმა, დმიტრიევას ნაცვლად შეხვედრაზე . გრიმში გამოწყობილი შსს-თანამშრომელი ქალი გააგზავნა.

1964 წლის 12 იანვარს ყაზანის სადგურის ბაქანზე ვლადიმერ იონესიანი დააკავეს.

ამბობენ, რომ პროკურორმა რუდენკომ პირადად კაბინეტში მიუყვანა ხრუშჩოვს ოანესიანი, გენერალური მდივანი რამდენიმე წამი ზიზღით აკვირდებოდა მანიაკს შემდეგ კი ჩაილაპარაკა:"ორ კვირაში, რომ მისი ხსენებაც არ იყოს"

ოანესიანი 1964 წლის 31 იანვარს დახვრიტეს, მის საყვარელს ალევტინა დმიტრიევას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.


2-ვენერა ობოლაშვილი-(3 აღიარებული მკვლელობა-დაბ. 1954 წელს).პროფესიით ობოლაშვილი სტომატოლოგია, მაგრამ ამ განხრით არასდროს უმუშავია — რა თქმა უნდა, კბილების ამოძრობაზე უფრო მარტივი ფულის ამოძრობაა. დაპატიმრებამდე იგი მეტწილად ბინების ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული.

image

პირველი მკვლელობა 1984 წლის 22 აპრილს ჩაიდინა, როდესაც პირველი მეუღლე იური იურკინი, ვენერამ ტაგანროგი-როსტოვის მატარებლიდან გადააგდო, შემდეგ კი მისი ბინა 4.000 დოლარად გაყიდა.

შემდეგი მსხვერპლი მასთან არაოფიციალურ ქორწინებაში მყოფი ანატოლი კალინკა იყო. ამ გზით ობოლაშვილმა კალინკას ბინის თანხა - 50.000 დოლარი მიითვისა.


მესამე მსხვერლი იყო 79 წლის მარია არზამასევა. ვენერა ამ მარტოხელა მოხუცს უზრუნველ სიბერეს ჰპირდებოდა. ობოლაშვილი ვარკეთილში, მოხუცთან ერთად, უკანასკნელის ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა. ამბობდა, რომ მოხუცს არაფერს აკლებდა, არც იმას უარყოფდა, რომ ბინის გაყიდვა უნდოდა და მოხუცი სწორედ ამის გამო მოკლა, ქალის დასახიჩრებული ცხედარი მდინარემ გამორიყა. მაშინ მოკლულის ვინაობა ვერ დაადგინეს და როგორც უპატრონო, ისე დაკრძალეს.

ორი თვის შემდეგ კი მისი კუთვნილი ბინა 20.000 დოლარად გაყიდა.

სამართალდამცავებმა საქმე სრულიად შემთხვით გახსნეს.ობოლაშვილს კონფლიქტი გარდაცვლილი მარია არზამასევას მეზობლებთანაც მოსვლია. გაირკვა, რომ ისინი მოხუცის ბინიდან ავეჯის გატანის უფლებას არ აძლევდნენ. მას შემდეგ, რაც კონფლიქტის დეტალები ძალოვნებისთვის გახდა ცნობილი, ვენერა დაიჭირეს, შემდეგ კი მკვლელობაში ამხილეს. თავდაპირველად გამოძიება იმასაც ვარაუდობდა, რომ შესაძლოა, მას კიდევ ჰქონოდა სხვა მკვლელობები ჩადენილი. ასეთ ეჭვს ბინის ჩხრეკისას ნაპოვნი წერილი ბადებდა. იგი ვინმე ჯემალს სწერდა, რომ ღმერთზე სასაუბროდ სურდა მასთან შეხვედრა და შინ მიაკითხავდა. უცნობია, შეძლო თუ არა გამოძიებამ ჯემალის ვინაობის დადგენა და ამ კუთხით რაიმე სამხილის პოვნა.სერიული მკვლელი საკმაოდ მსუბუქად გამოძვრა.სასამართლომ 2010 წელს ვენერა ობოლაშვილს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დროთა განმავლობაში სერიულ მკვლელ ქალს განზრახ მკვლელობისთვის ამნისტია შეეხო და სასჯელი გაუნახევრდა.




3-ფრიდონ პირტახია (დაბ?)-("რუსთაველი მანიაკი"-7 მკვლელობა)ფრიდონ პირტახია აფხაზეთიდან იყო, 1987 წელს გაგრაში ქურდობისთვის დაიჭირეს. სასჯელს იხდიდა ქალაქ ულან-უდეში. გათავისუფლების შემდეგ ფოსტაში კლავს ახალგაზრდა ქალს, რომელმაც ტელეფონზე დასარეკად არ შეუშვა. ამის გამო იგი 1998 წლამდე ციხეში იჯდა.

1998 წელს გათავიუფლების შემდეგ ჩამოდის რუსთავში, ყიდულობს ბინას და ცხოვრობდა მარტო. მეუღლესთან გაყრილი იყო ჰყავდა 14 წლის გოგონა...

ამის შემდეგ ქალაქ რუსთავში იწყება მკვლელობათა სერიები.

"2000-2001 წლებში რუსთავში რამდენიმე მკვლელობა მოხდა - მოკლეს სხვადასხვა ასაკის ქალი, რომელთა უმრავლესობა გაუპატიურებული იყო. მკვლელობის ხელწერა ერთნაირი იყო... მაშინ ტრანსპორტის პროკურატურაში ვმუშაობდი და მას შემდეგ, რაც რუსთავის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე რკინის ყუთში გოგონას ცხედარი იპოვეს, გენერალურმა პროკურორმა საქმე ჩვენ გადმოგვაბარა. ღამეები არ გვეძინა, დაიკითხა ასობით რუსთავის მკვიდრი, გაკეთდა ფოტორობოტი (დაიკითხა ერთ-ერთი ქალი, რომელიც სასწაულით დაუსხლტა ხელიდან მანიაკს და მისი აღწერილობა მოგვცა). 2001 წლის ბოლოს მარტვილის პოლიციიდან შემოვიდა შეტყობინება, რომ დაკავებული ჰყავდათ ვინმე ფრიდონ პირტახია, რომელიც გზად მიმავალ და-ძმას ასდევნებია, მაგრამ ბავშვები გაჰქცევიან... ეჭვმიტანილმა რუსთავში წელიწად-ნახევარში ჩადენილი 6 მკვლელობა აღიარა. ყველაზე უმცროსი 13 წლის იყო.(გამომძიებელი შალვა ნიქაბაძეს მოგონებიდან)

image

1999 წლის 13 აგვისტოს მოკლა 14 წლის ნანა ბრეგვაძე, რომლის გვამი გადამალა „აზოტის“ საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მშენებარე სახლის სარდაფში.

1999 წლის 18 ოქტომბერს გააუპატიურა და შემდეგ მოკლა პირველი კურსის სტუდენტი, 16 წლის ხათუნა მანაშვილი, რომლის გვამი ჩააგდო რუსთავის რკინიგზის სადგურის სატვირთო-საკონტეინერო ეზოს ტერიტორიაზე მდებარე ლითონის ყუთში. მოკლულს მოხსნა ოქროს სამკაულები, რომელიც მიჰყიდა მეზობელს, რუსუდან ვაჩიბერიძე-კიკალიშვილს.

2000 წლის 2 ივლისს პირტახიამ გარდაბნის რაიონში, ზოოვეტინსტიტუტის ტერიტორიაზე მდებარე მიტოვებულ საინკუბატორო საამქროს სპეციალურ საცავში გააუპატიურა და შემდეგ მოკლა 21 წლის სოფო კუბლაშვილი.

2000 წლის 29 მაისს რუსთავში, მე-2 მიკრორაიონში მშენებარე საავადმყოფოს შენობის მე-2 სართულზე მან გააუპატიურა და შემდგომ დანით მოკლა 28 წლის მარინა გრიდნევა.

2000 წლის 29 ივლისს რუსთავში, მე-18 მიკრორაიონის ტერიტორიაზე, მოკლა 35 წლის მარინა იმერლიშვილი. გვამი დააგდო იქვე, მინდორში მდებარე სანაგვესთან.

2000 წლის 15 ივლისს პირტახიამ რუსთავში, თავის ბინაში, დანით მოკლა 43 წლის მზია ხუციშვილი.

მკვლელი ერთნაირი ხელწერით მოქმედებდა. ბრეგვაძე მავთულითა და ხალათის ქამრით მოახრჩო, მანაშვილი - „კოლგოტის“ ჩამონახევითა და თოკით. ხუციშვილს დანა დაარტყა, თუმცა შემდეგ ბიუსტჰალტერის სარტყლით მოახრჩო...

გარკვეული დროის განმავლობაში მანიაკი აღარ ჩანდა. იგი კვლავ გამოჩნდა აპრილში დაბა მარტვილში, სადაც ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში შეიტყუა მცირეწლოვანი ბავშვი და შეეცადა სექსუალურ ძალადობას. ამჯერად შემთხვევით შესწრებულმა დაუდგენელმა პიროვნებამ კივილი ატეხა და მანიაკმა ჩანაფიქრის განხორციელება ვერ შეძლო.

11 ნოემბერს, მანიაკი ისევ გამოჩნდა. ის სკოლიდან გამოსულ 13-14 წლის და-ძმას „დაესხა“ თავს. პირველად ვინაობა გამოჰკითხა. შემდეგ მუქარით აიძულა, ტყის მასივისკენ გაჰყოლოდნენ. შეშინებული ბავშვები უსიტყვოდ დაემორჩილნენ მოძალადეს. მორიგი მსხვერპლით კმაყოფილ პირტახიას ძმისთვის უთქვამს: „ახლა შენს დას მოვკლავ და მის სისხლს დაგალევინებო“. პატარების თქმით, მანიაკი რაღაც მომენტში წაიქცა და მათ გაქცევა მოახერხეს. ბავშვებმა ისიც უთხრეს გამოძიებას, რომ მოძალადეს მარცხენა მტევანზე ოთხი თითი არ ჰქონდა.

ოპერატიული გამოძიების შედეგად, მარტვილში, დანაშულის ჩადენის ფაქტზე დააკავეს რამდენჯერმე ნასამართლევი, მათ შორის მკვლელობისთვის, გაგრიდან იძულებით გადაადგილებული, რუსთავში, მე-9 მიკრორაიონის მე-2 კორპუსში მცხოვრები ფრიდონ პირტახია. გამოძიების თქმით, პირტახია დაკავების მომენტში უარყოფდა ჩადენილს, მაგრამ როდესაც და-ძმა დაუპირისპირეს, ამის შემდეგ მან მარტვილში ჩადენილი ორი ფაქტიც აღიარა.

ელგუჯა ჯამბურია (სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი. ხელმძღვანელობდა დაკავების ოპერაციას): „ძალიან საინტერესო პიროვნება აღმოჩნდა იმ მხრივ, რომ ყველა დეტალი ახსოვს. რომელი მსხვერპლი საიდან წამოიყვანა, რა ეცვა... ფეხსაცმელიც კი ახსოვს! ფაქტობრივად, აღიარა 6 მკვლელობა. ექვსივე - ქალია. მისი თქმით, მათ შორის 5 გააუპატიურა“.

როდესაც გამომძიებელმა პირტახიას ჰკითხა, რატომ აკეთებდი ამასო, უპასუხა: „როცა ფხიზელი ვარ, ნორმალურად ვარ, როცა სასმელს დავლევ, სისხლი მწყურიაო...“

პირტახიამ იმავე საკანში მოიკლა თავი, სადაც უდანაშაულო, ამავე მკვლელობებზე ბრადლებული გიორგი სხირტლაძე იჯდა (მას ციხეში პატიმრებმა ყური ჩამოათალეს).მიუხედავად იმისა, რომ აღიარების შემდეგ აცხადებდა, თავს მოვიკლავო, სამართალდამცველებმა მაინც ვერ უზრუნველყვეს მისი უსაფრთხოება და პრაქტიკულად, ბევრი დეტალი გამოძიებისთვის მაინც გამოუცნობი დარჩა.

image

4-რუ­სუ­დან თბი­ლე­ლი-(დაბ?)(სავარაუდოდ მინიმუმ 4 მკვლელობა)-XXI საუკუნის დასაწყისში თბილისში დააკავეს ქალი, რომელსაც თავდაპირველად ერთ, გამოძიების დასასრულს კი ოთხ მკვლელობაში ადანაშაულებდნენ. ექსპერტის დასკვნით, “რუსუდან თბილელი ფსიქიკურად ჯანმრთელი იყო.

image


2001 წლის დასაწყისში დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სამმართველოში შეტყობინება შევიდა, - ფოთის ქუჩის 20 ნომერში მცხოვრები ქალი მოკლესო.
რუსუდან თბილელი, რომელიც თავად დიღმის მასივში ცხოვრობდა, ფოთის ქუჩაზე მარტოხელა ქალს, ვალენტინა ბელიაევას მეურვეობდა იმ პირობით, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ბინა დარჩებოდა. ერთ დღეს მეურვემ ვალენტინა წაიყვანა და მას შემდეგ მოხუცი აღარავის უნახავს. შეშფოთებულმა მეზობლებმა რუსუდანთან მოიკითხეს. დამწუხრებულმა თბილელმა აუწყა, გარდაიცვალაო (მიცვალებული შინ ესვენა). მეზობლები დაეჭვდნენ - რა მოკლავდა ჯანმრთელ ქალსო და საქმის გასარკვევად პოლიცია გამოიძახეს.

ექსპერტებმა გვამის დათვალიერებისას აღმოაჩინეს, რომ მოხუცი მოკლული იყო - გულმკერდის არეში ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. რუსუდანი თავდაპირველად უარყოფდა, შემდეგ აღიარა, რომ ბელიაევა ფოთის ქუჩიდან შინ წაიყვანა და მერე იარაღით მოკლა. თქვა, - ვალენტინა სიცოცხლეს მიმწარებდა, გამუდმებით

მეჩხუბებოდა და სხვა გზა არ მქონდაო. როგორც ძიებისას გაირკვა, თბილელმა ბინა თაღლითურად ჩაიგდო ხელში - ნოტარიუსთან ბელიაევას ბინის გადასაფორმებლად თავად ბელიაევა კი არა, სხვა რუსი ქალბატონი მიიყვანა, რომელსაც გაწეული სამსახურისთვის”200 დოლარი გადაუხადა.

როდესაც თბილელმა ბალზამის სპეციალისტი მიიყვანა და მან ცხედარს ნატყვიარები უნახა, შეშინებული გაიქცა. პოლიციაში არ განუცხადებია(?!). ვინაიდან საქმე იმ საღამოსვე გაიხსნა, ბალზამის სპეციალისტი კვალის დაფარვის გამო არ გაუსამართლებიათ(?!). მოგვიანებით გაირკვა, ბელიაევას მკვლელობა თბილელისთვის პირველი არ ყოფილა და გამოძიებას საქმე სერიულ მკვლელთან ჰქონდა.

შოთა გენგაშვილი, საქმის ყოფილი გამომძიებელი: - თბილელის დაკავების შემდეგ მისი გარაჟი გავჩხრიკეთ, სადაც ნახევრად დაშლილი უნომრო ავტომანქანა აღმოჩნდა. დაკავებულმა შემოგვითვალა, - ოღონდ ავტოფარეხს თავი დაანებეთ და პატივს

გცემთო. მერე გამოტყდა, იქ გვამია ჩამარხულიო. მართლაც, გავთხარეთ მიწა და მამაკაცის ოთხად გადახერხილი გვამი ვიპოვეთ. დადგინდა, რომ ის იყო ექიმ ანდრო ჭანტურიას ცხედარი, რომელსაც დიდი ხანია ეძებდნენ.

თბილელმა დეტალურად აღწერა, როგორ მოკლა ექიმი. როგორც დადგინდა, შინ შეიტყუა, თითქოს ბინა უნდა მიეყიდა. ჭანტურიას თავში 2 ტყვია ჰქონდა ნასროლი იმავე იარაღით, რომლითაც ბელიაევა იყო მოკლული. ექიმის მკვლელობის მოტივიც არ გარკვეულა(?!), თუმცა, სავარაუდოა, რომ ეს ანგარებით გააკეთა - მისი ავტომანქანა მიითვისა!

თბილელთან ერთად დანაშაულში თანამონაწილეობისთვის ბრალი მის საყვარელსაც წარუდგინეს. ქალმა საყვარელს ავტოფარეხში ამოათხრევინა ორი მეტრი სიღრმის ორმო და ცხედარი ერთად დამარხეს.
ძიებისას გაირკვა, მკვლელი ჩანაწერებს­ აკეთებდა, სადაც მის სამსხვერპლოებზე, მკვლელობის მოტივებსა და საკუთარ განცდებზე საუბრობდა. იდუმალებით მოცული ავტოფარეხის ჩხრეკისას კრიმინალისტები წააწყდნენ თბილელის დღიურს, რომელიც მან დაპატიმრებამდე დახია, ცელოფანის პარკში ჩაყარა და გარაჟში მდგარ ღუმელში შეჩურთა. სამართალდამცველები თვეზე მეტხანს აწყობდნენ და აწებებდნენ ქაღალდის ნაგლეჯებს და საბოლოოდ, 10 გვერდი აღადგინეს. დღიურის მეშვეობით მესამე მკვლელობაც გაიხსნა - რუსუდანს თავისი იარაღით მოკლული ჰყავდა ზესტაფონელი ლევან გიორგაძე, რომელიც ელიავას ბაზრობაზე მუშად მუშაობდა.
ამონარიდი სერიული მკვლელის დღიურიდან: "ლევანი დავიქირავე ელიავას ბაზრობაზე. თავი მომაბეზრა, საშინელება იყო მასთან სექსი, საზიზღარი იყო, ერთი ჭუჭყიანი და აყროლებული, არ ბანაობდა, ქოთდა და ძალიან შემაწუხა. ეს იყო მისი ბოლო სექსი!"
თბილელმა მამაკაცი საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, ჯიბიდან 50 ლარი ამოაცალა, მისი ნივთები კი გაყიდა.

"გიორგაძის გვამი შინ შევინახე, დროთა განმავლობაში საშინელი სუნი დადგა, მეზობლებიც კითხულობდნენ, რა სუნიაო. სხვა გზა არ მქონდა, გვამი ღამით გარაჟში ჩავიტანე და დავწვი, ნარჩენები ნაგვის მანქანას გავატანე. გვამის დაწვისას არავის დავუნახივარ ჭორიკანა ჟუჟუნას გარდა. მგონი, ვერ მიხვდა", - წერს მკვლელი.
გამომძიებლებმა ფაქტის გადასამოწმებლად ავტოფარეხს სახურავი გადახადეს და კვალის ძიებას შეუდგნენ. მიაკვლიეს ადამიანის ძვლის ფრაგმენტებსა და დამწვარი მაისურის ნაფლეთს.
რუსუდან თბილელს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა. დადგინდა, რომ იგი შერაცხადი იყო. დასკვნაში ექსპერტმა მხოლოდ ის ჩაწერა, რომ ბრალდებულს მანიაკური გადახრები ჰქონდა.
სერიული მკვლელის ბინიდან ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, ხელთათმანები, ხერხი სისხლის კვალით, ტყვიები და სხვა ნივთმტკიცებები. გამოძიებას საკმარისი მტკიცებულებები ჰქონდა საიმისოდ, რომ თბილელისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ.

ამასობაში გამოძიებამ მეოთხე­ მკვლელობაზეც დაიწყო მუშაობა, რომელიც, სავარაუდოდ, თბილელის პირველი "საცდელი" მკვლელობა უნდა ყოფილიყო. ეს მკვლელობაც ქალის დღიურმა გამოააშკარავა: "იარაღი ვიყიდე და გამოვცადე, კმაყოფილი ვარ. ვესროლე თუ არა, ეგრევე მოხვდა. ჯერ დავაგდე, მერე ხელ-ფეხი შევუკარი, რადიატორზე მივაბი, ვესროლე. ეს იყო კარგი სინჯი".
მეოთხე საქმის გახსნა ვეღარ მოხერხდა, რადგან დღიურში, ქაღალდის ის ნაგლეჯი, სადაც პირველი მსხვერპლის გვარ-სახელი ეწერა, დაიკარგა. ისიც ვერ გაირკვა, მოკლული ქალი იყო თუ კაცი. თბილელმა ამ მკვლელობის შესახებ დუმილის უფლება გამოიყენა.

გამომძიებელი შოთა გენგაშვილი იხსენებს, რომ სერიულ მკვლელთან ერთად, დანაშაულის დაფარვის მუხლით პასუხისგებაში მისცეს დანაშაულის თანამონაწილენი - მკვლელი მათ დღიურებში ახსენებდა. ერთმა მათგანმა თბილელს ჭანტურიას გვამი ავტოფარეხში დაამარხვინა, მეორემ - მოკლული ანდრო ჭანტურიას მანქანა დაშალა და ნაწილები ელიავაზე გაყიდა.

image

5-მიხეილ აზალაძე(ირხეველი მანიაკი) დაბ?-(2 მკვლელობა)-43 წლის მი­ხე­ილ აზა­ლა­ძეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ცნო­ბით, ის არ­ნა­ხუ­ლი სი­სას­ტი­კით გა­მო­ირ­ჩე­ო­და და რომ დას­ცლო­და, ალ­ბათ, "ქარ­თველ ჩი­კა­ტი­ლოდ" მოგ­ვევ­ლი­ნე­ბო­და. მას ბრა­ლად ედე­ბო­და არა­ერ­თი მკვლე­ლო­ბა და ცხედ­რე­ბის და­ნა­წევ­რე­ბა. პირ­ვე­ლი მკვლე­ლო­ბა აზა­ლა­ძეს იმის გა­მო ვერ და­უმ­ტკიც­და, რომ მარ­ჯვე­ნა ხელ­ზე არც ერ­თი თი­თი არ ჰქონ­და.(ქარხანაში მუშაობისას დაზგაში ხელი ჩაჰყოლია)

image

პირ­ვე­ლად ცი­ხე­ში 2004 წლის მარ­ტში მოხ­ვდა სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კის, გია ბრი­ტუ­ლი­ჩის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით. ბრი­ტუ­ლი­ჩის ცხე­და­რი მკვლე­ლის სახ­ლში, თბი­ლის­ში, ჩან­ტლა­ძის ქუჩაზე აღ­მო­ა­ჩი­ნეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის მსხვერპლს ჯერ არ­ყით გა­უ­მას­პინ­ძლდა, შემ­დეგ კი ყე­ლი გა­მოს­ჭრა. ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ აზა­ლა­ძემ პო­ლი­ცი­ას მას შემ­დეგ აც­ნო­ბა, რაც "გვა­მის სუნ­მა შე­ა­წუ­ხა". პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ აზა­ლა­ძეს რამ­დე­ნი­მეწ­ლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და, თუმ­ცა ად­ვო­კა­ტებ­მა გა­ნა­ჩე­ნი სა­ა­პე­ლა­ციო წე­სით გა­ა­სა­ჩივ­რეს - აზა­ლა­ძე ამას ვერ ჩა­ი­დენ­და, მარ­ჯვე­ნა ხელ­ზე არც ერ­თი თი­თი არა აქ­ვსო. ად­ვო­კა­ტის პო­ზი­ცია ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნი­თაც გამ­ყარ­და. დას­კვნა­ში ეწე­რა, რომ ის და­ნას ხელ­ში ვერ და­ი­ჭერ­და. სა­ბო­ლო­ოდ სა­სა­მარ­თლომ დაც­ვის პო­ზი­ცია გა­ი­ზი­ა­რა და აზა­ლა­ძე გა­ა­მარ­თლა, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან გვა­მი მის ბი­ნა­ში აღ­მოჩ­ნდა, და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის­თვის გა­ა­სა­მარ­თლეს და პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლი აკ­მა­რეს. ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა აზა­ლა­ძემ ნავ­თლუ­ღის ბა­ზარ­ში ვაშ­ლით ვაჭ­რო­ბა და­იწყ­ო. პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, 2008 წლის 25 მარ­ტის სა­ღა­მოს ის მე­გობ­რის შვილს, ვა­სი­კო მეცხ­ვა­რიშ­ვილს შეხ­ვდა, შინ მი­ი­პა­ტი­ჟა და არ­ყით გა­უ­მას­პინ­ძლდა. მე­რე რა­ღა­ცა­ზე აუ­შარ­და და მოკ­ლა. აზა­ლა­ძემ და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით მეცხ­ვა­რიშ­ვილს თა­ვი და მკლა­ვე­ბი მო­აჭ­რა, სხე­უ­ლის ნა­წი­ლე­ბი პარ­კში ჩა­დო და ნაგ­ვის ურ­ნა­ში ჩა­ყა­რა, ტა­ნი კი დი­ლა­ად­რი­ა­ნად კორ­პუ­სის წინ ჩა­ი­ტა­ნა, ზედ საწ­ვა­ვი გა­და­ას­ხა და ცეცხ­ლი წა­უ­კი­და, თვი­თონ სახ­ლში დაბ­რუნ­და, იქა­უ­რო­ბა მო­ა­წეს­რი­გა და მშვი­დად და­ი­ძი­ნა. დი­ლის 9 სა­ათ­ზე სახ­ლი­დან გა­სუ­ლი აზა­ლა­ძე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა თბი­ლის­ში, რუს­თა­ველ­ზე და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა აზა­ლა­ძის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში შემ­ზა­რა­ვი სუ­რა­თი ნა­ხეს: ტა­ფა­ზე მსხვერ­პლის ფე­ხი­დან ანა­თა­ლი ხორ­ცის ნაჭ­რე­ბი ეწყო (ექ­სპერ­ტი­ზით დად­გინ­და). მი­ხე­ილ აზა­ლა­ძე 109-ე მუხ­ლით გა­ა­სა­მარ­თლეს და სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს.

image

6-იაგო ნებიერიძე(გორელი სერიული მკვლელი, დაბ.1986წ)- მოკლა ორი ბავშვი, 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი, გოგონა 2018 წლის 25 ოქტომბერს მდინარე ლიახვის ნაპირას მოკლული იპოვეს.ბავშვს ფეხები რკინის მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე კი ცელოფნის ტომარა ჰქონდა ჩამოცმული.გორის რაიონულმა სასამართლომ ნებიერიძე დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობასა და არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში და სამუდმაო პატიმრობა მიუსაჯა .მანამდე კი 2004 წელს მოკლა 11 წლის ზაქრო ბერძენიშვილი, რომლის გვამი, მხოლოდ წელს აღმოაჩინეს, ამავე საქმეში ფიგურირებდა იაგო ნებიერიძე, თუმცა მაშინ ვერ დაუმტიცეს.იაგო ნებიერიძემ ჯერ საკუთარ დედას უთხრა, სად იყო ზაქრო ბერძნიშვილის ცხედარი, შემდეგ კი ბავშვის ოჯახის წევრებს ტელეფონით მიაწოდა ინფორმაცია. ბავშვის ცხედარი კომბინატის დასახლებაში, მდინარის პირას იყო დამარხული.

image

მოზარდის ოჯახის წევრები გასული 18 წლის განმავლობაში დარწმუნებული იყვნენ, რომ ბავშვი იაგო ნებიერიძემ მოკლა და შემდეგ გადამალა. ნებიერიძე წლების წინ ბერძნიშვილების ოჯახისთვის თანხის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. თუმცა 2013 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ვადაზე ადრე გათავისუფლდა.

image

რუბრიკა "კრიმინალური არქივიდან" იხილეთ ამ ბმულზე

0
572
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
572
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0